x
image
თორ ნიკე
Mediator image
ჰომო საპიენსის განსახლების თავდაპირველი არეალები
ჰომო საპიენსის განსახლების თავდაპირველი არეალები


დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემებით, ჰომო საპიენსების უძველესი განსახლების არეალად ცნობილია ჩრდილოეთ აფრიკა, მაროკოს ტერიტორია. აქ ჯებელ ირჰუდში აღმოჩენილი იქნა ანატომიურად თანამედროვე ადამიანის 318-დან 254 ათასი წლის წინანდელი 8 ინდივიდი.

მეორე ყველაზე ძველი აღმოჩენა ჰომო საპიენსებისა, მოხდა 2017 წელს ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე, კერძოდ დღევანდელ თურქეთში. ამ ტერიტორიაზე ერთმანეთს ერეოდა ჰომო საპიენსი და ჰომო ნეანდერტალელი ჯერ კიდევ 316, 000 წლის წინანდელი პერიოდიდან 219, 000 წლის წინანდელ პერიოდამდე.

ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე პირველი ჰომო საპიენსების დამადასტურებელი არქეოლოგიური აღმოჩენები თარირება 200 ათასი წლის წინანდელი პერიოდით. ეს აღმოჩენა მოხდა 1967 წელს ეთიოპიაში, ომო ქიბიშის მთებში.


შემდგომი უძველესი ნარჩენები ჰომო საპიენსებისა არის ნაპოვნი ისრაელის ტერიტორიაზე, კარმელის მთის მისილიას გამოქვაბულში. ნაპოვნი ძვლები დათარიღდა 195, 000 - 177, 000 წლის წინანდელი პერიოდით.

სამხრეთ აფრიკაში უძველესი ადამიანების ნარჩენები არის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მდინარე კლასიეს ხეობაში აღმოჩენილი და თარიღდება 200-110 ათასი წლით.

სუდანში უძველესი საპიენსები ცხოვრობდნენ უკვე 160-140 ათასი წლის წინანდელი პერიოდიდან. ეს დაამტკიცა სინგას ტერიტორიაზე გაკეთებულმა აღმოჩენამ 1924 წელს.


ჰომო საპიენსის განსახლების თავდაპირველი არეალები


ომანში საპიენსები ცხოვრობდნენ ძვ.წ. 125-75 ათასი წლის წინ. აღმოჩენა გაკეთდა აიბუთში, ხოლო არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ ჯებელ ფაიაში აღმოჩენილი საპიენსების ნარცენები 125 ათასი წლით დათარიღდა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თანამედროვე ადამიანები ჯერ კიდევ 90, 000 წლის წინანდელი პერიოდიდან ცხოვრობდნენ.

აღმოსავლეთ აზიაში უძველესი ჰომო საპიენსები აღმოჩენილნი არიან ჩინეთში, კერძოდ ფუიანის მღვიმეში, სადაც 80, 000 წლის წინანდელი ნარჩენები აღმოაჩინეს, კბილები და ა.შ.

ჩრდილოეთ აფრიკაში, კერძოდ ლიბიაში, ჰაუა პტეჰის მღვიმეში 1953 წელს აღმოაჩინეს 80-65 ათასი წლის წინანდელი საპიენსების ნაშთები.

ინდოეთში უძველესი საპიენსები დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემებით ცხოვრობდნენ უკვე 70 ათასი წლის წინ.

ინდონეზიაში თანამედროვე ადამიანები ჯერ კიდევ ძვ.წ. 71, 000 წლიდან ცხოვრობდნენ, რაც კუნძულ სუმატრაზე გაკეთებულმა აღმოჩენამ ლიდა აიერის მღვიმეში. ფილიპინებზე კი ჰომო საპიენსები ძვ.წ. 65, 000 წლიდან გადავიდნენ.


ჰომო საპიენსის განსახლების თავდაპირველი არეალები


1994 წელს გაკეთდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეგვიპტეში ტარამასას ბორცვზე, სადაც აღმოაჩნეს ბავშვის ნარჩენები, რომელიც ეკუთვნოდა ანატომიურად თანამედროვე ადამიანს და დათარიღებულია დაახლოებით ძვ.წ. 80, 000 წლით.

სამხრეტ კავკასიაში, კერძოდ საქართველოში, იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია ჰომო საპიენსების 50, 000 წლის წინანდელი კვალი არქეოლოგ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის მიერ. ასევე თერჯოლაში აღმოჩენილია თანამედროვე ადამიანების 500 საუკუნის წინანდელი ცხოვრების დამადასტურებელი არტეფაქტები. სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე შესაძლოა ბევრად უფრო დიდი ხნის წინ მოსახლეობდა საპიენსი და ხდებოდა შერევა ნეანდერტალელთან.

ევროპაში უძველესი ანატომიურად თანამედროვე ადამიანები, ე.წ. კრო-მაგნონები სახლდებიან ძვ.წ. 43, 000 წლიდან ამ პერიოდის ნაშთები აღმოჩენილია იტალიაში, გერმანიაში, ლიტვაში და ა.შ. რუსეთში უძველესი ჰომო საპიენსის კვალი ჩნდება უკვე ძვ.წ. 38, 000 წლის წინ. ეს აღმოჩენა გალეთებულია "მამონტოვაია კურიაში".


წყარო: The first human settlements)


კრებულები:

1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

11. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0