x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უილიამ შექსპირი: ვინ იყო ავტორი შექსპირის თხზულებებისა?
შექსპირი ყოველთვის იყო და დარჩება უკვდავ პოეტად და ერთ-ერთი საინტერესო განსახილველ თემად! ამბობენ "უკვდავი, რომ გახდეს ადამიანი, ხომ უნდა განვლოს მხოლოდ ერთი ცხოვრება... და ისიც მოკვდავის." ერთი შეხედვით, როგორი მარტივი გამონათქვამი, სინამდვილეში კი, რაოდენ ღრმა აზრს იტევს იგი.

შექსპირის თხზულებები უკვე ოთხ საუკუნეზე მეტს ითვლის. როგორც ცნობილია, შექსპირი დაიბადა 1564 წელს და გარდაიცვალა 1616 წელს. თუმცა ამ თარიღებზე დღემდე დაობენ. როგორც ცნობები გვაწვდიან ამას და როგორც იცის კაცობრიობამ, შექსპირი დაიბადა ინგლისის შუაგულში, ულამაზეს ქალაქ სტრედფორდში, რომელიც მდინარე ავონზე მდებარეობს. სტრედფორდში დღემდე დაცულია სახლი, სადაც ცხოვრობდა შექსპირი თავის მეუღლესთან, ენ ჰეზვეითან ერთად. თუმცა ეს ინფორმაცია არასწორია და არავინ იცის თუ როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში შექსპირის სახლი. ამ სახლით ინგლისელებმა, უბრალოდ პატივი მიაგეს შექსპირს და ხელი შეუწყეს ინგლისურ ტურიზმს. ასევე ცნობილია, რომ შექსპირი იყო ერთ-ერთი მეწილე და მსახიობი თეატრ "გლობუსში".

დავა იმის შესახებ, თუ ვინ იყო სინამდვილეში შექსპირის ნაწარმოების ავტორი, ყოველთვის იყო და დღემდე აქტუალურია. იყო ვარაუდები, რომ თხზულებების ავტორი შეიძლება ყოფილიყო კრისტოფერ მარლო, ოქსფორდ დე ვერე, გრაფი საუზჰემბტონი და ასე შემდეგ. ბევრი სავარუდო ვარიანტს შორის ყოველთვის იხსენიებოდა ფრენსის ბეკონის სახელი, და როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ეს არ იყო უმიზეზო.

პირველი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შექსპირის ნაწარმოების ავტორი სინამდვილეში არის ფრენსის ბეკონი, გაკეთდა 1785 წელს ვინმე კოუველის მიერ, და ეს ჩანაწერი დღემდე ინახება ოქსფორდის ბიბლიოთეკაში. ფრენსის ბეკონი იყო შექსპირის თანამედროვე, მეცნიერი და ფილოსოფოსი. როგორც ცნობილია, მაშინდელი ფილოსოფოსები ფარავდნენ ცოდნას სხვა დარგებში. ხმები იმის შესახებ, რომ ბეკონი სხვა სახელითაცაა ცნობილი, მისივე ცხოვრების დროსაც კი უკვე დადიოდა. 1856 წელს სმიტი აქვეყნებს ნაშრომს "იყო თუ არა ბეკონი ავტორი შექსპირის თხზულებებისა?" ხოლო 1887 წელს გამოქვეყნდა ახალი ნაშრომი "დიდი კრიპტოგრამა", რომელიც ნიშნავს საიდუმლო ჩანაწერებს, სადაც ამბის შინაარსი პირობით არის ნათქვამი. უკვე იყო ცნობები იმის შესახებ, რომ შექსპირის თხზულებებში ჩადებულია კოდი, რომელიც თუ გაიშირებოდა, მიგვანიშნებდა იმაზე, რომ ამ ტრაგედიების და ნაწარმოებების ავტორი არის ფრენსის ბეკონი. გადავდივართ მეოცე საუკუნეში და 1910 წელს გარნი გლორენსი აქვეყნებს წიგნს "ბეკონი შექსპირია". აღსანიშნავია, რომ სათაური არის "ბეკონი შექსპირია" და არა "შექსპირი ბეკონია", რაც ნიშნავს იმას, რომ ბეკონი თვითონ იყო დიდი ადამიანი. გარდა ამისა, არსებობს ბევრი დამამტკიცებელი ფაქტი, რომელიც გვარწმუნებს იმაში, რომ ბეკონი არის შექსპირი. მაგალითად, ის უამრავი გაშიფრული ტექსტი შექსპირის ნაწარმოებებში შეგვიძლია დავაკავშიროთ იმასთან, რომ ფრენსის ბეკონი იყო მორზეს ანბანის ავტორი.


ფრენსის ბეკონის ბიოგრაფიიდან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ის არ იყო იმ ოჯახის შვილი, სადაც იზრდებოდა. როგორც ირკვევა, ბეკონის რეალური მშობლები იყვნენ რობერტ დადლი და არც მეტი, არც ნაკლები დედოფალი ელიზაბეთ I. ფრენსისთან ერთად ბეკონების ოჯახში იზრდებოდა კიდევ ერთი ვაჟი, ენტონი ბეკონი, რომელიც ამ ოჯახის ნამდვილი შვილი იყო. დედოფალმა ელიზაბეთმა ენტონის და ფრენსისს კარგი განათლება მისცა. აქედან გამომდინარე არსებობს ვარაუდი, რომ შექსპირის სონეტების ავტორი არის არა ფრენსის ბეკონი, არამედ ენტონი ბეკონი.

აღსანიშნავია ინფრომაცია შექსპირის გვარის შესახებ, რომელიც იყო ფსევდონიმი. დედოფალი ელიზაბეთ I ზრუნავდა ქვეყნის ინტელექტუალურ ზრდაზე და შექმნა კლუბი, რომლის სათავეში იდგა ფრენსის ბეკონი. კლუბს ერქვა "სფია შეიქერს", რაც შუბის მომქნევთა კლუბს ნიშნავს. ეს გულისხმობს იმას, რომ ისინი ცოდნით ამარცხებდნენ ქვეყნის უმეცრობას. კავშირი გვარსა და კლუბის სათაურს შორის ცხადია.

მრავალი ნიშანი და ქარაგმაა შექსპირის ირგვლივ, რომელიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ შექსპირის ნაწარმოების ნამდვილი ავტორი იყო არავინ სხვა, თუ არა ფრენსის ბეკონი.imageimage

0
337
1-ს არ მოსწონს
ავტორი:სირანუშ გასპარიანი
სირანუშ გასპარიანი
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0