x
მეტი
  • 13.07.2020
  • სტატია:101480
  • ვიდეო:346694
  • სურათი:465393
"რა მოხდა დღეს" - 20 ივნისი
image


1967 წელს დაიბადა ავსტრალილი მსახიობი ნიკოლ კიდმანი.




image


1952 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ჯონ გუდმენი.





image


1949 წელს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ტექსების ავტორი და პროდიუსერი, ლიონელ რიჩი.




image


2002 წელს აშშ-ში, ვირჯინიის შტატში ატკინსების საქმით დაირღვა მერვე შესწორების დაცვა, რაც გულისხმობდა ინტელექტუალურად შეზღუდული მსჯავრდებულების სიკვდილის დასჯის აკრძალვას.




image


1992 წელს პარაგვაიმ დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რაც 1950-იანი წლების შემდეგ ალფრედო სრტოესნერის სამხედრო მმართველობის დასასრულს ნიშნავდა.




image


1975 წელს კინოთეატრებში გამოვიდა სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი "ყბები", რომელმაც გამოსვლისთანავე დიდი წარმატება მოიპოვა. ამ ფილმით გაჩნდა ახალი ჟანრი - საზაფხულო ბლოკბასტერი.




image


1928 წელს დაიბადა ამერიკელი ჯაზმენი ერიკ დოლფი, რომელიც გამოირჩეოდა ძველი ხის ინსტრუმენტებზე დაკვრის ვირტუოზული იმპროვოზაციით. მან დიდი გავლენა მოახდინა თავისუფალ ჯაზზე.




image


1905 წელს ლუიზიანას შტატში, ნიუ ორლეანში დაიბადა ამერიკელი დრამატურგი და სცენარისტი ლილიან ჰელმანი, რომლის პიესებიც გმობდა უსამართლობას, ადამიანთა ექპლოატაციას და ეგოიზმს.




image


1903 წელს ამერიკელმა ავტომრბოლელმა გარი ოლდფილდმა ინდიანაპოლისში დაასრულა "ერთი მილი ერთ წუთში" პერფომანსი.




image


1893 წელს ლიზი ბორდენი სასამართლოს პროცესის შემდეგ მამისა და დედინაცვლის მკვლელობაში გაამართლეს. ეს ამბავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაციონალურ სენსაციად აღიარეს.




image


1887 წელს ჰანოვერში დაიბადა გერმანელი დადაისტი მხატვარი და პოეტი კურტ შვიტერსი, რომელიც ცნობილი იყო თავისი კოლაჟებით და რელიეფური კონსტრუქციებით.




image


1861 წელს ესტბურნში დაიბადა ბრიტანელი ბიოქიმიკოსი ფრედერიკ გოვლანდ ჰოპკინსი, რომელმაც 1929 წელს ნობელის პრემია მიიღო ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ვიტამინების აღმოჩენისთვის.




image


1837 წელს უილიამ IV -ის გარდაცვალების შემდეგ დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე დედოფალი ვიქტორია ავიდა, რომლის მეფობის დროს ქვეყანა გახდა ყველაზე ძლიერი იმპერია.













0
409
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
409