x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
15 წლის დედოფლისწყაროელი გოგონა სამი კვირაა კომაშია
image


დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონა სამ კვირაზე მეტია კომაშია. გოგონა ქალაქ დედოფლისწყაროში ველოსაპედიდან გადმოვარდა, დაეცა და თავის ტრავმა მიიღო. უბედური შემთხვევა 30 მაისს ღამით მოხდა, რა დროსაც მოზარდი მეგობართან ერთად სეირნობდა.


როგორც დაშავებულის ოჯახის წევრები დედოფლისწყაროს ტელევიზიასთან საუბარში აცხადებენ, 15 წლის გოგონა ამ დრომდე თბილისის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.


მისი ახლობლები იხსენებენ, რომ დაცემიდან რამდენიმე საათში არასრულწლოვან გოგონას ცნობიერება ჰქონდა და გონება გვიან ღამით დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა თავდაპირველად ის დედოფლისწყაროს საავადმყოფოში მოათავსა, შემდეგ კი მდგომარეობის გართულების გამო კატასტროფის ცენტრის ეკიპაჟის გამოძახებისა და გოგონას თბილისში გადაყვანის აუცილებლობა დადგა. კატასტროფის ცენტრი ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით გამოიძახეს.



დაშავებულის და განმარტავს, რომ პაციენტს საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების საბიუჯეტო დაფინანსება ამ კვირაში ამოეწურება და, შესაძლოა, ოჯახს ფინანსური დახმარებაც დასჭირდეს.


„გევედრებით მოიხსენიეთ ანა ლოცვებში რომ დაგვიბრუნდეს, ის მხოლოდ 15 წლის არის, ველოსიპედიდან გადმოვარდა და ტვინის ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვს, “ - აღნიშნავს მოზარდის ოჯახი.

0
985
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
985
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0