x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დედოფლისწყაროს მოქალაქე თურქეთში გარდაცვლილი ნახეს
image


საქართველოს მოქალაქე თურქეთის ქალაქ სტამბოლში გარდაცვლილი ნახეს. 1960 წელს დაბადებული ქალბატონი სამუშაოდ სტამბოლში იმყოფებოდა. რამდენიმე დღის წინ კი გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.


როგორც გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნავენ, გადმოსვენების პროცედურა პანდემიის გამო არ შეფერხებულა. ცხედარი სარფის საბაჟოს გავლით, სატრანსპორტო გზით, სამშობლოში უკვე გადმოასვენეს. ის თურქეთში ოთხი წლის წინ გაემგზავრა.


გარდაცვლილ ქალს დედოფლისწყაროში დღეს დაკრძალავენ.



დედოფლისწყაროს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორი ილია მარტყოფლიშვილი ამბობს, რომ ნიაზი გაგაძე 1980 წლიდან წითელწყაროს სახალხო თეატრის მსახიობად მუშაობდა. იყო 1987 წლის ბულგარეთის ფოლკლორის ფესტივალის ლაურეატი.


.

1985 წელი, სპექტაკლი „მეხდაცემული კაკალი“ - წითელწყაროს სახალხო თეატრი

imageimage

1
311
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
311
  
2020, 21 ივნისი, 12:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1