x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
29 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სპეციალურ ფასად აგათა კრისტის "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოვა
image


მკითხველისთვის ბოლო პერიოდის ბესტსელერები უფრო ხელმისაწვდომი რომ იყოს, გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად გაავრცელოს ეს წიგნები - ლიტერატურა, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას.


მკითხველისთვის სასურველი წიგნების მისაწოდებლად გამომცემლობამ სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა, რათა სწორედ მკითხველს შეერჩია მსოფლიოში პოპულარული ავტორების ნაწარმოებები. ეს ავტორები არიან: აგათა კრისტი, ონორე დე ბალზაკი, ერიხ მარია რემარკი, ელიფ შაფაქი, რეი ბრედბერი, ნიკოლას სპარქსი და ა.შ. მკითხველის პირველი ორი რჩეული ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი" და ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში" გახლდათ.


29 ივნისს "კვირის პალიტრის" მკითხველი გაზეთთან ერთად აგათა კრისტის დეტექტივს "მკვლელობები ანბანის მიხედვით" მიიღებს - გენიალურ დეტექტივს, რომლის გადაღება მხოლოდ ბოლო დროს გაბედეს კინემატოგრაფისტებმა და ბრწყინვალე მწერლის დანარჩენ ნაწარმოებებთან ერთად სერიალად აქციეს.



"მკვლელობები ანბანის მიხედვით" BBC ONE-მა გადაიღო. ისე კი, როგორც წესი, რეჟისორები ასე ადვილად ვერ ბედავენ აგათა კრისტის რომანების ეკრანიზაციას - მის ნებისმიერ რომანში ხომ თავი ისედაც კინოში გგონია.


ეს დეტექტივი აგათა კრისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება: სიუჟეტი თავბრუდამხვევად ვითარდება - ჩვენ თვალწინ იწყება ცივსისხლიანი მკვლელისა და სახელგანთქმული მაძებრის, ერკიულ პუაროს ჭიდილი: ინგლისურ ანბანში ხომ 26 ასოა და ნუთუ დეტექტივი დააცდის მკვლელს, რომ სისხლიანი ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანოს? ან ვინ მოიგებს ამ ბრძოლას? ძალიან ჭკვიანი მკვლელი თუ პროფესიონალი დეტექტივი? როგორ შეიძლება ასეთმა სიუჟეტმა არ აგიყოლიოს და შენც სულმოუთქმელად მიჰყვები.


გამომცემლობა "პალიტრა L"-მაც სწორედ ამიტომაც არჩია, რომ ჩვენმა მკითხველმა ეს წიგნი გაზეთთან ერთად მიიღოს. მას წინ დიდი სიამოვნება ელის. და არა მხოლოდ კონკრეტულად მას, ვინც კონკრეტულად ამ წიგნს იყიდის, არამედ მისი ოჯახის ნებისმიერ წევრსაც, ვინც ამ წიგნს სიამოვნებით წაიკითხავს, - აგათა კრისტის ნაწარმოებებს ხომ თითქმის ყველა ასაკში სიამოვნებით კითხულობენ!


პროექტის მენეჯერის ანა კოპაძის თქმით, ­ დეტექტივის დედოფალი აგათა კრისტი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტორია:


"ქართველ მკითხველს მართლაც ძალიან უყვარს განუმეორებელი აგათა კრისტი. მისი წიგნები მუდამ პოპულარულია და გამომცემლობის საუკეთესო გაყიდვადი წიგნების ათეულში მუდმივად ხვდება. როდესაც ამ მწერლის წიგნებს გამოვცემდით, სოციალურ ქსელშიც მუდამ ჩნდებოდა კომენტარები, რომ "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოგვეცა. ეს წიგნი ხომ აგათა კრისტის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. ჩვენც მკითხველს სურვილი შევუსრულეთ. ამ დეტექტივზე "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში დიდი მოთხოვნაა.


- ალბათ, ამ დეტექტივის ყველა მკითხველამდე მიღწევას პანდემიის პერიოდმა შეუშალა ხელი.


- რასაკვირველია. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტეთ წიგნები მკითხველისთვის გაზეთთან ერთად და ხელმისაწვდომ ფასად მიგვეწოდებინა. ჩავატარეთ გამოკითხვაც, რას ისურვებდა მკითხველი, რომ პრესასთან ერთად მიეღო. რა თქმა უნდა, ველოდით, რომ მკითხველის სიაში "მკვლელობები ანბანის მიხედვით" გამოჩნდებოდა. ეს ხომ ავტორის აღიარებული დეტექტივია, რომლის საფუძველზე კინოკომპანია BBC ONE-მა ფილმი გადაიღო. ჩვენ სიამოვნებით გავაფორმეთ წიგნის ყდა ამ ფილმის სიმბოლოთი, რითაც ის ვიზუალურადაც საინტერესო გახდა.


წიგნის ფასი ბიბლუსის მაღაზიათა ქსელ­ში 13. 95 ლარია. გაზეთთან ერთად კი მისი სპეციალური ფასი 8. 50 ლარი იქნება.


სხვათა შორის, კომპანია Agatha Chirstie Limited-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმზ პრიჩარდი აგათა კრისტის შვილთაშვილია. როგორც ამბობს, "მკვლელობები ანბანის მიხედვით" მისი დიდი ბებიის (აგათა კრისტის) ყველაზე ძლიერი და ამაღელვებელი დეტექტივია, რომლის პროტაგონისტი მაძებარი სერიალში საოცრად დამაინტრიგებელ პერსონაჟად გვევლინება.



0
39
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0