x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„გიორგი XI და ქაიხოსრო“ – 22 ივნისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, სერია "ქართველი მეფეების" 31-ე ტომი გამოვა
image


საქართველოს ომით, სისხლით, ტანჯვითა და მიუხედავად ამ ყველაფრისა, განვითარების დაუოკებელი წყურვილით სავსე ისტორია ამავდროულად, გმირობისა და ღალატის ამაღელვებელი სინამდვილით არის სავსე.


ბევრმა ჩვენგანმა სკოლაში დეტალურად ისწავლა უდიდესი ქართველი მეფეების: დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, დემეტრე თავდადებულისა თუ გიორგი ბრწყინვალის შესახებ, თუმცა შედარებით ნაკლები ინფორმაცია გვაქვს სხვა ქვეყნის მოყვარულ და გამორჩეულ მონარქებზე, რომელთაც თავი საქართველოს შესწირეს.


გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტი "ქართველი მეფეების" სერიაც, რომელსაც პროფესორი ჯაბა სამუშია ხელმძღვანელობს, სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ მკითხველს შეახსენოს ცნობილი ქართველი მეფეების ცხოვრება და მოღვაწეობა და გააცნოს სხვა დიდი მონარქები, რომელთა შესახებაც ისტორიის წიგნებსა და სხვადასხვა ნამუშევრებშია ინფორმაცია გაბნეული.



სერიის 31-ე ტომი „გიორგი XI და ქაიხოსრო“ მისი ავტორის - ისტორიის დოქტორის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის კახა კვაშილავას თქმით, „პირველი მოკრძალებული მცდელობაა, მონოგრაფიულად შესწავლილიყო ორი ქართველი მონარქის მეფობა“. საბოლოოდ, კი ქართველ მკითხველს, 22 ივნისიდან საშუალება მიეცემა, დეტალურად გაეცნოს მათ ისტორიას და აღმოაჩინოს ის უცნობი დეტალები, რომელიც აქამდე არ იცოდა. წიგნში მოთხრობილია მე-17-მე-18 საუკუნეში მცხოვრებთა მძიმე ხვედრის შესახებ, რადგან ისინი ქართლში ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ამ პროცესს ეწირებოდნენ კიდეც.


„ქართველი მეფეების" სერია არის მნიშვნელოვანი შენაძენი, როგორც პროფესიონალი ისტორიკოსებისათვის, ასევე საქართველოს ისტორიით დაინტერესებული რიგითი მკითხველისათვის. უკვე 31-ე ტომი გამოვიდა და დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ტომის გამოცემა.


წინამდებარე წიგნში მკითხველს პირველად მონოგრაფიის სახით მიეწოდება ქართლის ამ ორი ცნობილი მეფის გიორგი XI-ისა და მისი ძმისშვილის ქაიხოსრო ლევანის ძის მოღვაწეობის ამსახველი ნაშრომი. ზოგადად, ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ მეფეების შესახებ გარკვეული მონაკვეთი იყო ცნობილი მათი მოღვაწეობიდან, მაგრამ დღემდე მათი შესწავლა მონოგრაფიულად არ მომხდარა და ეს ტომი არის პირველი მოკრძალებული მცდელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ ხარვეზის გამოსწორებისა.


აქ მკითხველსა და პროფესიონალ ისტორიკოსს მიეწოდება კვლევა, რომელიც დაფუძნებულია, როგორც ადრე არსებულ კვლევების შედეგებზე, საქართველოს ისტორიაში ადრე ცნობილი წყაროების ანალიზზე, ასევე - ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად არის შემოტანილი მთელი რიგი ახალი კვლევების შედეგები, ახალი დოკუმენტური წყაროების შედეგები. დაკვირვებული მკითხველი, პროფესიონალი ისტორიკოსი აუცილებლად მიხვდება იმ სიახლეებს, რასაც მკითხველს ჩვენი ნაშრომი სთავაზობს“, - განმარტავს კახა კვაშილავა.


მისივე თქმით, მონოგრაფია დაწერილია პოპულარულ ენაზე, თუმცა ამავდროულად, არ სცილდება აკადემიურ ჩარჩოებს, შესაბამისად, 15 წლის ასაკიდან მკითხველს უკვე შეუძლია, წაიკითხოს და გაეცნოს ორივე მეფის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.


აღსანიშნავია, რომ ორივე მეფე გიორგიც და ქაიხოსროც ღალატის შედეგად დაიღუპნენ. მათ, მძიმე ხვედრის მიუხედავად, არასდროს უღალატიათ ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის ბრძოლაც არ შეუჩერებიათ, თუმცა ძლევამოსილმა მტერმა ორივე გაანადგურა. „პალიტრა L“-ის 31-ე ტომში დეტალურად შეიტყობთ იმ სამეფო ინტრიგებისა და ძლიერი მტრის შესახებ, რომელსაც წლების განმავლობაში უპირისპირდებოდა დანაწევრებული ქვეყნის პატარა კუთხის ორი მეფე.


წიგნის სპეციალური ფასია 5.50 ლარი, გაზეთთან ერთად - 7 ლარი.


იკითხეთ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში.



0
226
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0