x
მეტი
  • 15.08.2020
  • სტატია:102556
  • ვიდეო:347336
  • სურათი:466510
პროფესიის არჩევა და მასზე მოქმედი ფაქტორები
image

მოზარდობის პერიოდში ერთდროულად მრავალი ცვლილება იჩენს თავს, მათ შორის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო პროფესიის არჩევაა. მოზარდი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგება, მან საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით მომავალი პროფესია უნდა აირჩიოს. პროფესიის სწორად შერჩევა მოზარდისთვის შეიძლება რთული იყოს, განსაკუთრებით 18 წლის ასაკში. მან სულ ახლახან დაამთავრა სკოლა და მოულოდნელად ახალი გამოწვევის წინაშე დგება.

მოზარდის მიერ პროფესიის აირჩევისას მასზე მნიშვნელოვან გავლენას ოჯახის წევრები ახდენენ, კერძოდ: ოჯახის სტრუქტურა, მშობლების აღზრდის სტილი, მშობლების საგანმანათლებლო და სამუშაო სტატუსი, მათი დამოკიდებულება მოზარდის არჩევანის მიმართ და სხვა მრავალი ფაქტორი. სასურველია მშობლებსა და მოზარდს შორის კომუნიკაცია და საკითხის ღრმად განხილვა, რათა მოზრდმა სწორად შეარჩიოს მომავალი პროფესია. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მოზარდის არჩევანი მისი ინტერესებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარეობდეს და არა მშობლების მიზნებიდან და ინტერესებიდან. მთავარია მოზარდს რისი კეთება სურს, მის არჩევანზე მშობლების სურვილები, ოცნებები და მათი მიუღწეველი მიზნები არუნდა ახდენდნენ გავლენას.

პროფესიის არჩევაზე მნიშვენლოვან გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები როგორებიცაა: მოზარდის ინტერესები, მიდრეკილებები; მოზარდის შესაძლებლობები (ფსიქიკური და ფიზიკური); მოზარდის ღირებულებები; პროფესიის შესახებ არსებული ინფორმაცია; ოჯახის წევრების და მეგობრების შეხედულებები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროფესიის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოზარდის ინტერესებია. მომავალი პროფესიის არჩევამდე მოზარდმა უნდა გააანალიზოს საკუთარი ინტერესები; მანამ სანამ მოზარდი პროფესიას აირჩევს მნიშვნელოვანია გაარკვიოს თუ რა უნარები და შესაძლებლობები აქვს. მოზარდს საკუთარი უნარების შეფასება დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რისი კეთება სურს; მნიშვნელოვანია მოზარდის მოტივაცია. თუ იგი მოტივირებული არ არის, სავარაუდოდ საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ვერ გამოიყენებს და შესაბამისად დიდ წარმატებასაც ვერ მიაღწევს. მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მშობლების აღზრდის სტილსა და მოზარდის პროფესიულ არჩევანს შორის დამოკიდებულება. დაიანა ბაუმრიდმა მშობელთა სითბოსა და კონტროლის მიხედვით აღზრდის 4 სტილი გამოყო:


  • ავტორიტარული (სოთბოს ნაკლებობა, ძლიერი კონტროლი)- ბავშვებთან ურთიერთობისას ცივები და მკაცრი მაკონტროლებლები არიან; მშობლები ბავშვებისგან გამუდმებით მითითებების შესრულებას ელიან მხოლოდ იმიტომ რომ მშობელმა „ასე თქვა“. ბევრს არ საუბრობენ ემოციებზე.
  • ავტორიტეტული (გულთბილი, ძლიერი კონტროლი)- მშობლების ზუსტ საზღვრებს აწესებენ და შვილებისგან ზრდასრულივით ქცევას მოელიან. ასაბუთებენ დაწესებული საზღვრების მიზეზებს. თბილად ეპყრობიან შვილებს, ყურს უგდებენ მათ.
  • ლიბერალური (გულთბილი, სუსტი კონტროლი) - არიან გულთბილები და მზრუნველები. ვერ აკონტროლებენ საკუთარი შვილების ქმედებებს და ამასთან ამართლებენ ასე: „ისინი ხომ ბავშვები არიან“.
  • უყურადღებო (სითბოს ნაკლებოა, სუსტი კონტროლი)- ისე ჩანს თითქოს საერთოდ არ დარდობენ და არც თავს იწუხებენ კონტროლით ბავშვებთან ურთიერთობითა და მათზე ზრუნვით.

მოზარდები, რომლებიც აღზრდის ავტორიტარული სტილით იზრდებიან, მორჩილი, დამჯერი და მცოდნე, თავიანთი საქმის სპეციალისტები ხდებიან. თუმცა მათ დაბალი თვითშეფასება და ცხოვრებითა და სამუშაოთი ნაკლები კმაყოფილება ახასიათებთ; მოზარდები, რომლებიც აღზრდის ავტორიტეტული სტილით იზრდებიან, უფრო წარმატებულები და დაინტერესებულები არიან კარიერული განვითარებით. კარიერული განვითრებითა და სამუშაოთი კმაყოფილება ახასიათებთ; ხოლო მოზარდები, რომლებიც აღზრდის ლიბერალური სტილით იზრდებიან, სამუშაოთი უკმაყოფილებას განიცდიან. ხშირად ექმნებათ პრობლემები ავტორიტეტთან.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდი პირველად კარიერას თინეიჯერობის წლებში ირჩევს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კარიერის განვითარება უწყვეტი პროცესია და ადამიანს შეუძლია შეცვალოს არჩევანი ნებისმიერ დროს.

0
29
2-ს მოსწონს
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0