x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ზაფხულში საკითხავი ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურის მოყვარულებისათვის
image


ახა­ლი წიგ­ნი ახა­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლია. ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს კი კი­თხვა და თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად უხ­დე­ბა. ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, სო­ფელ­ში დას­ვე­ნე­ბი­სას, მგზავ­რო­ბი­სას თუ დამ­ღლე­ლი დღის ბო­ლოს, ჭიქა ცივ ყა­ვას­თან ერ­თად მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გან­ტვირ­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.


ზა­ფხულ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მეტი გვაქვს. ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ცე­მე­ბის სია კი ძა­ლი­ან გრძე­ლია. ქვე­მოთ მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბას გა­გი­მარ­ტი­ვებთ.


გთა­ვა­ზობთ ზა­ფხულ­ში სა­კი­თხავ ტოპ 10 წიგნს მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან:



უი­ლი­ამ სტა­ი­რო­ნი - "სო­ფის არ­ჩე­ვა­ნი"


image


პუ­ლი­ცე­რის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის უი­ლი­ამ სტა­ი­რო­ნის ამ რო­მან­ში ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი და რე­ა­ლის­ტუ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს.


წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცია რე­ჟი­სორ­მა ალან პა­კულ­მა 1982 წელს გა­და­ი­ღო, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს - მე­რილ სტრი­პი ას­რუ­ლებს. სტრი­პი ნა­მუ­შე­ვარს გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს ხდის. მე­რილ სტრიპ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­ლის­თვის მი­ი­ღო ოს­კა­რი­სა და ოქ­როს გლო­ბუ­სის ჯილ­დო­ე­ბი სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი ქა­ლის­თვის. ცნო­ბი­ლია, რომ მსა­ხი­ო­ბი ამ როლს, რე­ჟი­სორ ალან პა­კუ­ლას, თით­ქმის მუხ­ლებ­ზე დამ­ხო­ბი­ლი სთხოვ­და.


რო­გო­რია ქალი _ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ტყვე _ რო­მე­ლიც აი­ძუ­ლეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი­დან ერთ-ერთი გა­ი­მე­ტოს სა­სიკ­ვდი­ლოდ? რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლის პი­რის­პირ დგას და სი­ცო­ცხლეს ებღა­უ­ჭე­ბა? რო­გო­რია ქალი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის დამ­ღით, ნიუ-იორ­კის ქუ­ჩა­ში ორ საყ­ვა­რელ­თან ერ­თად მო­მა­ვა­ლი? და­ბო­ლოს, რო­გო­რია ქალი, რო­მე­ლიც მუ­დამ ირ­ჩევს ორი­დან ერთს... რო­გო­რი იქ­ნე­ბო­დით თქვენ მის ად­გი­ლას, რას აირ­ჩევ­დით?


კრის­ტო­ფერ პრის­ტი - "პრეს­ტი­ჟი"


image


წიგ­ნის მი­ხედ­ვით რე­ჟი­სორ­მა კრის­ტო­ფერ ნო­ლან­მა 2006 წელს ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი, გა­და­ი­ღო. ფილმში მთა­ვარ რო­ლებს ჰიუ ჯეკ­მე­ნი და კრის­ტი­ან ბე­ი­ლი ას­რუ­ლე­ბენ.


რო­მა­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წიგნ­ში სი­უ­ჟე­ტი მო­წო­დე­ბუ­ლია ფრაგ­მენ­ტუ­ლად, ე.წ. "ფლე­შ­ბე­კე­ბის" დახ­მა­რე­ბით.


ორი ილუ­ზი­ო­ნის­ტის და­პი­რის­პი­რე­ბის, მე­ტო­ქე­ო­ბის, ფა­რუ­ლი თუ აშ­კა­რა ბრძო­ლის ამ­ბა­ვია. ის, რაც გა­მოს­დის ერთს, გა­მოს­დის მე­ო­რე­საც და მა­ინც, მათი წარ­მა­ტე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ორ სა­ი­დუმ­ლოს ეფუძ­ნე­ბა. მაგ­რამ თით­ქმის ერ­თნა­ი­რია თი­თო­ე­უ­ლის მიზ­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა _ სა­ცალ­ფე­ხო და ცი­ცა­ბო, რის­კით, ტყუ­ი­ლით, ეჭ­ვი­ა­ნო­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ასე­თი გზის და­სას­რუ­ლი კი... ვინ არის ილუ­ზი­ო­ნის­ტი: ჯა­დო­ქა­რი, თუ უბ­რა­ლოდ მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც სას­წა­ულ­მოქ­მე­დის როლს თა­მა­შობს?


ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი - "ფრე­ნი და ზუი"


image


ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ოს­ტა­ტი, უმე­ტე­სად ბავ­შვი და მო­ზარ­დი გმი­რე­ბით, რომ­ლე­ბიც მწვა­ვედ გა­ნიც­დი­ან კონ­ფლიქ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სად, ჩნდე­ბა ტრა­გიზ­მი, გა­უ­ცხო­ე­ბა, მარ­ტო­ო­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა, დეპ­რე­სია, პრო­ტეს­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სი­ყალ­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბი­სად­მი – ეს მე–20 სა­უ­კუ­ნის ერთ–ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ავ­ტო­რი ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი და მისი შე­მოქ­მე­დე­ბაა.


ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი მას ძი­რი­თა­დად რო­მა­ნით „თა­მა­ში ჭვა­ვის ყა­ნა­ში“ იც­ნობს, თუმ­ცა ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლია მისი მო­თხრო­ბე­ბიც - „9 მო­თხრო­ბა“ და "ჭერი ას­წი­ეთ, დურ­გლე­ბო და სი­მო­რი, შე­სა­ვა­ლი“; "ფრე­ნი და ზუი".


”ფრე­ნი და ზუი” გლა­სე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ შექ­მნი­ლი მო­თხრო­ბე­ბის ციკ­ლის ნა­წი­ლია. წიგ­ნი 1961 წელს გა­მო­ი­ცა და ორ მოზ­რდილ მო­თხრო­ბას აერ­თი­ა­ნებს. ფრე­ნი და ზუი (და-ძმა).


ნოელ სტრი­ტფილ­დი - სა­ბა­ლე­ტო ფეხ­საც­მე­ლე­ბი


image


გი­ნა­ხავთ ფილ­მი ”თქვენ­თვის წე­რი­ლია“? მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევ­დით ქეთ­ლინ კე­ლის საყ­ვა­რელ წიგნს „Ballet Shoes”. ეს სწო­რედ ის წიგ­ნია!


პა­უ­ლი­ნი, პეტ­რო­ვა და პოსი დები არი­ან, თუმ­ცა მათ მხო­ლოდ ის აერ­თი­ა­ნებთ, რომ ბი­ძია მე­თი­უმ სა­მი­ვე გა­ნა­მარ­ხი ნი­მუ­შე­ბი­ვით მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში შე­აგ­რო­ვა და დის­შვი­ლის შვილს, სილ­ვი­ას, სა­ჩუქ­რად ჩა­მო­უყ­ვა­ნა.


გვა­რი ”ფო­სი­ლი“ გო­გო­ნებ­მა თა­ვად აირ­ჩი­ეს და გა­და­წყვი­ტეს, თა­ვი­ან­თი სა­ნი­მუ­შო ცხოვ­რე­ბით ის ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­ში შე­ე­ტა­ნათ. ამის­თვის კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზე­ბი აირ­ჩი­ეს.


წა­ი­კი­თხეთ ეს სა­ო­ცა­რი წიგ­ნი და იფიქ­რეთ პეტ­რო­ვას შე­კი­თხვა­ზე: ასარ­ჩე­ვად რომ გქონ­დეთ საქ­მე, რო­მე­ლი მათ­გა­ნის ცხოვ­რე­ბას აირ­ჩევ­დით?


ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რი - "დრო­ში მოგ­ზა­უ­რის ცოლი"


image


ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი 2003 წელს გა­მო­ვი­და. ავ­ტორ­მა ძლი­ე­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. სწო­რედ ეს იყო ჰენ­რი­სა და კლე­რის ის­ტო­რი­ის მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი. რო­მა­ნი, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ფიქ­ცი­ი­სა და რო­მან­ტიზ­მის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ზა­ვია, და­გა­ფიქ­რებთ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, და­კარ­გვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება.


გა­მო­ცე­მი­დან, მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, წიგ­ნის 2, 5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლი­ა­რი გა­ი­ყი­და და არა­ერ­თი ჯილ­დოც, მათ შო­რის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მი­ი­ღო.


2009 წელს გა­მო­ვი­და წიგ­ნის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით. ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის ამ სა­ინ­ტე­რე­სო ბესტსე­ლე­რის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის უფ­ლე­ბა ბრედ პი­ტი­სა და ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის კი­ნო­კომ­პა­ნი­ამ Plan B Entertainment–მა 2003 წელს იყი­და, როცა რო­მა­ნი მწე­რალს არც ჰქონ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი. რე­ჟი­სორ რო­ბერტ შვენ­ტკეს ფილ­მი კი ეკ­რა­ნებ­ზე 6 წლის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა. მას­ზე შემ­ქმნე­ლე­ბი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ. 2010 წელს ფილ­მი რამ­დე­ნი­მე ჯილ­დოს მფლო­ბე­ლიც გახ­და. კი­ნო­ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ში მთა­ვარ რო­ლებს ერიკ ბანა და რე­ი­ჩელ მა­კა­დამ­სი ას­რუ­ლე­ბენ.


ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დი - "ნა­ზია ღამე"


image


ინ­გლი­სე­ლი კლა­სი­კო მწერ­ლის ფრენ­სის სკოტ ფი­ცჯე­რალ­დის „ნა­ზია ღამე“ მო­ი­ცავს ხუ­თწ­ლი­ან პე­რი­ოდს და მოგ­ვი­თხრობს ამე­რი­კელ­თა ერთ ჯგუფ­ზე, იმ­ხა­ნად ევ­რო­პა­ში რომ ცხოვ­რობ­დნენ. ახალ­გაზ­რდა ამე­რი­კე­ლი ექი­მი დიკ და­ი­ვე­რი ოც­ნე­ბობს მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში წარ­მა­ტე­ბა­ზე. ჩი­კა­გო­ე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის ქა­ლიშ­ვილ­ზე ნი­კოლ­ზე ქორ­წი­ნე­ბა კი მის სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რას წერ­ტილს და­უს­ვამს. დი­კის გვერ­დით ათ წე­ლი­წადს ყოფ­ნით ნი­კო­ლი იკურ­ნე­ბა.


რო­მა­ნის მოქ­მე­დე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში ვი­თარ­დე­ბა. ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ამე­რი­კა ჯა­ზის ეპო­ქას მო­უ­ცავს; როცა ამე­რი­კელ ახალ­გაზ­რდა­თა ერთი ნა­წი­ლი ევ­რო­პა­ში ეძებს შვე­ბას. ახა­ლი, თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­ე­ბა­ში კი მთა­ვარს – ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს – ივი­წყე­ბენ.


აკა მორ­ჩი­ლა­ძე - ტა­ვერ­ნა "ათი სექ­ტემ­ბე­რი"; ქა­ლა­ქის მე­ლი­ე­ბი


image


შე­უძ­ლე­ბე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა გიყ­ვარ­დეს და არ იც­ნობ­დე აკა მორ­ჩი­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ო­ბის მკი­თხვე­ლის რჩე­უ­ლია.


გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ გა­და­წყვი­ტა, „ტა­ვერ­ნა „ათი სექ­ტემ­ბე­რი“ და „ქა­ლა­ქის მე­ლი­ე­ბი“ „იკი­თხე ქარ­თუ­ლის“ სე­რი­ა­ში გა­მო­ე­ცა. ეს ორი მო­თხრო­ბა ოცი­ო­დე წლის წინ და­ი­წე­რა და პირ­ვე­ლად 2012 წელს გა­მო­ი­ცა. სულ ახ­ლა­ხან კი წიგ­ნი მე­ო­რედ გა­მო­ვი­და და უკვე იყი­დე­ბა ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში. მისი ყდის დი­ზა­ი­ნი სე­რი­ის მთა­ვარ და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ხაზს მიჰ­ყვე­ბა და ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ქსო­ვი­ლე­ბი­დან აღე­ბუ­ლი ორ­ნა­მენ­ტე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.


„აკა ხომ მო­ყო­ლის კა­ცია, მო­ყო­ლის მწე­რა­ლი, სულ ყვე­ბა, მა­გას­თან ლან­დე­ბიც კი ისე­თე­ბი არი­ან, რომ ხელი შე­ევ­ლე­ბათ, ისე­თე­ბი არი­ან, წყა­ლი შე­ას­ხა, ნამს მო­ი­კი­დე­ბენ“, - ზაალ ჩხე­ი­ძე, ლი­ტე­რა­ტო­რი.


ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი - "მე არ ვარ ნე­ო­ნი"


image


"მე არ ვარ ნე­ო­ნი" - 2019 წლის ბესტსე­ლე­რის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბის" ავ­ტო­რის ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის მე­ო­რე რო­მა­ნია.


თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა იცხოვ­რო ისე, რომ ქვეყ­ნად არა­ვის უყ­ვარ­დე, მა­შინ ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხო. წიგნ­ში არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბი­ან, არის გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ მთხრო­ბე­ლი, და კი­დევ არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­გო­ნილს ჰგავს.


„ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლია და ჩემ­თვის, ავ­ტო­რის­თვი­საც, იმ­დე­ნად სუ­ლის შემ­ძვრე­ლი იყო მისი მოს­მე­ნა, რომ მა­შინ­ვე გა­დავ­წვი­ტე წიგ­ნად მექ­ცია და მი­მე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­შიც რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობს ნე­ო­ნი, “ – გვიყ­ვე­ბა ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.


„სამ­ყა­რო­სა­ვით ძველ და მა­რა­დი­ულ თე­მას, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჭი­დილს ეძღვნე­ბა ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რის _ ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის ეს რო­მა­ნი", - ლია თო­ფუ­რია, რე­დაქ­ტო­რი.


თი­ნა­თინ ბე­რი­ძე - „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“


image


„გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.


„მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი“ - ესაა რო­მა­ნი მე­გობ­რო­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და ზო­გა­დად, ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.


ზოგ­ჯერ ასეც ხდე­ბა - შემ­თხვე­ვი­თო­ბამ ან უწყი­ნარ­მა ხუმ­რო­ბამ შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლოს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა. სწო­რედ ამ­გვა­რად გა­და­იკ­ვე­თა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ნი­ჭი­ე­რი, მგრძნო­ბი­ა­რე ახალ­გაზ­რდე­ბის გზე­ბი. წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა მიერ ამო­ჩე­მე­ბუ­ლი პა­ტა­რა, მყუდ­რო კა­ფეს ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, სი­კე­თით სავ­სე დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი - ასე­თია წიგ­ნი, რო­მე­ლიც გულ­გრილს არა­ვის და­ტო­ვებს და რომ­ლის ავ­ტო­რი "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ მო­წყო­ბი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია.


ელის დოჯ­სო­ნი - "ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა"


image


"ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა" ლიტ. კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017-ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მე­სა­მე რო­მა­ნია.


„ეს წიგ­ნი არის იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა შე­ვიყ­ვა­როთ სა­კუ­თა­რი თავი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ ადა­მი­ანს სხვა თვა­ლით და­ა­ნახ­ვებს, თუნ­დაც, მის „ტოქ­სი­კურ“ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და სა­კუ­თარ თავს“, - ელის დოჯ­სო­ნი.


სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი დიდ ტკი­ვილ­სა და დიდი ქა­ლა­ქის აურ­ზა­ურს მთა­ში გა­ურ­ბის, სა­დაც უჩ­ვე­უ­ლო სი­წყნა­რეს, სი­ლა­მა­ზეს და მი­ტო­ვე­ბუ­ლი სოფ­ლის ლან­დებს აფა­რებს თავს. სწო­რედ აქ, მი­თე­ბი­სა და ლე­გენ­დე­ბის სა­უფ­ლო­ში, მის­ტი­კი­სა და რე­ა­ლო­ბის, წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს მიჯ­ნა­ზე, აღა­თოს ამ­ბებ­ში პო­უ­ლობს შვე­ბას, სა­კუ­თარ თავს და დიდ სიყ­ვა­რულს...


წიგნ­ში ავ­ტო­რი ხევ­სუ­რულ დი­ა­ლექტს იყე­ნებს, ტექ­სტი გა­მარ­თა და და­ა­მუ­შა­ვა ლი­ტე­რა­ტორ­მა ამი­რან არა­ბულ­მა.


„ელის დოჯ­სო­ნის ამ ნა­წარ­მო­ებ­მა ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნია. ავ­ტო­რის წე­რის მა­ნე­რა და აზ­როვ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ორი­გი­ნა­ლუ­რია, არ არის მა­სობ­რი­ვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რი. ჩვენ ძა­ლი­ან კარგ ნა­წარ­მო­ებ­თან გვე­ლის შეხ­ვედ­რა, წიგნ­თან, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს შეგ­ვახ­სე­ნებს და ახ­ლე­ბუ­რად, სხვა­ნა­ი­რად ჩაგ­ვა­ხე­დებს“, - ამი­რან არა­ბუ­ლი.



0
94
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0