x
სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა
სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა
სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა ამცირებს ავადობის ინციდირებას და გვაძლევს სტომატოლოგიურ დაავადებათა მართვის შესაძლრბლობას.

პროფილაქტილა უზრუნველყოპს მოსახლეობის ჯამრთელობის დონის ამაღლებასა და დაავადებათა თავიდან აცილებას და წარმოადგენს სახელმწიფო, სოციალური, ჰიგიენური სამედიცინო და პირადი ღონისძიებების სისტემას.

არსებობს:

-პირველადი(სოციალური);


-მეორეული(სოციალურ-სამედიცინო;

-მესამეული(სამედიცინო).

პიველადი პროფილაქტიკის მიზანია ადამიანის ჯამრთელობის დაცვა და მიმართულია დაავადებების თავიდან აცილების, მათი წარმოქმნისა და განვითარების მიზეზების და პირობების აღმოსაფხრისაკენ, ასევე გარემოს არახელსაყრელი საწარმოო და საყოფაცხოვრებო ფაქტორების მიმართ ორგანიზმის მდგრადობის ამაღლებისაკენ, მოიცავს კბილის მაგარი ქსოვილების სტრუქტურულიანომალიების მიზანმიმართულ ანტენატარულ ღონისძიებებს.მაგალითად, კარიესის რისკის შემცირებისათვის შაქრის შემცირებული მოხმარება, ფტორის პრეპარატების სწორი მიღება, პირის ღრუს ეფექტური ჰიგიენა, პროფილაქტიკის ინდივიდუალური სქემების შედგენა, ფისურების ჰერმეტიზაცია, მოსახლეობის სანიტარულ=ჰიგიენური აღზრდა და სწავლება.

მეორეული პროფილაქტიკა გულისხმობს დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოვლინებას და პათოლოგიური პროცესის პროგრესირებისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას. მაგალითად: პაროდონტის დაავადებების და კარიესის ადრეული დიაგნოსტიკა და, კურნალობა დაავადების პროგრესირების თავიდან ასაცილებლად.

მესამეული პროფილაქტიკა-უკვე არსებული დაავადების უარყოფითი ეფექტების და გართულებების შემცირება, ფუნქციის აღდგენა, პროცესის სტაბილიზირებულ მდგომარეობაში შენარჩუნება და მოიცავს ღონისძიებეთა მთელ კომპლექსს (თერაპიულ, ორთოპედიულ, ქირურგიულ, ორთოდონტიულ).

სახელმწიფოებრივ, ჯგუფურ ან ინდივიდუალურ დონეზე შესაძლებელია პროფილაქტიურიღონისძიებების დაგეგმვა.

იმისდამიხედვით, რომ კბილების ჩასახვა და განვითარება იწყება მუსლადყოფნის პერიოფში - სტომატოლოგიური დაავადებების პროსილაქტიკური ღონისძიებები აუცილებლად უნდა დაიწყოს მუცლადყოფნის პერიოდიდანვე და გაგრძელდეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს- დედის ჯამრთელობაზე ზრუნვა(ბალანსირებული კვება, ზოგადი დაავადების პროფილაქტიკადა მათი ადრეულ ეტაპზე მკურნალობა) იმიტომ რომ კბილის მაგარი ქსოვილის სტრუქტურული სრულფასოვნება და მინერალიზაციის ხარისხი განსაზღვრავს კარიესრეზისტენტობას.

დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე დაფუძვნებულია კარიესის და პაროდონტის დაავადებების მიმართ ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

არსებობს 4 ძირითადი პროფილაქტიკური სტრატეგია კარიესის თავიდან ასაცილებლად:

*კვება- კარიესის განვითარების რისკს ამცირებს ბალანსირებული დიეტა(ნახშჰიეწყლების ნაკლები მიღება)როდესაც შაქრის მოხმარება შეადგენს <15/20კგ წელიწადში კარიესის დონე ნაკლების.რეკომენდებულია შაქრის შემცველი საკვები პროდუქტების მუღება მოხდეს მაქსიმუმ 4-ჯერ დღეში, ასევე ადვილად ფერმეტირებადი ნახშირწყლების პირის ღრუში დაყოვნებას უნდა მიექცეს ყურადღება. კარიესის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია კვების სწორი რეჟიმი, კვებათა შორის შუალედში საჭიროა ტკბილეულის მიღების გამორიცხვა, მიღების რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში აუცულებელია კბილების გაწმენდა ან გამივლება წწლით ან ნებისმის პირის ღრუს სავლები საშუალებით.ნახშირწყლები მაღალი კალორიულობის გამო აჯერებს ორგანიზმა და ხელს უშლის ვიტამინების, ამინოჟავების და მიკროელემენტების შეთვისებას, ვიდრე ცხიმების გარეშე, ცხიმების ჭარბი მიღება თრგუნავს კალციუმის შეთვისებას, ხოლო ცილების მიღება ააქტიურებს ამ პროცესს. კბილების განვითარების პერიოდში ცილების დეფიციტი განაპირობებს მათო მასისა და ზომის შემცირებას, მინანქრის სტრუქტურის დარღვევას, და ა, ოტომ მათი მიღება საყურადღებოა მუცლადყოფნის პერიოდში.

*პირის ღრუს ჰიგიენა- კბილების რეგულარული წმენდა, ხეხვა, ნადების მოცილება განსაკუთრებიტ აპროქსიმალურ ნაწილში, ჯამრთელი კბილების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

*ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა-რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან ხელს უწყოფს ლარიესის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას და დროულ მკურნალობას.

*ფტორიდების მოხმარება-ფტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი მონაწილებს რემინერალიზაციის პროცესში.თუ პირის ღრუს სითხეში ფტორის კინცენტრაცია საკმარისია, რემინერალიზაციის პროცესი სტიმულირდება, ხოლო დემინერალიზაციის პროცესი, პირიქით, ფერხდება.ფტორის მიწოდება ძირითადადხორციელდება ფტორირებული პასტებით, სავლებებით, ლაქებით და გელებით.

მსგავს პირობებში მცხოვრებ პირების ნაწილს აღენიშნება მრავლობითი კარიესი, ნაწილს კი არა-ეს ფაქტი ამტკიცებს, კარიესის მიმართ რეზისტენტული და მგრძნობიარე ადამიანების არსებობას.აუცილებელია კარიესის რეგულარული კონტროლი მისდამი გნწყობის მქონე პირებში, რომ ტავიდან ავიცი;ოთ ეს დაავადება.

ძალიან მნიშვნელოვანია ფტორის მიწოდება ისეთ რეგიონებში, სადაც სასმელ წყალში ძალზე დაბალია მისი კონცენტრაცია, მოსახლეობის კარიესის მაღალიავადობა, ფტორიდების სისტემური შეყვანის დამატებითი წყაროების არარსებობა.

ეს მიწოდება ხირციელდება სასმელი, რძის, სუფრის მარილის ფტორირების, ფტორის ტაბლეტების და წვეთების მიწოდება, რადგან ფტორს კარიესსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებსდა მისი ოპტიმალური კონცენრეაცია სასმელ წყალში შეადგენს 0, 7-1, 2მგ.

ფტორიდების ენდოგენური შეყვანის დროს აუცილებელია რეგულარული კონტროლი და უსაფრთხოების დაცვა ფტორიდების რაოდენობაზე, რომ დოზა ეფექტური იყოს კარიესის პროფილაქტიკისათვის და უსაფრთხო ორგანიზმისათვის.



0
76
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0