x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან"
image


თავ­ბე­რი­ძე­ე­ბი სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ და ისე­თი კოხ­ტა, ლა­მა­ზი ეზო აქვთ, მისი ხილ­ვით შო­რი­და­ნაც კი მო­ვი­ხიბ­ლეთ. "აქ ყვე­ლა­ფე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი დე­კო­რა­ცია და კომ­პო­ზი­ცია ოჯა­ხის უფ­რო­სის, ავ­თან­დილ თავ­ბე­რი­ძის შექ­მნი­ლია, " - გვე­უბ­ნე­ბა ოჯა­ხის რძა­ლი სა­ლო­მე თევ­ზა­ძე და ჩვენ­თან სა­უ­ბარს გა­ნაგ­რძობს:


- ეს პა­ტა­რა ფი­გუ­რე­ბი, ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ქან­და­კე­ბე­ბიც კი, ჩემი მა­მამ­თი­ლის ხე­ლით არის შექ­მნი­ლი... ეზო ყო­ველ­თვის ლა­მა­ზი გვქონ­და, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ გა­დავ­წყვი­ტეთ, უკეთ მოგ­ვე­წყო, რომ აქა­უ­რო­ბას და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის სახე მი­ე­ღო. ახლა ყვე­ლას მოს­წონს.


- ადრე რა იყო აქ?



- ეს ფარ­თო­ბი უმე­ტე­სად ბოს­ტან­სა და ვე­ნახს ეჭი­რა. ბებო გვყავს ოჯახ­ში, ჩემი მა­მამ­თი­ლის დედა და ის უვ­ლი­და. ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლის უკან იყო, სა­დაც აუ­ზიც გვაქვს, ახლა ბოს­ტან­მა გა­და­ი­ნაც­ვლა, წინა ეზო კი ბაღს და­ვუთ­მეთ. მა­მამ­თი­ლი თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია. ჩვენს ეზო­ში გა­ა­ცო­ცხლა ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი. ისი­ნი ჩვენ­თვის სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი­ვით არი­ან. მათ შე­საქ­მნე­ლად ფული არ დას­ჭირ­ვე­ბია, სახ­ლის უკან, ეზო­ში, პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო აქვს, სა­დაც ია­რა­ღე­ბიც აქვს და ამ ქან­და­კე­ბე­ბის­თვის მა­სა­ლაც აღ­მო­აჩ­ნდა.


image


- პირ­ვე­ლად რა გა­ა­კე­თა?


- ბუ­ნე­ბა უყ­ვარს. ტე­ლე­ვი­ზორ­ში სულ ასეთ გა­და­ცე­მებს უყუ­რებს, ინ­ტერ­ნეტ­ში - ვი­დე­ო­ებს და ერთხე­ლაც მო­უნ­და, ირე­მი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძეთ, ირ­მის "ჩონ­ჩხი" დაგ­ვხვდა. მერე "ხორ­ციც" შე­ას­ხა. ოჯახს მემ­კვიდ­რე­ო­ბით სამ­კურ­ნა­ლო წურ­ბე­ლე­ბის ბიზ­ნე­სი აქვს და ამ საქ­მე­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვს, ეზო­ში მა­შინ ფუს­ფუ­სებს. რო­დის რას აკე­თებს, ვერც ვამ­ჩნევთ, გა­ვი­ხე­დავთ და რა­ღაც უკვე მზად აქვს.


- მცე­ნა­რე­ებს თვი­თონ ამ­რავ­ლებს?


- ყვა­ვი­ლე­ბის ნერ­გებს ვყი­დუ­ლობთ და ვამ­რავ­ლებთ, თუმ­ცა მა­მამ­თილს ამა­შიც სა­ო­ცა­რი ხელი აქვს. მი­წა­ში გამ­ხმა­რი ყვა­ვი­ლიც რომ ჩარ­გოს, ისიც აყ­ვავ­დე­ბა...


image


- ჩემი ყუ­რა­დღე­ბა თქვენს ეზო­ში წა­მო­გო­რე­ბულ­მა ბა­ყაყ­მა მი­იქ­ცია...


- ეგ ჩვენც ძა­ლი­ან მოგ­ვწონს. ერთ დღეს შინ რომ მო­ვი­და, გვი­თხრა, გზა­ზე გე­დე­ბი ვნა­ხე, უნდა გა­ვა­კე­თოო და და­ი­წყო... უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გა­მო­ვი­და. "გვყავს" კურ­დღლე­ბი, სპი­ლო, გვაქვს სო­კო­ე­ბი. სპი­ლოს იდეა მე მი­ვა­წო­დე. ეს ცხო­ვე­ლი ოჯა­ხის ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა და ხომ არ გაგ­ვი­კე­თებ-მეთ­ქი? - ვკი­თხე და დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძე, სპი­ლოს კე­თე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და...


image


- რა მა­სა­ლის­გან აკე­თებს ამ ყვე­ლა­ფერს?


- რკი­ნის­გან კრავს "ჩონ­ჩხს", ფორ­მას აძ­ლევს და მერე წე­ბო­ცე­მენტს იყე­ნებს. ბო­ლოს კი ყინ­ვა­გამ­ძლე სა­ღე­ბა­ვით ღე­ბავს. ცოტა ხან­ში, ამ ყვე­ლა­ფერს რომ მო­უხ­დე­ბა, ისე­თი ღო­ბეც გვექ­ნე­ბა. ახლა ჩანჩქერს აკე­თებს, სა­დაც თევ­ზე­ბი უნდა ჩავ­სხათ... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები <<<



0
339
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0