x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის ისტორია აშშ-ში
ერთსქესიანთა ქორწინება

2015 წელს ლენდმარკშილა აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყველა შტატის წესდება, რომლითაც იკრძალებოდა ერთსქესიანთა ქორწინება არაკონსტიტუციურია.ეს იყო კულმინაცია იმ ბრძოლის, რომელიც ათწლეულები გრძელდებოდა.აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალური გახდა.

ადრეული წლები

1970 წელს, მას შემდეგ რაც სთოუნვილის არეულობით გეი უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო, სამართლის სტუდენტმა რიჩარდ ბეიქერმა და ლიბერალმა ჯეიმს მაკკონელმა მინესოტაშ ქორწინებაზე შეიტანეს განაცხადი.


კლერკ გელარდ ნილსონმა უარყო მათი აპლიკაცია, რადგან ერთსქესიანები იყვნენ საქალაქო სასამართლომაც მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას.ბეიქერმა და მაკკონელმა საჩივარი შეიტანეს, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განჩინება სამართლიანად გამოაცხადა..როდესაც კიდევ გაასაჩივრეს 1972 წელს უზენაესმა სასამართლომ სრულიად უარი განაცხადა საქმის მოსმენაზე და ოფიციალურად აკრძალა ამ ტიპის საქმეებზე მუშაობა, შესაბამისად აიკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება.

1973 წელს მერილენდი გახდა პირველი შტატი, რომელმაც ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირად გამოაცხადა, ამ თეორია მხარს კონსერვატიული რელიგიური ჯგუფები უჭერდნენ.მალევე მიჰყვნენ სხვა შტატებიც 1973 ვირჯინია, ფლორიდა, კალიფორნია და ვიომინგი 1977 წელს.

Რა თქმა უნდა, სხვა მრავალი მოთხოვნა იყო ერთსქესიანთ დაქორწინების, მაგრამ ყველა მათგანი ისევე სრულდებოდა, როგორც ბეიქერისა მაკკონელის საქმე დამთავრდა.თუმცა 1970-80იან შლებში გეი უფლებებისათვის მორაობამ წინსვლა განნიცადა, როგორიცაა ჰარვი მილკი, ის გახდა პირველი ღიად ჰომოსექსუალი, რომელიც არჩეულ იქნა საჯარო თანამდებობაზე 1977 წელს-ბრძოლა უფლებებისათვის მცირე გამარჯვებებით მიმდინარეობდა მრავალი წელი.

ქორწინების თანასწორობა

გვიან ოთხმოციან და ადრეულ ოთხმოცდაათიან წლებში ერთსქესიან წყვილებს პირველად მიეცათ იმედი ქორწინების.1989 წელს, სან-ფრანცისკოს სადამკვირვებლო კომისიამ ჰომოსექსუალ წყვილებს მიანიჭა ოფიციალური უფლება ერთად თანაცხოვრებისა, რომელიც იძლეოდა შეღავათებს ჰოსპიტალში ვიხიტისას და სხვა მრავალ ასპექტში.სამი წლის შემდეგ კოლუმბიამაც იგივენაირი კანონი მიიღო, როგორიც სან-ფრაცისკომ.უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო ქორწინების უფლება, ამ კანონით მათ მხოლოდ ერთად თანაცხოვრების უფლება მიენიჭათ.

1993-ში ჰავაის უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ამ ტიპის შეზღუდვის დაწესება მნიშვნელოვნად აზარალებდა ქვეყნის კონსტიტუციას.ისტორიაში პირველად სასამართლომ ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერად სცნო.

Რა თქმა უნდა, გეი ქორწინების ოპონენტები არ ისხდნენ მშვიდად.ჰავაის სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ კონგრესმა 1996 წელს მიიღო აქტი ქორწინების დაცვის შესახებ, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა მოაწერა.აქტი არ კრძალავდა გეი ქორწინებას, თუმცა განმარტავდა, რომ მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს შეეძლოთ ჰქონოდათ ფედერალური სარგებელი ქორწინების შემდეგ, ანუ თუ ცალკეული შტატი გეი ქორწინებას ლეგალურს გახდიდა წყვილი მაინც ვერ შეძლებდა გადასახადის ერთობლივად გადახდას, სოციალური უზრუნველყოფის მიღებას მეუღლისგან.


მომდებნო ათწლეულში დიდი ძვრები შეინიშნება გეი უფლებების საქმეში.2000 წელს ვერმონტი გახდა პირველი შტატი, რომელმაც დააკანონა ჰომოსექსუალ წყვილთა თანაცხოვრება.სამი წლის შემდეგ კი მასაჩუსეტსში დამტკიცდა მათი ქორწინება.

2004 წელს მრავალმმა კონსერვატიულმა შტატმა აკრძალა გეი წორწინება, ესენია-ორეგონი, კანზასი, ტექსასი და სხვა.თუმცა ათწლეულის ბოლოს რამდენიმე შტატში დაიშვა გეი ქორწინება ესენია-კონექტიკუტი, ვერმონტი და ნიუ-ჰემფშირი.

2012-ში მერილენდმა და ვაშინნგტონმა მიიღეს ერთსქესიანთა ქორწინება.

ქტი ქორწინების დაცვის შესახებ 2010-ში დამისხვრა, განადგურდა დებულება, რომლის თანახმადაც ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ნებაყფლობითი კავშირია.2012 წელს კი აღნიშნული აქტი უზენაესი სასამართლოს მიერ დაიგმო.

ნტონი კენედიმ 2015 წელს მხარი დაუჭირა შტატების ტერიტორიაზე ქორწინების ლეგალურად გამოცადებას, ივნისის თვეში გეი ქორწინება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ლეგალურად გამოცხადდა.

ამ დროისთვის 13 შტატი კვლავ კრძალავდა ჰომოსექსუალთა ქორწინებას.

2001 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელთა 57% ეწინააღმდეგებოდა ჰომოსექსუალთა ქორწინებას.2016 წლის მონაცემებით კი საპირისპირო შედეგი მიიღეს.37% იყო წინააღმდეგი, დანარჩენი კი მომხრე.

0
209
შეფასება არ არის
ავტორი:თემურ თუთარაშვილი
თემურ თუთარაშვილი
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0