x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
აკაკი წერეთელი-ბიოგრაფია

აკაკი როსტომის ძე წერეთელი- დაიბადა 1840 წელის 21 ივნისს, იმერეთში, საჩხერის რაიონ სოფელ სხვიტორში. აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას ეკუთვნოდა. წერეთლები ცნობილი თავადები იყვნენ. საქართველოს საისტორიო წყაროებში ხშირად გვხვდება ამ გვარის გამოჩენილ პირთა სახელები. აკაკის დედა, ეკატერინე, ცნობილი ფეოდალის, ირაკლი აბაშიძის ასული იყო. სწორედ მან შეასრულა უდიდესი როლი აკაკის გონივრულ აღზრდაში. ძველად იყო ასეთი ჩვეულება, რომ თავადის შვილი გლეხის ოჯახში უნდა გაეშვათ. პატარა აკაკი ძიძას მიაბარეს სოფელ სავანეში, სადაც ის იზრდებოდა უღარიბეს გლეხის ბავშვებთან ერთად, ისლით გადახურულ უფანჯრო-უსარკმლო ხის სახლში. სწორედ ამ გაბარების წყალობით, ის, გონებრივად, ფიზიკურად და ზნეობრივად განვითარდა. აქ აიდგა უდიდესმა პოეტმა ფეხი, აქ ამოიდგა ენა, აქ ჩაეყარა საფუძველი მის უაღრესად ნაზ და კეთილშობილურ გრძნობას. აკაკი მართლაც მადლიერი იყო იმით, რომ მან თავისი ცხოვრების საწყისი ამ სოფელში გაატარა. "არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი". აკაკის უფროსი დის, ანას წყალობით აკაკიმ ქართული ენა ადრევე შეისწავლა. მას ბავშვობიდანვე შეუყვარდა კითხვა. უკვე 10 წლის აკაკის, "ვეფხისტყაოსანი" წაკითხული ჰქონდა. 1852 წელს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა და წარმატებით დასრულების შემდეგ, 1859 წელს, სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე გააგრძელა. მართალია მწერალმა ლექსების წერა ბავშვობიდანვე დაიწყო, მაგრამ პოპულარობა ლირიკურმა ლექსმა- "საიდუმლო ბარათი"–მა მოუტანა. აკაკი წერეთელს უდიდესი როლი მიუძღვის " ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მის წარმატებით ფუნქციონერებაში. აკაკი წერეთელი ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ქართველი ერი გონს მოეყვანა და მათში ეროვნული თვითშეგნების გრძნობა წინა პლანზე დაეყენებინა. ქართველებმა სიცოცხლეშივე დაუფასეს აკაკის შრომა და ის პოეტად შერაცხეს. აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. მის კალამს ეკუთვნის:"ჩემი თავგადასავალი", ბაში-აჩუკი", "გამზრდელი", "თორნიკე ერისთავი", "სულიკო", "განთიადი" და ა.შ

image

0
1806
შეფასება არ არის
ავტორი:დიმა ნაჭყებია
დიმა ნაჭყებია
1806
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0