x
"რა მოხდა დღეს" - 15 ივნისი
image


1843 წელს დაიბადა ნორვეგიელი კომპოზიტორი ედვარდ გრიგი.




image


1969 წელს დაიბადა ამერიკელი რეპერი და მსახიობი ო'ში ჯექსონი, სასცენო სახელით Ice Cube.





image


1963 წელს დაიბადა ამერიკელი მსახიობი ჰელენ ჰანტი.




image


2007 წელს ამერიკელმა ტელეწამყვანმა ბობ ბარკერმა ოცდაათზე მეტი წლის შემდეგ წამყვანის პოზიცია დატოვა გადაცემაში The Price Is Right.




image


1996 წელს ბევერლი ჰილზში, კალიფორნია, გარდაიცვალა ელა ფიცჯერალდი, ცნობილი თავისი ძლიერი ვოკალური დიაპაზონით და ბალადებისა და ჯაზის ინტერპრეტაციების უბადლო შემქმნელი, მეტსახელად სკეტი.




image


1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის საზღვაო ქვეითებმა საიპანს შეუტიეს მარიანას კუნძულებზე.




image


1861 წელს დაიბადა ავსტრიელი კონტრალტო ერნესტინ შუმან-ჰაინკი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტატორი იყო რიჩარდ ვაგნერისა და რიჩარდ სტრაუსის ოპერების პირველ მსოფლიო ომამდე.




image


1846 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს ორეგონის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საზღვარი კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 49° N პარალელზე გაივლიდა.




image


1844 წელს ჩარლზ გუდიერმა კაუჩუკის წარმოებისთვის პატენტის ლიცეზია მიიღო.



image


1775 წელს კონტინენტურმა კონგრესმა ჯორჯ ვაშინგტონი კოლონიების მთავარსარდლად დანიშნა.




image


1389 წელს კოსოვოს ბრძოლა, რომელიც სერბეთის პრინც ლაზარის და ოსმალეთის სულთან მურად I შორის იყო, ოსმალეთის იმპერიის გამარჯვებით დამთავრდა.

0
236
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
236