x
რა არის დიაბეტი?

ალბათ ხშირად გსმენიათ ნაცნობი ფრაზა ``შაქარი მაქვს, შაქარი დამემართა.სისხლში შაქრის დონე მაღალია``, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი.დიაბეტი შესაძლოა ყველა წლოვანების ადამიანს დაემართოს, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს უფრო ხშირად კი ბავშვებში, მოზარდებში და შუახნის ასაკის, მოხუცებულებში ჭარბობს.არსებობს შაქრიანი დიაბეტის 2-ტიპი, ხშირ შემთხვევაში პირველი ტიპი ემართებათ ბავშვებს ხოლო მეორე ტიპი უფრო მოხუცებულებშია.აქედან გამომდინარე სხვადასხვაგვარ ტიპს, სხვადასხვა დანიშნულება და მკურნალობა ესაჭიროება.ბავშვებში გამოიყენება ამ შემთხვევაში ნემსი ხოლო მოხუცებში წამლით მკურნალობა.უამრავი მოსაზრება თუ მითი არსებობს დიაბეტთან დაკავშირებით ბევრი თვლის, რომ ეს ავადმყოფობაა არადა რეალურად არ არის ასე.ეს არის ერთ- ერთი სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესი, ის რუტინა რომელსაც ადამიანი ეჩვევა, ეგუება და მასთან ერთად სწავლობს ცხოვრებას.დიაბეტი, ეს ახალი შესაძლებლობაა იმისა, რომ უფრო ჯანსაღად და ჯანმრთელად გრძნობდე თავს.იკვებო სწორად, მიიღო მეტი ვიტამინი, მინერალები, ამოიღო რაციონიდან ე.წ fast food-სწრაფი კვება და მხოლოდ სიჯანსაღე აირჩიო.ამ რუტინულობას კი შენ შექმნი, შენი ხელებით.უამრავი მითი არსებობს იმის შესახებ, რომ დიაბეტი იკურნება ხშირად იწერება ხოლმე სტატიები ამის შესახებ, რომ მაგალითად რაღაც კონკრეტული ბალახი ან ნაყენი კურნავს დიაბეტს.არ დაიჯეროთ, ეს დიდი ტყუილია რადგან დიაბეტი არ იკურნება, ჯერ არ შემოსულა ისეთი წამალი თუ ვაქცინა რომელიც დიაბეტისგან ადამიანებს განკურნავს და ვიმედოვნებ, რომ მალე ასეც ოყოს.ამ ნაყენებმა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე და არა განკურნოს.თუ თავს მოუფრთხილდებით, სწორად იკვებებით და გაითვალისწინებთ ყველანაირ რჩევას, მიიღებთ საჭირო რაოდენობის ნახშირწყლებს, ცხიმებს, ცილებს იმ თქვენს დოზას მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.ყოველივეს მოფრთხილება უნდა, თქვენზე უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე და თქვენ უნდა გახდეთ საკუთარი თავის ექიმები, შეისწავლოთ ის პრობლემები. შემდეგ კი ეს პრობლემები გარდაქმნათ პოზიტიურად მაგ:ყოველი ნემსის ჩხვლეტისას იმაზე იფიქრეთ, რომ ყოველი დღე უკეთესი იქნება და ეს თქვენთვის სასიკეთოა.თქვენი სიცოცხლისთვის, არსებობისთვის, ბედნიერების.დაიმახსოვრეთ ისიც, რომ ერთ დღეს ეს თქვენთვის განუყოფელი ნაწილი გახდება, ეს რა თქმა უნდა კარგის მხრივ.აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე, თუნდაც 3-6 თვეში ერთხელ გლუკოზირებული შაქარი ეს იქნება იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ თქვენ, თქვენივე თავის ექიმი ხართ და მასზევე აისახება შედეგი ამდენი მოთმინებისა და სიჯანსაღისა.ამისგარდა ახლა ისეთი ცხოვრებაა, რომ ადამიანების 95% სწორ კვებას მისდევს, ამიტომ ვთვლი, რომ აქ გასაოცარი და გასაკვირი არაფერია.უბრალოდ უშაქრო (ვისაც დიაბეტი არა აქვს)ადამიანზე ტკბილები არიან ის, ადამიანები რომლებსაც სისხლში მეტი აქვთ სიტკბოება.ყველაზე ტკბილი ადამიანები არიან ამქვეყნად ისინი ვისაც დიაბეტი აქვს.სწორედ ეს არის დიაბეტი, ახალი ცხოვრება, ახალი შეხედულებები და ახალი მიზნები და თქვენ წარმოიდგინეთ მსოფლიოს ნახევარი ცხოვრობს დიაბეტთან ერთად, ეს კი მათთვის დღიური რუტინაა.ჩვენც მათ რიცხვს უნდა შევუერთდეთ და ვირწმუნოთ ის, რომ ყოველი ახალი დღე წინა დღეზე უკეთესი იქნება.imageimageimage


გისურვებთ ჯანმრთელობას!

1
260
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
260
  
გთხოვთ გამაგებინეთ რამდენია ნორმა

შაქრის უზმოზე და ნაჭამმზე
0 1 1