x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რუსეთიდან გაქცეულმა პუტინის ძველმა მეგობარმა, პრეზიდენტის ქალიშვილების უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა
image


ბან­კირ­მა სერ­გეი პუ­გა­ჩოვ­მა, რო­მე­ლიც შე­ვიწ­რო­ე­ბის გამო წლე­ბის წინ გა­იქ­ცა რუ­სე­თი­დან, სა­კუ­თარ სა­იტ­ზე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის ბავ­შვო­ბის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.


ფო­ტო­ებ­ზე პუ­ტი­ნის გო­გო­ნე­ბი და პუ­გა­ჩო­ვის ვა­ჟე­ბი არი­ან ასა­ხულ­ნი, რომ­ლე­ბიც ერთ დროს მშობ­ლე­ბის მსგავ­სად მე­გობ­რობ­დნენ. ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი პუ­გა­ჩო­ვე­ბის სახ­ლში, ნა­წი­ლი კი კრემლშია გა­და­ღე­ბუ­ლი.


image



"ბავ­შვუ­რი მე­გობ­რო­ბა - მა­რა­დი­უ­ლია! ალექ­სან­დრ და ვიქ­ტორ პუ­გა­ჩო­ვე­ბი, კა­ტე­რი­ნა და მა­რია პუ­ტი­ნე­ბი, 2000-იანი წლე­ბი" - წერს ფო­ტო­ებ­ზე ბიზ­ნეს­მე­ნი.


პუ­ტი­ნის შვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სეთ­ში მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი შეც­ვლი­ლი გვა­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ - კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა და მა­რია ბო­რონ­ცო­ვა.


image


მი­ნი­მუმ 15 წლის წი­ნან­დელ ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი, ნამ­დვი­ლად გვა­ნან იმ გო­გო­ნებს, რომ­ლებ­საც დღეს რუ­სუ­ლი მე­დია პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს. მე­დი­ის ცნო­ბით, ტი­ხო­ნო­ვა და ვო­რონ­ცო­ვა რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან, თუმ­ცა, თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი ყვე­ლა კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ უარ­ყოფს მათ­თან ყვე­ლა­ნა­ირ კავ­შირს.


image


ვლა­დი­მერ პუ­ტინს შე­კი­თხვა ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ BBC-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა და­უს­ვა. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, კომ­პა­ნია "ინოპ­რაქ­ტი­კამ", რომ­ლის დი­რექ­ტო­რი კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვია, გა­სულ წელს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, მა­რია ვო­რონ­ცო­ვას კომ­პა­ნია კი აშე­ნებს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ კლი­ნი­კას სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში, რა­შიც მათ რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან.


"მათ ტე­ლე­ვი­ზი­ით სულ უფრო ხში­რად აჩ­ვე­ნე­ბენ, მათი სა­ხე­ლე­ბი, გა­რეგ­ნო­ბა ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბია. რო­დის აღი­ა­რებთ რომ ისი­ნი თქვე­ნი შვი­ლე­ბი არი­ან?“ - მი­მარ­თა პუ­ტინს ჟურ­ნა­ლის­ტმა.


"თქვენ ახ­სე­ნეთ ერთი, მე­ო­რე ქალ­ბა­ტო­ნი. ახ­სე­ნეთ გარ­კვე­უ­ლი წი­ლე­ბი, ბიზ­ნე­სე­ბი. თქვენ უბ­რა­ლოდ ფაქ­ტი და­ა­ფიქ­სი­რეთ. ეს საკ­მა­რი­სი არ არის. როცა მსგავს რა­ღა­ცე­ებ­ში ერე­ვი, უნდა გა­არ­კვი­ოთ, რა ბიზ­ნე­სია თუ მარ­თლა არის, ვის ეკუთ­ვნის, ვინ ეხ­მა­რე­ბა" - ორაზ­როვ­ნად უპა­სუ­ხა პუ­ტინ­მა შე­კი­თხვას... განაგრძეთ კითხვა <<<



0
572
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
572
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0