x
მეტი
  • 04.07.2020
  • სტატია:101242
  • ვიდეო:346562
  • სურათი:465135
" ახალგაზრდა და თამამი ია.." - დაათვალიერეთ აქამდე გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომლებმაც შოკში ჩააგდო ფბ მომხმარებლები
image

მსახიობი ია ფარულავა ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურობით დიდად არ გამოირჩევა, აზიარებს მისი გადაცემის ვიდეოებს, ფოტოებს მისი სასტუმროდან, რომელიც მსახიობს და ტელესახეს თბილისის ძველ უბანში აქვს, თუმცაღა ხანდახან ფარულავა მისი ახალგაზრდობის ალბომებიდან აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც საზოგადოებას შოკში აგდებს.



ია ფარულავა 23 წლის ასაკში

image


სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა რამდენიმე ფოტო გაუზიარა მის მიმდევრებს სათაურით: "აბა წავიდა კლასიკები" . ფბ-ს მომხმარებლებს ამჯერადაც გული დაწყდათ იმაზე რომ იას სილამაზე და ველური გარეგნობა თავის დროზე ვერ გამოიყენეს რეჟისორებმა და ბევრ ფილმში, სხვადასხვა საინტერესო როლებში არ გადაიღეს. როგორც ირკვევა ამ ფოტოებზე ფარულაბვა 23-27 წლის არის. ფოტოები კი აშშ-ში ცხოვრებისასაა გადაღებული.


" თამამად შეიძლება ითქვას, პირველი იყავი და ხარ "შეკეთებების" გარეშე ია. ვერ ვიტან ხელოვნურად ლამაზებს.."

image

უწერს ფარულავას ერთ-ერთი თაყვანისმცემელი. ზოგიერთმა ადამიანმა კი ამ ფოტოებში ფარულავა ცნობილ მექსიკელ ჰოლივუდის ვარსკვლავს სელმა ჰაიეკსაც შეადარა და აღნიშნეს რომ ჰაიეკის საკულტო პერსონაჟი ფრიდა კალო, იას უფრო შეეფერებოდა.



სელმა ჰაიეკი ფრიდა კალოს როლში

image


ქართულ კინოში შესრულებული რამდენიმე დასამახსოვრებელი როლის ("ფესვები", "სპირალი", "სიბრძნე სიცრუისა") შემდეგ 1989 წელს ია ფარულავამ მთავარი პერსონაჟი ითამაშა მარკ ტვენის ნაწარმოების "საიდუმლო უცხოს" რუსულ ეკრანიზაციაში (ფილიპ ტრაუმი) 1990 წელს კი ითამაშა გრეგ პალმენის პირველ ქართულ-ამერიკულ სატელევიზიო ფილმში "შევარდენი" image

90-იანი წლები ამერიკაში გაატარა, სადაც სხვადასხვა სარეკლამო რგოლში და ფილმში გამოჩნდა. საბოლოო ჯამში ია ფარულავა აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის კინომსახიობთა გილდიის წევრია. image

0
1790
შეფასება არ არის
ავტორი:Culture Express
Culture Express
1790
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0