x
სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლის მარტოსულობა...

imageმარტოსულად არავინ არ იბადება, ყველას ჰყავს გვერდით მდგომი ადამიანი ჯერ კიდევ იქამდე სანამ დაიბადება და დაბადების შემდგომ უფრო მეტი ხდება ახლობლების რაოდენობა.ცხოვრებაში ხდება სამწუხაროდ ისეთი მოვლენები რომელიც ადამიანის მარტოობაზე ახდენს ზეგავლენას.ერთ შეკითხვას დავსვამ ნუთუ ვინმეს უნდა, რომ მარტოსული იყოს, ყველასგან შორს, ყველაფრისგან გარიყული მხოლოდ წყლის ხმა, ქარის შრიალი და წვიმის წკაპა-წკუპი ესმოდეს.არ არსებობდეს ადამიანთა ხმა და სულიერი არსება.უსულობა, უმოქმედობა, უარაფრობა, უფერულობა.ასეთი უარაფრო ცხოვრება ღირს? ფასი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს იმას რასაც აკეთებ, ან თუნდაც იმას, რომ ცოცხლობ.თუ ფასს არ მისცემ იმ მარტოსულ ცხოვრებას რომელშიც ცხოვრობ, ე.ი აზრი არ ქონია გეწოდოს ადამიანი და დედამიწის შვილი.არ დარჩე მარტო, ძალიან მტკივნეულია.იცოდე, გეტკინება და მთელი ცხოვრება, უამრავი წელი ასე ვერ გაძლებ.მალე დაბერდები, დაგეკარგება სიცოცხლის სურვილი, გაბეზრდები უინტერესო ამბებითა და უისტორიო სიცოცხლით.ცოცხალი ადამიანი ისტორიას ქმნის მრავალი ფაქტისგან მაგრამ თუ მხოლოდ მარტო იქნები როგორ შექმნი დამაინტრიგებელ ამბავს? რაღაცას ხომ აქვს დასაწყისი და დასასრული? თანაც განსხვავებული.კარგით იწყება ის ამბავი, ცუდით მთავრდება, ან პირიქით.მაგრამ თუ ორივე ერთი და იგივეა მაშინ რა ხდება? როგორ შეიძლება შეითხზას ისტორია რომელსაც სახელი არა აქვს და უსახელოა?ამიტომაა, რომ მარტოობისგან არაფერი იქმნება.მარტოობას ნგრევა მოყვება და დიდი მიწისძვრა ძლიერი ბიძგებით.ამ შემთხვევაში ჩვენივე ხელებით ვითხრით სამარეს და რატომ? რა არის ამის მიზეზი? აი, მიზეზსაც კი ვერ ვპოულობთ რადგან გვგონია, რომ მარტო ჩვენ ვართ მართლები და დედამიწა ჩვენს გარშემო ბრუნავს არადა მხოლოდ ჩვენ არ ვარსებობთ, მხოლოდ საკუთარი თავი არ არსებობს ამ ქვეყანაზე, არსებობენ სხვები თან ძალიან ბევრნი მეტიც ჩვენზე უკეთესები ეს ვიცით მაგრამ არ ვამბობთ, დროა ვაღიაროთ ის, რომ ჩვენზე ძლიერიც არსებობს და ჩვენზე ამაყიც.დედამიწამ მხოლოდ თითო ოროლა ადამიანი კი არ შექმნა, არამედ შექმნა დიდი ჯაჭვი, ყოველი ჯაჭვი ადამიანის ხელია.ეს ხელები კი მჭიდროდაა ერთმანეთში ჩაჭიდებული.არსად არ მირბიან, ერთმანეთთან სურთ.ერთიანობა და გუნდურობა და არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი, ისინი სხვებზეც ფიქრობენ.ასეთი უნდა იყოს ყველა ადამიანი, სხვებზეც უნდა ვიფიქროთ, ვიზრუნოთ და სამუდამოდ ვიყოთ მათი კეთილმსურველები.

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0