x
image
beko777
Mediator image
პოპულარული ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე 19 წლის გიორგი შაქარაშვილზე სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს
imageრამდენიმე დღეა ძალიან ვცდილობდი თავი შემეკავებინა საჯარო კომენტარისგან :( მაგრამ დღეს ვეღარ გავქაჩე.... გიორგი ჩემი უბნელი 19 წლის ახალგაზრდა, პერსპექტიული, ქართველი ბიჭი იყო... იყო... ი-ყო.... ი-ყო... ყველა ხვდებით რა საშინელი დასაწერია ეს სიტყვა ჯან-ღონით სავსე ბიჭზე, რომელიც იყო და აღარ არის...

ბევრჯერ დამიწერია და ბევრჯერ მიმიმართავს ახალგაზრდებისთვის, ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს, გვისაუბრია ბევრ რამეზე, ბევრჯერ გვიკამათია, ბევრჯერ გვიჭორავია, ბევრჯერ გვითამაშია, ბევრჯერ .. ბევრ ახალგაზრდასთან ერთად ბევრჯერ ყველგან ვყოფილვარ და ყოველთვის ვხედავდი და ვხედავ რისი დეფიციტი აქვს ამ თაობას.... ხარისხიანი ურთიერთობების!!! ავტორიტეტების არყოლის!!! ძალის და ბრძოლისუნარიანობის არასწორი მიმართულების და შედეგი? - აი, შედეგი... :( 19 წლის გიორგის შავ-თეთრი ფოტო :(

იცით კიდევ რამდენი ასეთი გიორგია, რომლის გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტებს არ ამოუღიათ ხმაა? არც და ვერც გაუგიათ, არც და ვერც დაინტერესებულან და იცით კიდევ რამდენი გიორგი იქნება თუ პრობლემას შუიდან კი არა, თავშივე არ გადავწყვეტთ?!!!!!

იმათ და იმათნაირებს ვინც ეს 19 წლის ანგელოზივით ბიჭი მოუკლა ქვეყანას... იმათ უ ნ დ ა გავუჩინოთ ინტერესი! იმათ უნდა (!) ვასწავლოთ კაცობა და პრიორიტეტები! იმათ და იმათნაირებს უნდა წამოარტყათ თავის დროზე ტრაკზე ხელი!!! იმათ და იმათნაირების მიმართ უნდა იყოთ მტრად გამზრდელები, რომ მოყვარედ გამოგადგეთ!


რა, აქამდე არ იცოდით რომ მსგავსი სახის საჯარო თავყრილობები ქალაქგარეთ დაქირავებულ აგარაკებზე ხშირად იმართება?!!! რა, აქამდე არ იცოდით იქ ალგებრის ამოცანების ამოსახსნელად, რომ არ დადიან და ინგლისურში სამეცადინოდ?!!! რა, აქამდე არ იცოდით, რომ პლანის მყრალი სუნით გაჟღენთილი ახალგაზრდები უფრო საშიშნი, უფრო არალოიალურნი და უფრო სასტიკნი არიან?! თუ მართლა გჯერათ იმ დებილობების, რასაც ამ ნარკოტიკების მომხმარებელ, ბარიგა, გამპრავებლები გაბოლებენ?!!!

რა, აქამდე არ იცოდით ხშირ შემთხვევაში რა გარყვნილების ბუდედ არის ხოლმე ქცეული მსაგვსი „სხადნიაკები“? ჩემგან გესმით ეს პირველად, თუ ფაქტები და მაგალითები არ გაგაჩნიათ?! რა, ახლა გესმით, რომ იქ სადაც 10 და მეტი ერთმანეთისგან განსხვავებული ახალგაზრდები ირევიან ყოველთვის იქნება უმაღლესი რისკი - რაღაც ცუდის მოხდენისა?!!! ახლა გესმით, რომ ასეთ „სხადნიაკებზე“ ლექსების კითხვაში კი არ ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ სხვა, უფრო არაფრისმთქმელ საქციელებში! ახლა გესმით, რომ თანამედროვე კაი ბიჭობის და ძველი ბიჭობის ფენომენი, ახლოსაც კი ვერ მოვა თუნდაც 90-ანი წლების ამ ინსტიტუტთან?!!!

იკითხავს მავანი: - 19-20 წლის ახალგაზრდებს როგორ უნდა დავუშალოთ ერთად შეკრება, თავისუფლება და დროის ტარებაო?! გპასუხობთ: - როგორ და ჭრელააად თქვე იდიოტებო!!! ჭრეეელად!!!! ყველა საშუალებით, ყველა ხერხის გამოყენებით... დაწყებული მინიმუმ 2-3 „ვზროსლის“ მსგავს „სხადნიაკზე“ ყოფნით (თუნდაც მოშორებით, სხვაგან, ცალკე სუფრასთან, ისე რომ ახალგაზრდები არ დაკომპლექსდნენ „ვზროსლების“ მათ გვერდით ყოფნით) - და დამთავრებული მინიმუმ მსგავსი ადგილების მეპატრონეთა მხრიდან სრული (!) კონტროლით!!! სრული კონტროლით-თქო!

19 წლის გიორგის დღეს მთელი უბანი დასტირის, მთელი საქართველო... და მხოლოდ იმის გამო, რომ თავი აარიდა, გაცლა ამჯობინა, მოშორება და წასვლა იქიდან სადაც არაადექვატური „სხადნიაკი“ იყო...

ყველა ის ვინც იმ „სხადნიაკზე“ იყო დამნაშავე რომ გახდა ხვდებით?! 4 დღე ბიჭის ცხედარს ეძებდნენ, იმედიც ჰქონდათ, რომ ცოცხალი იყო და არცერთს იმ „სხადნიაკიდან“ წარბი არ შეუხრია და ტელევიზორში უყურებდა ალბათ გიორგის ძებნის ოპერაციას, როცა შესაძლოა იცოდა კიდეც, რომ - ის, არაგვის წყალში იჯიჯგნებოდა :(

აკონტროლეთ შვილების თავისუფლება!!! აკონტროლეთ! და ნუ გგონიათ, რომ ან 18 ან 19 ან 20 ან 22, ის ასაკია როცა შვილს ჭკუა აღარ უნდა დაარიგო, რადგან ტეხავს, რადგან ის სრულწლოვანია და თავის საქმისა თვითონ იცის!!!! ვინც ასე ფიქრობთ მტრები ხართ ყველა თქვენი და მითუმეტეს სხვისი შვილებისა!!!

1
730
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
730
  
ადამიანს თუ თავისუფალს გაზრდი და მას ასწავლი რო ამ ყველაფერს პასუხისმგებლობა მოყვება,მაშინ არც მარტო გაშვება იქნება პრობლემა და თუნდაც პლანის მოწევა. დღეს ვასწავლით ბავშვებს თავისულფებას და გვავიწყდება პასუხისმგებლობის შეხსენება. რა პასუხისმგებლობაო იკითხავს მავანი,პასუხისმგებლობა დედის,მამის,ოჯახის,ახლობლების და საზოგადოების წინაშე. პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა კეტით არ დაერეოდა ადამიანებს,რაც არ უნდა დაეშავებინა,რადგან მას ციხე მოყვებოდა და ციხე ოჯახის ნევროზს აჩენს. პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა დილას არ დაელოდებოდა და თავის მეგობარს ტყეღრეში მოძებნიდა. პასუხისმგებლიანი ახალგაზრდა იმ არაგვში გადაყვებოდა თავის მეგობარს,რადგან მეგობრის მიტოვება გასაჭირში უფრო დიდ სირცხვილი იქნებოდა მისთვის,ვიდრე სიცოცხლე. გავიგე რო 17 პირი დააკავეს ამ საქმეზე და პირდაპირ ვიტყვი,არ ვარ მომხრე დასჯის. იქ ვინმეს მოსაკლავად არავინ მისულა და ეს შემთხვევის ამბავი იყო. ხო თქვეს შეეშინდაო და გაიქცაო,ხოდა ამ შიშმა გამოიწვია ეს ყველაფერი. ჯერ იმ წვეულებაზე მყოფებიდან ყველა სხვადასხვა რამეს ყველა,მაგრამ ყველა ამბობს,ამ ბიჭს არაფერი დაუშავებიაო და აბა,თუ არ დაუშავებია,მაშინ რისი შეშინდა ან ქაჯები იყვნენ იმ მანქანაში? არ მითხრათ,ტყუილა მისდევდნენ უცხოს და უდანაშაულო ადამიანებს. მე ამის არ მჯერა და თქვენ თუ გჯერათ,მაშინ წარმატებები. ქუჩური გაგებით არ შეიძლება ადამიანს დაარტყა ისე,რომ არ იცოდე რა დააშავა ან ამან დააშავა თუ არა. ქუჩურ გაგებაში იმაზე უფრო მეტად აფასებენ საუბარს,ვიდრე ბევრ საზოგადოებაში საქართველოში. ეს იყო უბედური შემთხვევა,რომელიც ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა. ამ დასკვნას ვაკეთებ,ჩემი ცხოვრებისეული გამოცდლებიდან და იქ მყოფი ახალგაზრდების აბდაუბდა მონაყოლიდან. მიატოვეს მეგობარი და ეხლა ადვოკატებით დაარბიან პოლიციაში. ვიღაც ფოტოგრაფმა პოლიციაში დარეკა,მაგრამ მერე უთხრა აღარაფერი ხდებაო და ის რო ეს ბიჭი გაიქცა ეგ არ უთხრა. მერე სახლში მშვიდად წავიდა და დაიკიდა იქ მყოფი მეგობარი ან მეგობრის მეგობარი. შეუძლებელია წვეუელბაზე ყოფილიყო ისეთი უცხო რო არავის სცნობოდა,თუნდაც მასპინძელს. აბდაუბდაა ეს ყველაფერი და სხვა არაფერი. ერთი ფაქტია,ამ ბიჭს არაფერი ეშველაბა და რა აზრი აქვს დაიჭერენ თუ
0 1 1