x
image
გემი დალანდი
როგორ ქალებს აქცევენ ყურადღებას მამაკაცები და რატომ
image

ქალის სიარულის მანერას ბევრი რამის თქმა შეუძლია თავად ქალზე, მის ხასიათსა და ბუნებაზე.

ზოგიერთნი სპეციალურად სწავლობენ ლამაზად და თავდაჯერებულად სიარულის ხელოვნებას, მაგალითად-მოდელები და მსახიობები. სხვები კი ქვეცნობიერად გამოიმუშავებენ თავის სიარულის მანერას.

imageრატომ უნდა იცოდნენ ქალებმა ლამაზად სიარული? იმიტომ, რომ სწორედ სიარულის მანერა და ტანადობაა პირველი, რაც მამაკაცს თვალში ხვდება. შეიძლება ადამიანის სახის ნაკვთებს ვერც შევავლოთ თვალი, არც მისი ხასიათი ვიცოდეთ, თუმცა, ის, თუ როგორ დადის ეს ადამიანი, შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენს.


როგორც უკვე ვთქვით, სიარულის მანერით ადამიანის ხასიათის ამოცნობაც კი შეიძლება:


მსუბუქი, თითქოს ოდნავ მოხტუნავე ნაბიჯები

სიარულის ასეთი მანერა თავქარიან ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც გადაწყვეტილების მიღებამდე დიდხანს ფიქრი არ უყვართ. ასეთი ქალები პეპლებივით არიან, ფარფატებენ და ყველაფერ ლამაზს თავს ევლებიან. ასეთ ქალებს მამაკაცების ცხოვრებაში სიხალისე და კარგი განწყობა შეაქვთ.


image

ძლიერი, ნაწილობრივ მარშის ნაბიჯები

თავდაჯერებული და მკაფიო ფართო ნაბიჯები მიზანსწრაფულ, ძლიერ ქალებს ახასიათებთ, რომელთაც ზუსტად იციან, თუ რა უნდათ ამ ცხოვრებისგან. ეს ქალები წარმატებულად იწყობენ კარიერას, ოჯახური ცხოვრება მათთვის ნამდვილად არ დგას პირველ ადგილზე, მაგრამ ადვილად გამოსდით მამაკაცების გულის დაპყრობა.

image

მოკლე ნაბიჯები, ცუნცულისმაგვარი

ასეთი სიარულის მანერის მქონე ქალები ხშირად ვერ ახერხებენ საკუთარ ცხოვრებასა და სამუშაოში გარკვევას. თუმცა, ასეთი ქალები რბილი და უბოროტო ხასიათით გამოირჩევიან. კარგად გამოსდით სახლში სიმყუდროვის შექმნა და ამით იზიდავენ მამაკაცებს.


image

მოზომილი ნაბიჯები, ტანში გამართული

ასეთი სიარული თავშეკავებულ, მორიდებულ ქალებს ახასიათებთ. ერთი შეხედვით სუსტის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ სინამდვილეში ფოლადით არიან ნაწრთობი. მათ კარგად ეხერხებათ თავის ფლობა და მათ აზრებსა თუ ცხოვრებაში ქაოსი არ სუფევს.


ცნობილია, რომ მერილინ მონროც კი სპეციალურ ლიტერატურას ეცნობოდა, რომ ლამაზად სიარულის ხელოვნება ესწავლა. უნდა წარმოიდგინოთ, რომ თქვენს თავზე პატარა ღრუბელია და მის რიტმში უნდა გაცუროთ წინ. ეს დაგეხმარებათ ტანი გამართული გქონდეთ და ჰაეროვნად იმოძრაოთ.

image

შეეცადეთ საკუთარი სიარულის მანერა იპოვოთ, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უფრო თავდაჯერებული გახდეთ და თქვენი ღირსებებიც სათანადოდ წარმოაჩინოთ.

1
960
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
960
  
2020, 24 ივნისი, 2:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1