x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ქცევის პრობლემები მოზარდებში

image

მოზარდობის ასაკი ერთგვარი გარდამავლი საფეხურია, ბავშვობასა და მოზრდილობას შორის. ამ პერიდოში მოზარდი ბავშვობის ასაკიდან გამოდის და ემზადება მოზრდილთა სამყაროში თავის დასამკვიდრებლად. სწორედ გარდატეხის ასაკში იჩენს თავს მრავალი სახის პრობლემა. არსებობს მოზარდთა მხირდან რისკის შემცველი ქცევების განხორციელების საშიშროება, ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლისა და სხვა სახის ნივთიერებების (ნარკოტიკი...) მოხმარება, თვითმკვლელობა, სხვადასხვა ტიპის აზარტული თამაშები, აგრესიული ქმედებები და სხვა. რასაკვირველია, ყველა მოზარდის შემთხვევაში არ იჩენს თავს მსგავი ტიპის სირთულეები. ოჯახური კონფლიქტებისა და თანატოლთა წრეში ავტორიტეტის ამაღლების სურვილი, ხშირად მოზარდებს სხვადასხვა ტიპის საზიანო ქმედებებისკენ უბიძგებს. ე.წ. „აკრძალული ხილი“ ამ პერიოდში განსაუთრებით მიმზიდველად და მაცდურად გამოიყურება. სწორედ ამიტომ ბევრი მოზარდი იწყებს ალკოჰოლისა და სხვადასხვა სახის ნივთიერებების მოხმარებას, რაც შემდგომ იწვევს დამოკიდებულებას მოხმარებადი ნივთიერებების მიმართ. მოზარდობის პერიოდი ასევე გამოირჩევა აგრესიული ქცევის სიჭარბით. გამოიყოფა აგრესიის რამდენიმე ფორმა. ერთ-ერთია ინსტურმენტული აგრესია - უპირატესობის მოპოვება მიზანშეუწონელი საშუალებებით. გამოყოფენ ასევე აშკარა/ღია აგრესიის ფორმასაც, რომელიც გულისხმობს მუქარასა და ფიზიკურ თავდასხმას. მოზარდები ხშირად ერთმანეთს უპირსიპრდებიან ხოლმე უპირატესობის მოსაპოველბად და სწორედ ამ დროს მიმართავენ აშკარა/ღია აგრესიის ფორმას. ასევე მოზარდებში თავს იჩენს სოციალური აგრესიის სხვადასხვაგვარი გამოვლინება. მაგალითად, მოზარდი გოგო-ბიჭები ერთმანეთს დასცინიან და ხშირად შეურაცხყოფასაც კი აყენებ, ისეთი ფიზიკური ნიშნების გამო როგორიცაა ჭარბი წონა და სხვა მსგავი. კვლევებიც ცხადყოფს მოზარდებში პრობლემური ქმედებების ზრდას ასაკის მატებასთნ ერთად.

უამრავი კვლევის შედეგად მიღებული სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ მოზრდილთა ცხოვრებაში წარმოქნილი სხვადასხვა სახის სირთულე სწორედ მოზარდობის პერიოდს უკავშირდება. მაგალითად, თვითმკვლელობის რიცხვის ზრდა, სხვადასხვა სახის ნივთიერებების ჯანმრთელობის საზიანოდ მოხმარება და ფსიქოლოგიური დარღვევების გამოვლენის რიცხვი მოზარდობის პერიოდში ასაკის მატებასთან ერთად იზრდება. ფსიქოლოგიური დარღვევების გამოვლენის პროცენტული მაჩენებლი ბავშვობიდან მნიშნელოვნად იზრდება მოზარდობის ასაკში.

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0