x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
რისთვის ვსწავლობთ სახელმწიფო ენას და სახელმწიფო ხელს უწყობს თუ არა არაქართულენოვან მოსახლეობას ენის დაუფლებაში?

სამეტყველო ენა მხოლოდ ადამიანთა საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი. ის არამარტო კომუნიკაციის საშუალებაა, ასევე მსოფლიოს შესახებ ინტელექტუალური სისტემაა. ასე, რომ ვთქვათ ხმელეთზე ბინადარ ყველა ცოცხალ არსებას, ფრინველებს, ცხოველებს სამეტყველო ენა არ აქვთ მაგრამ, მაინც კომუნიკაციას ამყარებენ ერთმანეთთან.
თეორეტიკოსები თვლიან, რომ ადამიანის ტვინში არსებობს თანდაყოლილი მეტყველების დაუფლების აპარატი.
ჩვენ ვიცით, რომ ინდივიდუალური ენა-მეტყველების განვითარება, არაა თავიდან ბოლომდე ბიოლოგიურად განპირობებული. ასე რომ ყოფილიყო, ყველა ადამიანი ისაუბრებდა ერთნაირ, გონების მიერ გენერირებულ ენაზე. ამის საპირისპიროდ წარმოიშვა 4-5 ათასი ურთიერთგაუგებარი ენა. აქედან 2000-ზე მეტი უკანასკნელ დრომდე გამოიყენება უმეტესწილად დამწერლობის არმქონე ხალხების მიერ.
თითოეული ენა ცალსახად მსოფლიოს შესახებ ცოდნისა და მსოფლმხედველობის გამდიდრებისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. ენის საშუალებით ჩვენ ჩვენს თავს წარმოვადგენთ, ჩვენს აზრებს ვუზიარებთ საზოგადოებას. ასევე ენა, რომ არ არსებობდეს რა თქმა უნდა კომუნიკაციასაც არ იარსებებდა. ვერც ერთი ადამიანი თავის აზრებს თამამად და აშკარად ვერ წარმოადგენდა. განათლებაც ვერ განვითარდებოდა.
საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია აუცილებლად ფლობდეს სახელმწიფო ენას. რაც მათი მომავლისთვის მნიშვნელოვანია. რა აუცილებელია ენის სწავლა, თუ ადამიანები ერთმანეთთან ენის გარეშეც შეძლებენ კომუნიკაციას? ენა, ხომ მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება არაა, იგი ასევე ამ ენის მატარებელი ხალხის ცოცხალი კულტურაა. ქართული ენის სწავლა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაეხმარება უკეთ გაიგოს თავისი ქვეყნის ისტორია, გაიჩინოს მეგობრები, გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში და იშოვოს კარგი სმსახური, თავისი საქმის სპეციალისტი გახდეს და ჩამოყალიბდეს სრულფასოვან, თავისუფალ პიროვნებად.
...და საქართველო სახელმწიფო ხელს უწყობს ამას? მხარს უჭერს თუ არა არაქართულენოვან მოსახლეობას ენის სწავლაში?
რა თქმა უნდა ხელს უწყობს. რა თქმა უნდა მხარს უჭერს. არაქართულენოვან სკოლებში აგზავნიან ქართულენოვან დამხმარე მასწავლებლებს. ეს მართლაც ხელშეწყობაა ენის დასაუფლებლად. დამხმარე მასწავლებლები ენას ასწავლიან ახალი მეთოდებითა და მისგომებით. გარდა ამისა სკოლის მასწავლებლებისა და სოფლის მოსახლეობისათვის არსებობენ ქართულენოვანი მასწავლებლები, რომელთა მთავარი ამოცანაც აღნიშნული ჯგუფებისათვის ენის სწავლების მხარდაჭერაა. აღნიშნულ ენის სწავლების კურსებს ბევრი ადამიანი ესწრება.
ასევე არსებობს „1+4 პროგრამა“, რომელიც არაქართულენოვან სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ერთი წელი დამატებით შეისწავლონ სახელმწიფო ენა, შედეგად არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულები ქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებთან შედარებით ერთი წლით გვიან ამთავრებენ ბაკალავრიატს. ასევე ენის უფრო კარგად დაუფლებისათვის ზოგიერთ უნივერსიტეტში შექმნილია „ტუტორიუმის“ პროგრამა. ტუტორიუმის პროგრამა თსუ ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე 2016 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდა და დღემდე (2020, ივნისი) აქტიურად მუშაობს. პროგრამა მოქმედებს “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში.
ჩამოთვლილთაგან ყველა ღონისძიება ენის უფრო კარგად დაუფლებაში, სრულფასოვან, თავისუფალ, პიროვნებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ, არაქართულენოვანი საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების მიღება „1+4 პროგრამაზე“ ჩარიცხვით დაიწყეს.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ჩიჩაკ ნასიბოვა
ჩიჩაკ ნასიბოვა
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0