x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რატომ არაქვთ ახალგაზრდებს დღეს სურვილი,რომ დაეუფლონ პროფესია პედაგოგიკას?

განათლება არის-შუქი, რომელიც ანათებს ადამიანს გონებას, სრულფასოვანი და ჰარმონიულად აღზრდილი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის განათლების მიღება სასიცოცხლლო მნიშვნელობის მატარებელია, რადგან მიღებული თეორიული მასალის ტრანსფერით ვახერხებთ პრაქტიკული რელობის პროგრესირებად ცვლილებას და ეს, ცონის შეძენის პროცესი, როგორც ვიცით მიმდინარეობს სამ ორგანიაზიაქმნილ დაწესებულებაში: ოჯახში, სოციუმა და სკოლაში, თუ ყველაზე საყურადღებო, ამ შემთხვევაში, რა თქვა უნდა, სკოლაა.
იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი და მრავალმხრივი იდეებით აღსავსე თაობა, მასწავლებლის როლი მათი წინსვლების ხელშეწყობაში და ზოგადად განვითარებაში - უდიდესია. ის არის პიროვნება, რომელიც სწავლა-სწავლების უწყვეტ პროცესშია ჩართულია და თემატიკის მიხედვით ხან ითავსებს ფასილიტატორის, ხანაც უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის წარმმართველის ფუნქციას. პედაგოგია მთავარი ძალა, ერთგვარი გადამცემი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსწავლეებამდე ინფორმაციის იმგვარად მიწოდება, რომ მათთვის მარტივად აღქმადი იყოს, შეესაბამებოდეს ასაკობრივ და კოგნიტურ მზაობას.
რომ მკითხონ წმინდა პროფესიის შესახებ, ალბათ სწორედ მას დავასახელებ, რადგან მართლაც სათუთი და წმინდა საქმიანობაა, რითიც ვითარდები არა მხოლოდ შენ, როგორც პედაგოგი, არამედ სრულიად შენც რესურსებზეა მორგებული უამრავი ინტერესის მზერით აღვსილი ბავშვის ბედი.
მისი სირთულეც ამაში მდგომარეობს. იყომასწავლებელი, სულაც არ არის მარტივი და დიდ პასუხისმგებლობასაც მოითხოვს, აგრეთვე შესაბამის კომპენტენციას და უზღვავ ენერგიას, შინაგან მზაობას, მაგრამ ადამიანი როდი იბადება მასწავლებლად, იგი სურვილის მიხედვით იღჭურვება ამ საჭირო უნარებით და რახან სურვილი ვახსენე, გამოვთქვამ ჩემს აზრს პედაგოგიკის პროფესიის მოთხოვნადობის შესახებ.
სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში, არც ისე ბევრია მამ პროფილით წასვლის სურვილი, რაც გამოწვეულია მრავალი ფაქტორით: ზოგს უბრალოდ ინტერესი არ აქვს, ზოგი სიახლეებს და მუდმივი ძიების პროცესს გაურბის, რაშიც ჩართული უნდა იყოს პედაგოგი, ზოგისთვისაც არამომხბივლელ სფეროდ გვევლინება, თუმცა ფაქტი ერთია, ვინც ამ საქმეს საქმეს აირჩევს, ბოლომდეც უნდა მიჰყვეს, გამოვალინოს რესურსებისა და შესაძლებლობების მაქსიმუმი.
შეაყაროს მოსწავლეებს სწავლა, დააკვირდეს მათ და იცოდეს თითოეულის შესაძლებლობები, ინდივიდუალური თავისებურებები.იცის. რომ დავუფიქრდეთ, რომ არა სკოლა და პედაგოგის ღვაწლი, მაშინ, არიქნებოდა არც ერთი პროფესია: არც ექიმი, ინჟინერი და სხვა, რადგან თითოეული პროფილის მატარებელი ადამიანითავდაპირველად ამ ორგანიზაციაქმნილ დაწესებულებაში დადის, იქ ხდება მისი ფორმირება, ცოდნის მიღებისკენ პირველი საგულისხმო ნაბიჯების გადადგმა.
და თუ ასეთი მნიშვნელოვანია ეს სფერო, რატომ სწავლობს ამ მიმართულებით ძალიან ცოტა სტუდენტი? რატომ ვაწყდებით მოთხოვნის დაბალ მაჩვენებლებს, ზემოთ აღწერილი განმარტებების გარდა.

პირველი არის სტერეოტიპები, რომელსაც მოსწავლეები სწავლის პროცესში იქმნიან, რადგან მასწავლებელთა უმეტესობა ტრადიციული მიდგომების მიმდევარია და სიახლეების ნაკლებობა, პედაგოგის დომინანტობა შესაძლოა თრგუნავს მათ.
აგრეთვე მეორე, მოთმინების უნარი, რომელიც ნამდვილად სჭირდება პედაგოგს, რადგან ბავშვთა თავისებურებები სხვადასხვანაირია თითოეულთან სპეციფიურ მიდგომს, მათზე მორგებული აქტივობების დაგეგმვას, თავისი რესურსი მიაქვს, როგორ ენერგიის მხრივ, ისე აზროვნების და სხვა.
ჩემს გამოცდილებაზე გადავალ, ამჟამად პედაგოგიკის მიმართულების სტუდენტი ვარ და ვმუშაობ სტაჟიორად, სკოლაში, სადაც დიდი გულისყურით ვუდგები საქმეს და იმედი მაქვს, შესაბამის ინტერვენციებსაც განვახორციელებ მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების გამომუშავების კუთხით, შევაყვარებ სკოლას და შევაყვარებ მასწავლებელს, ადამიანს და პროფესიას, რომელიც ნამდვილად დამსახურებული უნდა იყოს სოციუმის მიერ. გარკვეული სფეროსადმი ინტერესის ჩამოყალიბებაში გარემოს დიდი წვლილი მიუძღვის, ჩემთან ოჯახმა და თითქოს თაობიდან თაობაზე გადასულმა პროფესიამ იმსძლავრა, სხვებს კი თავადვე ვეცდები გავუზიარო ეს უშრეტი გრძნობები და ენერგიები, რომ უკეთ გაეცნონ გამორჩეულ სფეროს- მასწავლებლობას.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:ჩიჩაკ ნასიბოვა
ჩიჩაკ ნასიბოვა
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0