x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"მეორე სეზონი სიურპრიზებით იქნება სავსე" - რას ჰპირდება "დიდი სცენა" 21 ივნისიდან მაყურებელს და ვინ წაიყვანს შოუს
image


21 ივ­ნისს „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში „დიდი სცე­ნის“ მე­ო­რე სე­ზო­ნი გავა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გვპირ­დე­ბი­ან, რომ სა­ინ­ტე­რე­სო შოუ იქ­ნე­ბა და მა­ყუ­რე­ბე­ლი ბევრ ნი­ჭი­ერ მუ­სი­კოსს გა­იც­ნობს.


პრო­ექტს ერთ-ერთი ოთა­ხი­დან ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი წა­იყ­ვა­ნენ, რომ­ლე­ბიც ახლა პროექტის შესახებ გვესაუბრებიან.


ნო­დი­კო:



- ყო­ველ კვი­რა სა­ღა­მოს, „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში იქ­ნე­ბა „დიდი სცე­ნა“. 21-სა და 28 ივ­ნისს ქას­თინ­გე­ბის სე­რი­ე­ბი გავა, ხოლო 5 ივ­ლი­სი­დან უკვე ლა­ი­ვე­ბი და­ი­წყე­ბა. დიდი იმე­დი მაქვს, რომ კარგ კონ­კურ­სან­ტებს შევ­ხვდე­ბით. კარ­გი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხომ პრო­ექ­ტის ხა­რისხს გან­სა­ზღვრავს?!


რაც ყვე­ლა­ზე მნივ­ნე­ლო­ვა­ნია, „რუს­თა­ვი 2“-ში სა­ოც­რად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დი მუ­შა­ობს, ამი­ტომ, კონ­კურ­სან­ტებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ არ­ხის ეთე­რი თა­ვის წარ­მო­სა­ჩე­ნად და შემ­დგო­მი კა­რი­ე­რის­თვის! ეს თი­თო­ე­უ­ლის­თვის შან­სია, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში იშ­ვი­ა­თად გვეძ­ლე­ვა. ამი­ტომ, ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ ამ შან­სის გა­მო­ყე­ნე­ბას და წარ­მა­ტე­ბას.


მაკო:


- ჩემ­თვის ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და­ნარ­ჩე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ე­ტე­ბის­გან. და­ვი­წყოთ იმით, რომ ჯერ მისი სა­ხე­ლი ამ­ბობს ყვე­ლა­ფერს და მერე მისი მას­შტა­ბუ­რო­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­თაც არის, რომ ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რია, რად­გა­ნაც ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი.


- რას ელით პი­რა­დად თქვენ ამ სე­ზო­ნის­გან?


ნო­დი­კო:


- პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ კი­დევ უფრო გრან­დი­ო­ზუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი იქ­ნე­ბა. რო­დე­საც ახა­ლი პრო­ექ­ტი ეთერ­ში პირ­ვე­ლად გა­დის, შემ­დე­გი წლის­თვის ბევ­რი რამ უკეთ ლაგ­დე­ბა ხოლ­მე და იხ­ვე­წე­ბა... მგო­ნია, რომ მე­ო­რე სე­ზო­ნი გა­ცი­ლე­ბით სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი იქ­ნე­ბა, ასე­ვე სავ­სე ბევ­რი სი­ურპრი­ზი­თა და კარ­გი ნომ­რით. ის ფაქ­ტი მომ­წონს, რომ მო­ნა­წი­ლე­ებს სცე­ნა­ზე ცო­ცხალ ბენდთან უწევთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს კონ­კურ­სი ხომ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნოს. ვი­მე­ო­რებ, მათ „დიდ სცე­ნა­ზე“ აქვთ ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­ფორ­ტი, რომ წარ­მო­ა­ჩი­ნონ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და თა­ვიც და­იმ­კვიდ­რონ. კარ­გად უნდა იმ­ღე­რონ, სცე­ნა­ზე ნა­ტუ­რა­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ. შე­სა­ბა­მი­სად მა­ყუ­რე­ბელ­საც არა­ფე­რი ეპა­რე­ბა და მათ შრო­მას და­ა­ფა­სებს.


მაკო:


- წამ­ყვა­ნებ­ზეც ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ ვიქ­ნე­ბით მათი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ისი­ნი სცე­ნა­ზე უნდა გა­ვუშ­ვათ. იქ კი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, თა­ვი­ანთ თავ­ში მე­ტად და­ჯე­რე­ბუ­ლე­ბი უნდა გა­ვიდ­ნენ, რაც მთა­ვა­რია, სცე­ნა­ზე პო­ზი­ტი­უ­რად უნდა გა­ვა­ცი­ლოთ.


ნო­დი­კო:


- ჯერ კი­დევ „ჯე­ოს­ტა­რი­დან“ ვიცი - რა არის კო­ნურ­სი და ისიც, რას და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ნიც­დი­დეს, ფიქ­რობ­დეს, ნერ­ვი­უ­ლობ­დეს კონ­კურ­სან­ტი. რა­ღაც­ნა­ი­რად მგო­ნია, რომ მე და მაკო ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ შოუს მო­ნა­წი­ლე­ებს ღელ­ვა შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ. ამ­დე­ნი წე­ლია, სცე­ნა­ზე ვდგა­ვარ და სცე­ნა­ზე ვე­რას­დროს გავ­დი­ვარ ღელ­ვის გა­რე­შე. ნერ­ვი­უ­ლო­ბა კი ძა­ლი­ან შორს არის უკვე ჩემ­გან. ეს დრომ და გა­მოც­დი­ლე­ბამ მო­ი­ტა­ნა, მაგ­რამ ღელ­ვა სცე­ნა­ზე კარ­გია, რა­ღაც­ნა­ი­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ხარ.


მაკო:


- წინა სე­ზონ­ზე, რო­დე­საც ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტე­ბი ღე­ლავ­დე­ნენ, ფსი­ქო­ლო­გის როლი მქონ­და მორ­გე­ბუ­ლი. სა­ნამ ლა­ი­ვი იქ­ნე­ბო­და და კად­რი ჩვენ­ზე გად­მო­ვი­დო­და, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი. ესაა ჩვე­ნი ფუნ­ქცია ამ შო­უ­ში, გა­მო­ა­ფხიზ­ლო, და­ა­ნა­ხო რე­ა­ლუ­რად, რა უნდა იქ და რის­თვი­საა მო­სუ­ლი, რომ გა­მოჩ­ნდეს, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სწო­რად წარ­მო­ა­ჩი­ნოს. კონ­კურ­სან­ტის ხმა ყვე­ლამ გა­ი­გოს. ნო­დი­კოს აქვს კონ­კურ­სან­ტო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, შოუს მო­ნა­წი­ლე მეც ვყო­ფილ­ვარ. ამი­ტომ, რო­გორც მინ­დო­და, მომ­ქცე­ოდ­ნენ მე, ზუს­ტად იმას გა­ვა­კე­თებ ნო­დი­კოს­თან ერ­თად. ეს ალ­ბათ მეტ ძა­ლას და ენერ­გი­ას მის­ცემს 10-ვე კონ­კურ­სანტს.


- კე­თი­ლი, მაგ­რამ აქვე რთუ­ლი მი­სი­აც გაქვთ.


ნო­დი­კო:


- ჩვე­ნი ოთა­ხი­დან გა­დი­ან კონ­კურ­სან­ტე­ბი სცე­ნა­ზე და რა გან­წყო­ბა­საც შე­ვუქ­მნით, რა პო­ზი­ტივ­საც გა­დავ­ცემთ, იმ გან­წყო­ბით უნდა გა­ვიდ­ნენ მა­ყუ­რებ­ლის, ჟი­უ­რის წი­ნა­შე. ამი­ტომ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ამა თუ იმ კონ­კურ­სანტს აუ­დი­ტო­რი­ას რო­გორ წა­რად­გენ და მი­აწ­ვდი.


მაკო:


- მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე „სთო­რე­ბიც“ გავა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მა­ყუ­რე­ბელს უნდა გა­ვაც­ნოთ ისი­ნი ოთა­ხი­და­ნაც, სხვა კუ­თხით და­ვა­ნა­ხოთ ისი­ნი. ეს კონ­კურ­სი ამის­თვი­სა­ცაა.


- ოდეს­მე ერ­თად თუ გი­მუ­შა­ვი­ათ და თუ ყო­ფილ­ხართ ერ­თმა­ნე­თის პარტნი­ო­რე­ბი?


ნო­დი­კო:


- მე და მაკო ბევ­რი წე­ლია, ვურ­თი­ერ­თობთ. შო­უ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, პარტნი­ო­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ ერ­თად გვი­მუ­შა­ვია. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი და მხი­ა­რუ­ლი გო­გოა.


მაკო:


- ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა გა­ვი­გე, რომ ნო­დი­კო იქ­ნე­ბო­და ჩემ­თან ერ­თად ოთახ­ში. მის­გან სულ ვგრძნობ ბევრ პო­ზი­ტივს. ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ერ­თად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ოთა­ხი იყოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­ზი­ტი­უ­რი. რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი ელო­დე­ბო­დეს ჩვენ­გან ამ­ბავს და იმას, რო­დის გად­მორ­თავს ჩვენს არხზე, რომ მის გან­წყო­ბა­ზე ვიზ­რუ­ნოთ.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0