x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ახალი სიტყვა: ფრთხილად! მდგომარეობა უფრო დაიძაბება

image

(გაგრძელება. ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი, ნაწილი 47)
2009 წელი, 26 ოქტომბერი
ვხედავ, საქართველოში ძალიან დაიძაბება შიდაპოლიტიკა. ოპოზიცია საერთოდ იშლება, ისინი, ყოველთვის ვწინასწარმეტყველებდი, რომ არასდროს გაერთიანდებოდნენ. პირიქით, დაიქსაქსებიან, ყველა ცალკე თამაშს იწყებს. მოკლედ, ხალხი მათ არ მიჰყვება. ქართველებმა ოპოზიციის მიმართ რწმენა ძალიან დაკარგეს. ვიმეორებ, ისინი საბოლოოდ იშლებიან.
მომავალში კი ვხედავ უზარმაზარ ტალღას, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ გააჩერებს. ფრთხილად, პოლიტიკოსებო, ფრთხილად! მოდის ახალი ძალა, ძალა, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს და რომელიც ბევრ შადიმანს გადარეცხავს ქართული პოლიტიკიდან. საქართველოს და ჩემს ხალხს სჭირდება საქმის გამკეთებელი პოლიტიკოსები.
მალე საქართველოში ყველაფერი შეიცვლება, საქართველო ერთ მუშტად შეიკვრება.
ასევე შავი დღეები დაუდგებათ რუსებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ვხედავ ტერორებს, ძლიერ აფეთქებებს – არნახულს. აფხაზეთი იკეტება ტურისტებისათვის და არა მარტო ტურისტებისთვის – ადგილობრივი მცხოვრებლებიც დატოვებენ საკუთარ სახლებს. ვხედავ, ყველა გარბის. გაჩაღდება დიდი პარტიზანული ომები.
პარალელურად სამაჩაბლოშიც ხორციელდება აფეთქებები. ვხედავ, მომავალში იკეტება როკის გვირაბი. აფხაზეთი და სამაჩაბლო სამხედრო ქალაქებს ემსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ყველანაირად ცდილობს, რუსეთს არ აწყენინოს და ძალიან ფრთხილობს, რომ ამით სახელი არ გაიტეხოს (კერძოდ, გერმანია და იტალია), მაინც ვერ მოიგებს რუსეთის გულს. ისინი ერთნაირი მოთამაშეები არიან, ღალატი და ორპირობა მათთვის უცხო არ არის.
ლელა კაკულია: „რუსეთში ახალი ძალები მოვლენ და საქართველოსთან ურთიერთობები დათბება“ - ვიდეოინტერვიუ ინტერნეტგამოცემა Digest-თან, 2018 წელი
ვხედავ წამყვანი სახელმწიფოების უკან დახევას, რასაც რუსეთი გამარჯვებას დაარქმევს; დიახ, რუსული პოლიტიკის გამარჯვებას ევროპაში და იწყებს მოქმედებას. ევროპა ორად იხლიჩება. რუსებს ევროპის ის ნაწილი დაუპირისპირდება, რომლებმაც იწვნიეს საბჭოთა კავშირის, ანუ რუსეთის აგრესია საკუთარ ქვეყანაში და იქნება დიდი გამოსვლები. ვხედავ, რუსეთი ძალიან დიდ თამაშს იწყებს, აკრძალულ თამაშს. აი მაშინ გამოცდის ევროპა საკუთარ თავზე რუსულ აგრესიას. ახლა ჩვენ ვადევნოთ თვალყური მოვლენებს.
ქართული პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება. საქართველო თვითონ წყვეტს მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს. ევროპის კარნახი, დიახ, კარნახი, არ გვჭირდება. საქართველოს ტერიტორია საერთაშორისო კანონებით დაცულია, ევროპა კი, რუსეთთან ერთად, ამ კანონებს ვერ დაარღვევს. ამერიკა ძალიან გაცოფდება ევროპაზე და თუკი აქამდე რამეზე თავს იკავებდა, სრულად გადმოიხრება საქართველოს მხარეს. ამ დროიდან იწყება ნამდვილი დიდი პოლიტიკა ქართულ სახელმწიფოში.
რუსეთი კი თამაშს განაგრძობს, მაგრამ მათ მალე აეხდებათ ნიღაბი. თუმცა, უკვე მერამდენედ. გაზის საკითხი ევროპასთან ისევ დაიძაბება. ისევ იგივე მეორდება. ოღონდ იმ დიდი მცდელობიდან, რომ როგორმე ისევ უკრაინა დაადანაშაულოს და ევროპასთან დააპირისპიროს, რუსეთს, ვხედავ, ნამდვილად არაფერი გამოუვა. აი აქედან იწყება ყველაფერი.
გერმანიის მთავრობას – მერკელს, ვერ უშველის რუსეთის პრეზიდენტთან მეგობრობა. საერთოდ რუსეთის მთავრობისთვის მეგობრობა უცხო სიტყვაა. თუმცა, იგივე ითქმის ევროპაზეც. ასე რომ, იქნება ევროპა-რუსეთის დიდი დაპირისპირება! ამას ვერ აიცდენს ევროპა. საჭიროა მან საკუთარი თავი დაიცვას და გამოიყენოს ის ბერკეტები რუსეთის წინააღმდეგ, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ უნდა აემოქმედებინა. ასეა, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს.
კოსმოსი აფრთხილებს ასევე რუსულ ეკლესიას, პატრიარქს რუსეთისას, თავი გაანებონ ქართულ ეკლესიებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ვინაიდან ურჯულონი ვერ შევლენ და ვერ ილოცებენ ჩვენს ეკლესიებში.
მოხდება სასწაულები და ამაზე ისინი თვალს ვერ დახუჭავენ.
დიახ, ამაყად მდგარი ქართული ეკლესიები აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი, ელოდებიან ნამდვილ მრევლს, რომელთაც ქართველები ჰქვიათ და არა რუსები. ფრთხილად! სხვის მიწებს ეპოტინებით და საკუთარი სახლი კი თავზე გექცევათ.
ისევ ვიმეორებ: ვხედავ ომებს. ჩრდილოეთ კავკასიის მთელი ზოლი ცეცხლის ალშია გახვეული. ეს არის კოსმოსის სასჯელი ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი რუსეთის მიმართ, რათა საქართველოდან განიდევნონ ურწმუნონი. მათ აღარასდროს მიეცემათ ძალა, რათა დაიპყრონ საქართველო. ეს ასეა ასი პროცენტით და ყოველივე ზუსტად ასრულდება. ამინ!
2009 წელი, 28 ოქტომბერი
ვხედავ, ოპოზიცია არასწორ ნაბიჯებს დგამს. ზოგი პარლამენტში შედის, ზოგი გარეთ რჩება და ზოგიც რუსეთში დარბის. ხალხმა აღარ იცის, ვისი იმედი უნდა ჰქონდეს, აღარ იცის, ვინ ვინ არის და საერთოდ, არსებობს თუ არა ოპოზიცია? ვხედავ, ხალხი მათ საერთოდ აღარ ენდობა. აღარას ვამბობ ექსპერტებსა და პოლიტოლოგებზე (ვაი თქვენ პატრონს!). ერთი სიტყვით, დიდი ქაოსია.
თბილისელი გიო და ქალბატონი ლელა - შეხვედრა ქალაქში
მოკლედ ვიტყვი: ვხედავდი და ვხედავ ახლაც, რომ ოპოზიცია არასდროს გაერთიანდება. დგებიან ერთად პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მერე ვეღარ ძლებენ და იშლებიან. დიახ, ისინი ერთ ენაზე ვერასდროს ილაპარაკებენ...
საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ოპოზიციას საკუთარი ოპოზიცია ჰყავს შიგნით, მთავრობა კი განზე დგას და ყურადღებით ადევნებს თვალყურს, რომ ვინმემ თამაშის წესები არ დაარღვიოს. მოკლედ, ხალხი ლანძღავს ოპოზიციას, ოპოზიცია ცდილობს ხალხის შემობრუნებას და მიდის დრო. სად? არსად – საწყის წერტილთან ბრუნდება!
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ლიდერი არ არის, ლიდერი, რომელიც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა მთავრობას და წამოიყვანდა სერიოზულ პოლიტიკურ დათმობებზე, როგორც ეს სხვა, ცივილურ სახელმწიფოებში ხდება. დიახ, ასეა. ხალხი კი, ისევ ვიმეორებ, მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საქართველოს, ფაქტობრივად, არ ჰყავს. ვხედავ, არსებობენ ჭკვიანი პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი ვერაფერს გახდებიან, რადგან მათი არავის ესმის.
ვხედავ, ყველაფერი კულმინაციას მიაღწევს, სოციალური აფეთქებაა უკვე მომწიფებული და ამ ტაიფუნს ვინ შეაჩერებს. ვერავინ! ფრთხილად!!!
კიდევ ვიმეორებ: რუსეთის წისქვილზე არ უნდა დაასხათ წყალი. ეს არც მოხდება. ვხედავ, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, თვითონ რუსეთში დიდი გამოსვლები დაიწყება და ამას კრემლის ბინადარნი ვეღარ შეაჩერებენ. სხვის თვალში რომ ბეწვს ეძებს რუსეთი, საკუთარ თვალში გახერგილ ბოძს მიხედოს! სხვისი მიწების მითვისებით ორჯერ მეტს დაკარგავს რუსეთი და დგება დრო, როცა კავკასიონს ვეღარ გადმოაბიჯებს. ეს ასეა ასი პროცენტით. ვხედავ, საქართველოსთან რუსეთი დიდ პოლიტიკას წააგებს.
ისე, მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების ქმედებები საქართველოს სასარგებლოდ თამაშობს. რუსეთს დიდ იმედებს აძლევს ოპოზიციონერთა მიერ გატარებული პოლიტიკა. რაც, თავის მხრივ, საქართველოს დროს აძლევს, თავიდან აიცილოს ომები და მოასწროს რუსი აგრესორების გაყრა ქართული ტერიტორიებიდან.
ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხიც გადაწყდება და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. საქართველოს მალე მოევლინებიან მეცნიერი პოლიტიკოსები. ამინ! ეს ის ძალაა, რომელიც იხსნის საქართველოსა და ქართველებს არა მარტო რუსეთის შემდგომი აგრესიისგან, არამედ გადაშენებისგან! ისინი, ვისაც წინასწარმეტყველებამ დაარქვა „მეცნიერები“, მოულოდნელად ჩნდებიან პოლიტიკურ არენაზე და ამას მთელი საქართველო მიხვდება. ყველაფერი სრულდება ასი პროცენტით.
დღეს კი ხალხი არავის უჯერებს. რაც ვიწინასწარმეტყველე ოპოზიციაზე, ყველაფერი ზუსტად სრულდება. ყველა მათი წამოწყება ფუჭად ჩაივლის. სამაგიეროდ, საპარლამენტო ოპოზიცია მოგვევლინება ვითომ ძლიერ პარტიებად, მაგრამ ხალხს მათი გაგონებაც არ სურს, ხალხი მათ ხმას არ მისცემს. ისინი უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდებიან, ვიდრე გარეთ დარჩენილი ოპოზიცია. ვხედავ, ხალხი მათ ერთნაირ შეფასებას აძლევს.

მინდა დავამშვიდო ჩემი საყვარელი ქართველები, რომ ვირუსები და ინფექციები არ გავრცელდება საქართველოში. რუსეთი, როგორც წარსულში ვიწინასწარმეტყველე, ბაქტეოროლოგიურ, ქიმიურ ომს იწყებს. ვხედავ, ეს ჭირი მათ საკუთარ სახლში მიუბრუნდებათ. მე ასე ვხედავ: კავკასიონი იცავს საქართველოს მომწამლავი ნივთიერებებისგან. ეს ასეა. იქნება პატარა ვირუსები და მეტი არაფერი. ნუ შეშინდებით. კოსმოსი არ დაუშვებს ქართველების, ასე ვთქვათ, ამოწყვეტას. პირიქით, ვხედავ საქართველო გადაურჩება ამ ჭირს, დიახ, შავ ჭირს, რასაც სხვა ქვეყნებზე ვერ ვიტყვი.


ლელა კაკულია: ჩინური ვირუსი საქართველოს საფრთხეს ვერ შეუქმნის
2009 წელი, 5 ნოემბერი
ვხედავ, მსოფლიო ძალიან აფორიაქდება იმ ქიმიური მოწამვლებით, რასაც არქმევენ ღორის გრიპს, ქათმის გრიპს და ასე შემდეგ. ვხედავ, ეს არის ბაქტერიული – ქიმიური ომი. დიახ, ეს ასეა. მალე ამაზე ყველა კი არ ალაპარაკდება, არამედ აყვირდება, იმიტომ, რომ ეს ვირუსები ყველგან ვრცელდება, ყველგან შეაღწევს და ამას ვერავინ შეაჩერებს.
გასულ საუკუნეებში ადამიანებს „შავი ჭირისა“ ეშინოდათ და ბევრიც დაიღუპა. ახლაც იგივე მეორდება, ოღონდ სხვა სახით გვევლინება ეს შავი ჭირი, რომელსაც თვითონ ადამიანები ქმნიან ლაბორატორიებში. ჰოდა, საკუთარი ხელით შექმნილ ჭირს კოსმოსი საკუთარ სახლსა და ქვეყანაში შეუბრუნებს შემქმნელებს. ეს ასეა ასი პროცენტით.
საქართველოს ამ ქიმიური ნივთიერებებით ვერ გაწყვეტს მტერი. პირიქით, ჩემი საქართველო გადარჩება. კოსმოსი ნიღაბს ჩამოხსნის იმ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ქიმიურ ომს. ვხედავ, აქ რუსეთისა და ირანის სახელმწიფო დასახელდება მომავალში.
ჩინეთი აღმოჩნდება განსაკუთრებით დიდი დარტყმის ქვეშ. იქნება დიდი სიკვდილიანობა და ამაზე ყოველდღე ილაპარაკებენ.
ასევე მოულოდნელი აფეთქება იქნება ვირუსებისა მოსკოვში. მათ არც საზღვრების ჩაკეტვა უშველით და არც სხვა არაფერი. დიახ, ეს ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები იმაზე მეტად სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს მსოფლიოში, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
წინასწარმეტყველება სრულდება. მე ადრე აღვნიშნე, რომ რუსეთი ბაქტეოროლოგიურ-ქიმიურ ომს გამოგვიცხადებდა, მაგრამ ვხედავდი და ახლაც ვხედავ, რომ არაფერიც არ გამოუვათ. საქართველო ყველაზე უკეთესად გადაიტანს ამ შემოტევას. კავკასიონის მწვერვალები იცავს საქართველოს. რა უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, საქართველოს ტერიტორია ქიმიური ომისთვის მიუწვდომელია და ამიტომ ბაქტერიების გამრავლებას არ ვხედავ! ბაქტერიები გაშლილ სივრცეში, ტრამალებში უფრო ვრცელდება, ვიდრე მთიან ადგილებში. და საერთოდ, საქართველოს არ აწერია ამოწყვეტა და გადაშენება. ამას ყველა იხილავთ!
მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ მედიცინაში მოდიან ის ძველი კადრები, ვინც კორუფციაში იყვნენ ჩაბმულნი. ხალხი მათ კარგად იცნობს. ეს იქნება და არის მთავრობის შეცდომა. არც ოპოზიცია დააგვიანებს და ყველაფერს გაახმოვანებს. ნამდვილი პროფესიონალები თითქოს იდევნებიან, მაგრამ არაფერი გამოგივათ, რადგან წინასწარმეტყველება ასეთია: ნამდვილი პროფესიონალები დაბრუნდებიან; ნამდვილი და არა ძველი, კორუმპირებული სამთავრობო ორგანიზაციები.
გიმეორებთ: ხალხი ბრძენია და ვერ მოატყუებთ. ფრთხილად! საცერი იცრება და უფრო დაიძაბება მდგომარეობა.
ჯანდაცვის მინისტრს მოხსნიან. მოდის ახალი მინისტრი. იგი ბევრ რამეს შეცვლის ხალხის სასიკეთოდ და ეს მთავრობასაც მოეწონება.
მოკლედ, დიდი ცვლილებები მოხდება ქართულ მედიცინაში და ეს ნამდვილი ცვლილებებია. პროფესიონალები იმარჯვებენ, ამინ!!!
2009 წელი, 6 ნოემბერი
ვხედავ, ევროპის წამყვან ქვეყნებს უჭირთ უკვე რუსეთთან ურთიერთობა. ნელ-ნელა ქრება ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა. რუსეთის მთავრობის უხეში პოლიტიკა, რომელსაც დღესაც განაგრძობს კრემლი, ყელში ამოუვიდათ ევროპელ „მეგობრებს“. ფაქტობრივად, რუსეთი ევროპის არცერთ ქვეყანას არ მიიჩნევს მეგობრად, ვინაიდან საქართველოს ტერიტორია ერთიანიაო, რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებებიო, გაჰყვირის ევროპის ყველა ქვეყანა. ეს კი რუსეთისთვის უდიდესი დარტყმაა. კრემლმა ვერცერთი წამყვანი ქვეყანა ვერ მიიმხრო და ვერც მომავალში მიიმხრობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. რუსეთის ყველა მცდელობა ჩაშლილია.
ვიმეორებ: აფსუები რუსებს დაუპირისპირდებიან. ოცნებას, რომ საქართველოს ტერიტორიები წაართვან, ვერ აისრულებენ და თანდათან ხვდებიან, რომ რუსეთი კი არა, მთელ დედამიწაზე არვინ შეუწყობს ხელს მათ საქართველოს მიწების მიტაცებაში. წავიდნენ იქ, საიდანაც ჩამოსახლდნენ ჩვენს ძირძველ მიწაზე!!!
და საერთოდ, ეს ბინძური პოლიტიკა ქართველების მიმართ მალე დამთავრდება. საქართველო მაინც შევა ნატოში. დიდი პოლიტიკური ომები და ცვლილებები იქნება მსოფლიოში. ეპიცენტრი საქართველოა. ამერიკა კი ზესახელმწიფოა და, პირველ რიგში, პრინციპის გამო, არც ფიქრობს, რუსეთს რამე დაუთმოს საქართველოსთან მიმართებაში. შეერთებული შტატები ნაბიჯს არ გადადგამს უკან.
მსოფლიო ყველა მოვლენას ადევნებს თვალყურს. საქართველო იცავს საკუთარ ინტერესებს. ჩრდილოეთ კავკასია კი იბრძვის, მაგრამ არაგეგმიურად, რაც მათ მდგომარეობას ართულებს. თუმცა ეს მათი პრობლემაა და თავად უნდა გადაწყვიტონ. მათ საქართველო მარტო დატოვეს რუსეთთან ბრძოლაში. ის კი არა, აქეთ გვებრძოდნენ კიდევაც. ისტორია მაინც იტყვის სიმართლეს და ამიტომ, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ატარებს დღეს რუსეთსა თუ ჩრდილოეთ კავკასიასთან, აბსოლუტურად გამართლებულია, სწორი მიმართულებაა აღებული. დიახაც, ეს ასეა. ყვარყვარესი არ იყოს, ჯერ მე ავიშენებ ოქროს სარაიასო, რომ ამბობს. ამ კუთხით, ანუ „ოქროს სარაიას“ პრინციპით, ყვარყვარეს პოლიტიკა ზუსტად ემთხვევა ქართულ პოლიტიკას.
ყველამ თავის თავს მიხედოს! ეყოთ საქართველოს ზურგზე ჯდომა და ჩვენს ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერა. მორჩა!
ვხედავ, ჩრდილოეთ კავკასიაში ომი უფრო ღვივდება (ეს ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე) და რუსეთს ძალიან გაუჭირდება. ფაქტი ერთია, რუსეთი დაკარგავს მთელ ჩრდილოეთ კავკასიას, თუ არ შეცვალა ბინძური პოლიტიკა საქართველოს მიმართ. დიახ, გასაღები საქართველოა და სწორიც არის, რომ ქართველების ერთადერთი გეგმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და არა სხვა ქვეყნების აკიდება ზურგზე. რჩევა არც არის საჭირო, ყველაფერი, რაც დავინახე, ასრულდება ზუსტად: რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ხოლო შავ ზღვაზე ქართული სამხედრო გემები დგას, ნატოს დროშებით.
ჩემო საყვარელო ქართველებო, ვიცი, რომ ყველაფერს გაუძლებთ და ის სიკეთე, რასაც უფლის მადლი ჰქვია, მთელ საქართველოს მოეფინება.
ძალიან მიყვარხართ! მიყვარს ჩემი ხალხი და ჩემი სამშობლო.
მე არანაკლები დარტყმა მომაყენეს შავმა ძალებმა, მაგრამ ჩვენ ვერავინ დაგვამარცხებს, ვინაიდან კოსმიური ენერგია უძლეველია! წინასწარმეტყველებას ვერაფერი დაუდგება წინ. ყოველთვის გამოვყავარ მას გასაჭირიდან, როცა უარყოფითი ძალა მიპირისპირდება. იმ კოსმიურ განზომილებას, საიდანაც მოვდივართ, უზარმაზარი დაცვითი ენერგია ახლავს და მასთან ბრძოლა უაზრობაა!
მინდა ისევ აღვნიშნო, რომ საქართველო ძალიან მალე ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი სახელმწიფო იქნება. ეს ასეა ასი პროცენტით. დედამიწაზე მართლა ყველაფერი დროებითია. რაც საქართველოში ხდება, ესეც დროებითია, ვინაიდან უკეთესი დრო მოდის და გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა. ამინ!
ლელა კაკულია: ბეწვის ხიდს მალე გავივლით!
2009 წელი, 16 ნოემბერი
ვხედავ, მომავალში ამერიკის მთავრობა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. ეს რუსეთისთვის ძალიან მოულოდნელი დარტყმა იქნება. მოლაპარაკებები ორ ზესახელმწიფოს შორის შედეგს არ გამოიღებს. ვხედავ, ამერიკა ნელ-ნელა, მაგრამ მყარად დგება საქართველოს საკითხში და არც არაფერს დაუთმობს რუსებს. უბრალოდ, ყველაფერი დროის ამბავია. კრემლმა ძალიან კარგად იცის, რომ მოუწევს საქართველოს დატოვება ადრე თუ გვიან და ამიტომ მისი ბინადრები ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიან. რატომღაც ჰგონიათ, რომ, როგორც სოჭი შერჩათ, ისე შერჩებათ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ვერ მოესწრებიან! ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ მოიმართება.
ამერიკა რუსეთ-ირანის ურთიერთობებს გაართულებს; რუსეთის გავლენას ძალიან შეასუსტებს აღმოსავლეთ აზიაში – თითქმის ყველგან. რუსეთს არავინ ენდობა.
ირანი მომავალში, ვხედავ, დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთის მიმართ; ასევე სხვა მუსლიმური ქვეყნებიც. ამაზე ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. რუსეთს გაუჭირდება ენერგორესურსების გაყიდვაც. „სამხრეთის ნაკადზე“ დიდი ასრულება არ ექნებათ და იმედებიც უცრუვდებათ, ვინაიდან მათ დაკარგეს ნდობა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისა და ამაში, ანუ მათი იმიჯის ასე დაცემაში, საქართველომ ითამაშა დიდი როლი და დღესაც გრძელდება ეს პოლიტიკური თამაშები.
რუსეთში იქნება დიდი გამოსვლები, ხალხი გარეთ გამოდის. ამ ტალღას კრემლის ბინადარნი ვერ შეაჩერებენ. როგორც საქართველოს უთხრიდნენ ძირს, ისე მოითხრებიან თვითონ!
ქართულ პოლიტიკაში კი ერთი და იგივე მეორდება. ოპოზიცია ფეხზე ვერ დადგება, ვხედავ. რატომ? აქ კითხვაც კი არ უნდა დაისვას. ნუთუ გგონიათ, რომ ჩემს ხალხს სკლეროზი აქვს და არაფერი ახსოვს? თუ ოპოზიციის ახალი ლიდერები, ანუ მთავრობის ყოფილი წარმომადგენლები, ისე უცებ გადაკეთდნენ და გადასხვაფერდნენ, რომ ხალხი მათ ვერ ცნობს? სასაცილოა. ფრთხილად! თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი ხალხი ბრბოა და გაჭირვება აიძულებს მათ, რომ ოპოზიციას გაჰყვეს? მაგრამ თქვენი გათვლები არ გამართლდება. გეყოთ ხალხის დაცინვა. იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. ჰოდა, ჩემი საყვარელი ხალხი და მთელი საქართველო ბოლოს გაიცინებს! ეს ასეა ასი პროცენტით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება. საცოდაობა ის არის, რომ იქმნება ვითომ ახალი პარტიები, მაგრამ ისევ ძველი სახეები ფიგურირებენ. ხალხს კი მათი არ სჯერა. ხალხს არავისი არ სჯერა. თუმცა, ეს გზაც გასავლელია.
საქართველო უნდა გახდეს ევროპის ნაწილი და ეს ასეც მოხდება მომავალში, მაგრამ დღეს ეს საკითხიც არ აინტერესებს ხალხს. დიახ, ძალიან ძნელია. რასაც შეჩვეული ხარ, იმას გადაეჩვიო, მაგრამ ქართული პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. საქართველო შევა ნატოში. საქართველოს საკუთარი ჯარი ჰყავს. საქართველო იბრუნებს ტერიტორიებს და ეს არის გზა ჩემი ქვეყნის აღმავლობისკენ, გზა მშვიდობისა და თავისუფლებისკენ!
2009 წელი, 17 ნოემბერი
ვხედავ, შავ ზღვაზე თურქეთ-რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა მომავალში. ვხედავ, დიდი უთანხმოებაა ამ ორ სახელმწიფოს შორის და თურქეთი აცხადებს, რომ აფხაზეთი – ეს რუსეთის ტერიტორია არაა და რუსეთს არ აქვს უფლება, საქართველოს ტერიტორიის, ანუ შავი ზღვის ქართული ზოლის აგრესიისა. ეს რუსეთისთვის ძალიან მოულოდნელი დარტყმა იქნება თურქეთის სახელმწიფოსგან. დიახ, მომავალში ვხედავ, რუსეთი კარგავს ისეთ ძლიერ მოკავშირეს საქართველოსთან ბრძოლაში, როგორიც თურქეთია. ამ საკითხში ასევე ჩაერევიან შავი ზღვის აუზის ქვეყნებიც. მათ რუსეთის მეგობრული ურთიერთობებისა არ სწამთ, არ სჯერათ. ისინი მზად არიან პასუხის გასაცემად და ეს პასუხი რუსეთისთვის ძალიან უარყოფითია. შავი ზღვის აუზის ქვეყნები მომავალში დაუპირისპირდებიან რუსეთს და იძულებულს გახდიან, უკან დაიხიოს.
შავ ზღვაზე ასევე შემოდის ამერიკული სამხედრო გემები და ამაზე რუსეთი ხმასაც ვერ ამოიღებს.
ყველა ერთხმად აღიარებს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას შავი ზღვის აფხაზეთის ზოლით, ანუ, როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაზე.
გერმანია ყოველთვის უთმობდა რუსეთს და ორმაგ თამაშს ღიად თამაშობდა. მაგრამ მომავალში, ვხედავ, მოუწევთ, რომ აღიარონ ევროპის, მსოფლიოს აზრი საქართველოსთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით, ყოველგვარი პოლიტიკური თამაშის გარეშე. დიახ, გერმანიას რომ უარი არ ეთქვა საქართველოსთვის „მაპის“ მიცემაზე, ანუ ნატოში გაწევრიანებაზე, რუსეთი ვერ გაბედავდა ჩვენს ქვეყანაზე აგრესიას. იცოდეთ, რაც უნდა შეალამაზოთ, ისტორია სიმართლეს იტყვის, რომ გერმანიამ, ანუ მისმა მთავრობამ მერკელის მეთაურობით, რუსეთს საშუალება მისცა საქართველოსთან ომის დაწყებისა. თუმცა მალე ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება.
საქართველომ თავისი გზით უნდა იაროს. ევროპა-ამერიკის რჩევები, თუ ისინი ჩვენს ქვეყანას გამოადგება, კი, ბატონო, მივიღოთ; მაგრამ ის, რაც არავითარ სარგებლობას არ მოუტანს ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს, არაფერში არ გვჭირდება და უნდა უარვყოთ. დიახ, საქართველომ შეცდომები არ უნდა დაუშვას ამ შემთხვევაში.
საქართველო ისედაც შევა ნატოში, დავიბრუნებთ ტერიტორიებს, რუსეთის ჯარი დატოვებს საქართველოს სამუდამოდ, მაგრამ ბეწვის ხიდი, ჩემო ქართველებო, მაინც გასავლელი გვაქვს. და გავივლით კიდეც! ასეთია წინასწარმეტყველება, რომელიც, ალბათ, ეჭვი აღარ გეპარებათ, რომ ასრულდება.
იცვლება ქართული პოლიტიკა და იცვლებიან პოლიტიკოსები. მოდის, ვხედავ, ძლიერი, ნამდვილი ოპოზიცია და ეს დიდი პოლიტიკური ცვლა იქნება დასაწყისი საქართველოს სახელმწიფოს აღმავლობისა. ასეა, კოსმოსი ყველას — ეს ქვეყნებია თუ ხალხი — თავის ადგილს მიუჩენს!
მინდა აღვნიშნო, რომ 2012 წელს მსოფლიოს წარღვნა არ ემუქრება. მსოფლიოს საფრთხეს უქმნის სხვადასხვა ქიმიური ბაქტერიები, რაც, მერწმუნეთ, წარღვნაზე უარესია. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე. ეს იმ ქვეყნებსაც უნდა ესმოდეთ, რომლებიც ქიმიურ იარაღს აწარმოებენ. სხვას თუ დაუშავებენ რამეს, არც თავად დაადგებათ კარგი დღე. ქიმიურმა ინფექციამ არ იცის პატრონი და მტერი, ერთნაირად არტყამს ყველას. ადამიანმა იმდენი რამ შექმნა, რაც ათი დედამიწის განადგურებას ეყოფა. მაგრამ დედამიწა ისევ იარსებებს – ადამიანების გარეშე. ამიტომ უნდა დაფიქრდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი, რაში ჭირდებათ ეს იარაღი? მაგრამ ისინი ერთმანეთს გაანადგურებენ!
მაგალითად, მომავალში ვხედავ ირანში ქიმიურ აფეთქებას. ეს ძალიან მძიმე შედეგს გამოიღებს მოსახლეობისთვის, იმ ადგილის გასუფთავებას კი საუკუნე დასჭირდება. იქნებ ამ მაგალითმა სხვას ასწავლოს ჭკუა? მაგრამ ადამიანი მიილტვის პირველობისკენ, რაც სხვა ქვეყნების ხალხს უარყოფითად ურტყამს. აქ უკვე კოსმოსზეა დამოკიდებული, რომელ ქვეყნებს გადაარჩენს. ასეთი ომები წარღვნაა, აბა, რაა?
საქართველო და ჩემი საყვარელი ქართველები კი ასი პროცენტით გადარჩებიან! ეს დიდი ომი ბევრ ქვეყანას შეეხება, მაგრამ სხვა ქვეყნებიც გადარჩებიან, უფლის წყალობით. გაიწირებიან ისინი, ვინც მესამე მსოფლიო ომს იწყებს. კოსმოსი მათ არ აპატიებს. საკუთარ სახლში აუფეთქდებათ ეს სასიკვდილო ქიმიური იარაღი. ზესახელმწიფოები იომებენ, მერე გაერთიანდებიან და ბოროტებას დაამარცხებენ! და სიმშვიდე დაისადგურებს დედამიწაზე. მერეღა დააფასებს მთელი მსოფლიო მშვიდობას.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევ და ისევ ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთი ვერ წაგვართმევს მიწებს, ვერ დააქუცმაცებს საქართველოს! აფხაზეთი და სამაჩაბლო ძირძველი ქართული მიწებია და მათი წართმევა გამორიცხულია.
იქ ქართული სული ტრიალებს და ნამდვილი ბატონ-პატრონები – ქართველები, მალე დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში. საქართველო იბრძვის და ეს ბრძოლა არ შეწყდება.
რუსეთი ვერ შეაჩერებს ამ ძალას; ვერ შეაჩერებს ვერც ჩრდილოეთ კავკასიის ომებს. რუსეთი მომავალში ყველა ქმედებაზე აგებს პასუხს. რაც დათესეს, იმას იმკიან – ომებს საკუთარ სახლში, საკუთარ მიწაზე. ყველა მოითხოვს თავის ტერიტორიას. მაგალითად, იაპონია რუსეთს მოსთხოვს კურილის კუნძულებს, მოსთხოვს ძალიან მკაცრად. ამას მალე იხილავს მთელი მსოფლიო. ყველაფერი ასრულდება ერთმანეთის მიყოლებით. წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდება ისე, როგორც არის დანახული, გინდათ თუ არა ეს. რუსეთი დინების საწინააღმდეგოდ მიდის, კოსმოსის ნების წინააღმდეგ. ეს კი დიდი კატასტროფა იქნება. ფრთხილად!
ვხედავ, მოსკოვში დიდი პიროვნება გარდაიცვლება, ანუ მას მოკლავენ. ამაზე მთელი რუსეთი ახმაურდება. ამ მკვლელობას სხვა მოჰყვება. ფრთხილად, დიდი ტერორები მზადდება რუსეთის წინააღმდეგ. ამაში ჩრდილოეთ კავკასიელების ხელი ურევია. მათ რუსეთი ვერ შეაჩერებს!
2009 წელი, 20 ნოემბერი
ამერიკის მთავრობაში ვხედავ, მომავალში დიდი ცვლილებები იქნება. ეს აუცილებელიცაა. მთელი ამერიკა ხვდება, რომ ძლიერი ხელია საჭირო, თორემ ირანი ისე გათავხედდება, რომ რაკეტებსაც კი დაუშენს ამერიკას. იქნება დიდი გარჩევები და ბოლოს ყველაფერი დიდი ომით დამთავრდება. ფრთხილად! მუსლიმები დამარცხდებიან, მართალია, მაგრამ ომი მაინც საშინელებაა. თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდება.
ჩინეთის სახელმწიფო, ვხედავ, ძალიან რთულ პერიოდებს გადაიტანს. მომავალში, ვხედავ, დიდი ჩინეთი გაკოტრდება და ამას ამერიკა გააკეთებს. ამ პროცესებს არავითარი მსოფლიო კრიზისი არ მოჰყვება.
მთლიანად შეიცვლება მსოფლიო პოლიტიკა და ასევე ქვეყნებიც. იაპონია კურილის კუნძულებს დაიბრუნებს. ასევე საქართველო იბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და სხვა ქართულ ტერიტორიებსაც, რომლებიც რუსეთმა გაასხვისა. ეს ასეა ასი პროცენტით.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა ხდება. ამას ხელს ვერავინ შეუშლის, განსაკუთრებით კი, რუსეთი.
მალე რუსეთში დიდი გამოსვლები დაიწყება. პრეზიდენტის გაგონებაც კი არ უნდა ხალხს. ხალხი შიმშილობს. ერთ დროს მილიონერების სიმრავლით ცნობილი მოსკოვი ცარიელია. ყველამ ყველაფერი დაკარგა, ანუ დააკარგვინეს. ახალი პრეზიდენტი ვერ შეერწყა ექსპრეზიდენტის ძველ გუნდს, ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდა.
საქართველო კი ოპოზიციის კრიზისს განიცდის. თითქოს დრო ისევ გაჩერდა, ხოლო უფლის საცერი კი იცრება.
ფრთხილად, პოლიტიკოსებო! ამ ყველაფერს ასე მსუბუქად და ადვილად ნუ უყურებთ. ყველაფერს აქვს ბოლო, დასასრული. პოლიტიკოსების გამოსვლები — ეს ძველი სიმღერებია, ანუ წარსულს ჩაბარებული „პლასტინკები“. როგორც უნდა აბრუნოთ, მაინც ძველები ხართ, ხალხისთვის ახალი არაფერია. ირჩევა ერთი და იგივე საკითხები, კი, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკობენ და მეტი არაფერი. მოკლედ, ყველაფერი წრეზე ტრიალებს.
როცა წარსულში ვიწინასწარმეტყველე ოპოზიციასთან დაკავშირებით, ანუ ვთქვი ის, რაც მოხდებოდა, ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მაგრამ ახლა? ახლა რაღას იტყვით? ვერაფერსაც ვერ იტყვით. თქვენი ხალხს არ სჯერა და არც დაგიჯერებთ. წინასწარმეტყველებები კი ყოველთვის სრულდება! მომავალში მოდის ძალა ნათელი, რომელიც ჩემს ხალხსა და ჩემს სამშობლოს თავისუფლებას მოუტანს. მოდის მეცნიერთა პარტია, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ეს არის გაგრძელება საქართველოს გათავისუფლებისა, საქართველოს გაძლიერებისა, ეს არის დიდი ბრძოლა, რომელიც ჩემს საყვარელ ქართველებს გამარჯვებამდე მიიყვანს.
  • დიახ, ვხედავ გაერთიანებულ, ძლიერ ქართულ სახელმწიფოს!
  • დიახ, ვხედავ მომავალში 30 მილიონ ქართველს!
  • ვხედავ გასულ საუკუნეებში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას!

ასეთია წინასწარმეტყველება, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება და ამაში ეჭვიც ნუ შეგეპარებათ. ამინ!

2009 წელი, 25 ნოემბერი
რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება. ვხედავ, მომავალში ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. ეს მალე ღიად გამოჩნდება. ამერიკას, სურს თუ არა, საქართველო უნდა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან(ასევე ევროპამაც) საკუთარი იმიჯისთვის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კი კვლავ ზესახელმწიფოდ უნდა რჩებოდეს. იგივეს ფიქრობს, ოღონდ სათავისოდ, რუსეთიც, მაგრამ რუსული პოლიტიკა წააგებს. არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები – აი, რაშია რუსეთის უბედურება. ჩიხიდან, რომელშიც რუსული პოლიტიკა მოემწყვდა, მხოლოდ ერთი გამოსავალია – რუსულმა არმიამ უნდა დატოვოს საქართველო!
ვიმეორებ: საქართველო ჩეჩნეთი და ჩრდილოეთ კავკასია არაა. საქართველო იკავებს ძალიან სერიოზულ ადგილს მსოფლიოს პოლიტიკაში თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. გაიგეთ, ვერავინ შეძლებს უხეში პოლიტიკის გატარებას მომავალში საქართველოს წინააღმდეგ. დიახ, პატარა საქართველოს დიდი, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მომავალში. ასეთია კოსმოსის ნება.
ხელის ერთი მოსმით განიწმინდება ჩემი ქვეყანა უწმინდურებისგან, შადიმანებისგან; უტვინო და არაფრისმცოდნე პოლიტიკოს-პოლიტოლოგ-ანალიტიკოსებიანად სანაგვეზე მოისვრის მათ კოსმოსი და ღალატისთვის – საკუთარი ხალხის ღალატისთვის, ნახავთ, როგორ დასჯის! ეს არც ხუმრობაა და არც თამაში. დიახ, თქვენ, ადამიანებო, შეგქმნათ კოსმოსმა და თუ მოისურვა, ხელის ერთი მოსმით გაგანადგურებთ!
დედამიწაზე არაფერი არსებობს კოსმოსზე აღმატებული. არ არსებობენ მეფენიც. ისინი მოდიან და მიდიან, ქვეყნები ვითარდებიან, მერე ცივილიზაცია აღწევს კულმინაციას, რასაც მოსდევს თვითგანადგურება და… დედამიწაზე ყველაფერი თავიდან იწყება. ასეა, ჩემო კარგებო. ამიტომ მიყვარს გამოთქმა: „დრონი მეფობენ და არა მეფენი“. ადამიანები უნდა უფრთხილდებოდნენ დედამიწას, მაგრამ ბევრს ამდენი გონება არ აქვს.
მსოფლიო პოლიტიკაში, ისევ აღვნიშნავ, ვხედავ დიდ ცვლილებებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის.
მე ვიწინასწარმეტყველე ყველაფერი და ნათქვამი თანმიმდევრულად სრულდება. და მთავარი: რასაც ვხედავთ და გვეუბნებიან, იმას ვწერთ და ზედმეტს არაფერს. წინასწარმეტყველებები კი გრძელდება. მართალია, ადამიანებს დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს, მაგრამ, უკაცრავად, წინასწარმეტყველება კვერცხი არაა. იგი უწყვეტად მოდის კოსმოსიდან და მომავალზე დიდ ინფორმაციას გვაწვდის. ამას კი მხოლოდ ჭკვიანი და, რაც მთავარია, ნამდვილად მორწმუნე ადამიანი გაიგებს.

დაბადებული მიწაზე მხოხავად, ცაში ვერ იფრენს! ეს კანონია. ადამიანები მოსულები ხართ კოსმოსის სხვადასხვა განზომილებიდან და საკუთარ მდგომარეობას ვერაფრით შეცვლით. ყველა თავის ჯვარს ატარებს. ესეც კანონია.

წინასწარმეტყველება კი მომავალს გვიჩვენებს, მსოფლიოს მომავალს. ეს ვისთვის საინტერესოა, ვისთვის – არა, მაგრამ ინფორმაცია უამრავი სიკეთის მომტანია და ბევრი გადარჩება. წინასწარმეტყველება არ არის მხოლოდ იმედი. წინასწარმეტყველება – ეს სიცოცხლის წყაროა და სიმართლე. რაც უფრო მეტად შორს დგები სიმართლისგან, ადამიანო, შენი ამბიციების გამო, მით მეტად დაიტანჯები მომავალში. ამიტომ ფრთხილად უნდა მოეპყრათ წინასწარმეტყველებას. თუმცა, როგორც გნებავთ. ამას თქვენთვის ვწერთ. როგორ მიიღებთ ამ სიმართლეს, თქვენი თავსატეხია. ამინ!
რატომ ვწერთ? წინასწარმეტყველებაა და იმიტომ. ასეა, მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ! ვამბობ, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება რუსეთშიც და ჩემს საქართველოშიც. ჰოდა, დაელოდეთ. თუმცა, სად წახვალთ?
წინასწარმეტყველება კი იწერება და სრულდება თითოეული სიტყვა. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. ვიმეორებ: ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან, განსაკუთრებით კი ოპოზიციის ხაზით. ეს აუცილებელიციაა. განსაკუთრებით დიდ ცვლას ვხედავ ანალიტიკოს-პოლიტოლოგების რიგებში. სირცხვილია დაიჩემო ის, რაც არც წარსულში გესმოდა და მომავალში რა მოხდება ხომ საერთოდ გაგებაში არ ხარ. ამიტომაც არ გისმენთ ხალხი და არც მოგისმენთ!
ხალხი არც გაზეთებს აღარ კითხულობს. ეს ძალზე სერიოზული საკითხია. რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, ბევრი გაზეთი დაიხურება-მეთქი. ასეც მოხდება. გაზეთები კოტრდება, იხურება. ვხედავ, ამ პროცესებს ვერავინ შეაჩერებს.
2009 წელი, 30 ნოემბერი
ვხედავ, მუსლიმების იმედი, ძლიერი ფესვები გაიდგან ევროპაში, ცრუვდება, მცდელობა დიდი მარცხით მთავრდება მომავალში. დიახ, ევროპა არასდროს დაუშვებს მუსლიმთა სალოცავების – მინარეთების აშენებას თავის ტერიტორიაზე. მომავალში ეს საკითხი არც კი დაისმება, პირიქით. ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე, მუსლიმებს ევროპიდან, უხეშად რომ ვთქვათ, გაყრიან-მეთქი ასი პროცენტით. მუსლიმებს, თუნდაც ევროპის მოქალაქეებს, უფლება არ აქვთ, საკუთარი ქალაქები დაარსონ იქ – მუსლიმური სარწმუნოების მატარებელი ქალაქები – მინარეთ-სამლოცველოებით. მათ უფლება აქვთ მხოლოდ, რომ იყვნენ ევროპის მოქალაქეები და მეტი არაფერი.
ნეტავ, ასე რატომ არ არის საქართველოში? რატომ ვიკლავთ თავს ტოლერანტობით? ვის რას ვანახებთ? ან რას ვუმტკიცებთ ვინმეს? თუ ვუმტკიცებთ, გვიფასდება თუ რა? პირიქით! საკუთარ მიწაზე – ქართულ მიწაზე, ვუქმნით ავტონომიებს, რომლებიც დროთა განმავლობაში აუცილებლად „ამუშავდება“.
მაგრამ ეს საქართველოში მომავალში არ გაამართლებს. მე ვიწინასწარმეტყველე 1992 წელს, რომ საქართველოში ავტონომიები არ იარსებებს, რომ „მოლა დადუმდება“. ვხედავ მხოლოდ ქართულ ეკლესიებს, ვისმენთ ქართულ საგალობლებს ჩვენს საკუთარ მიწაზე. მოდის დრო, როცა ადამიანები თავიანთ სამშობლოებს დაუბრუნდებიან, იმიტომ რომ მალე საქართველოში ბევრი რამ შეიცვლება ჩემი ქვეყნისა და ქართველების სასარგებლოდ. და ეს ყველაფერი კოსმოსიდან მოდის.
მომავალში ვერც ტერიტორიებს წაგვართმევენ და ვერც ეკლესიებს. მინდა აღვნიშნო, რომ ვხედავ, ის უამრავი სექტა, რომლებმაც თითქოსდა მყარად მოიკიდეს ფეხი საქართველოში, მალე გაქრება, ვინაიდან ვხედავ მომავალში ძალიან, ძალიან დიდ ცვლილებებს საპატრიარქოში:
ძლიერი, რკინის ხელი, ძლიერი ენერგია მოევლინება ქართულ მართლმადიდებლობას, რომელიც გადაარჩენს არა მარტო მართლმადიდებლობას, არამედ მთელ ჩემს ქვეყანას!
საქართველო ისე დაიცავს თავის უფლებებს, როგორც არასდროს. არცერთ ტაძარს არ დავუთმობთ არავის. მთელი საქართველო ხმას აიმაღლებს, პროტესტს გამოთქვამს და ეს დიდ შედეგებს გამოიღებს.
ვიმეორებ: საქართველომ არავის არაფერი არ უნდა დაუთმოს, გარდა რომელიმე პოლიტიკურად იმდენად მნიშვნელოვანი საკითხისა, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო იქნება. კოსმოსი კი ყველა ბრძოლას მოაგებინებს საქართველოს ასი პროცენტით. დიახ, საქართველო ის სამოთხეა, რომელიც უყვარს უფალს.
ქართველებო, ღმერთი ჩვენთანაა და არ დაუშვებს ქართველთა განადგურებას, გადაშენებას. იმ ბინძურ თამაშს, რომელსაც კრემლი ჩვენს წინააღმდეგ ანხორციელებს, გამარჯვება არ აწერია! გაიგეთ: არ აწერია!
ქართველები გავიმარჯვებთ! განიწმინდება ერი ჩემი ურჯულოთა და მოღალატეთაგან. დასუფთავდება ქართული ეკლესია უწმიდურთაგან და გაიხარებს ქართველი ერი. ასეთია წინასწარმეტყველება და იგი ასრულდება. დიახ, წინასწარმეტყველებას ვერაფერი შეაჩერებს. კიდევ იხილავთ ასრულებებს, უამრავ ასრულებას და ეს ყველაფერი მოდის კოსმოსიდან.
თქვენ კი, ძლიერნო ამა ქვეყნისანო, სჯობს ძალიან ფრთხილი ნაბიჯები გადადგათ პოლიტიკაში. თქვენი შეცდომები, იცოდეთ, დაუსჯელი არ დარჩება. კოსმოსი ყველგან, სადაც უნდა იყოთ, თვალს გადევნებთ. ეს ყველაფერი რეალურია. ორმაგ ბინძურ თამაშს არ გაპატიებენ, იმიტომ, რომ დედამიწის მცხოვრებთ, მსოფლიოს ქვეყნებს ძალიან გაუჭირდებათ; იმიტომ რომ ხდება გადანაწილება, მიმდინარეობს ზესახელმწიფოს წოდებისთვის ბრძოლა და ასევე ბრძოლა ენერგორესურსებისთვის. არის სხვა მრავალი საკითხიც, რომლებიც შედარებით უმტკივნეულოდ უნდა გადაიჭრას.
რაც შეეხება ჩემს საყვარელ საქართველოს, მინდა კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ შევუძახო:

ქართველებო! ახლოსაა დრო, როცა ამოისუნთქებს მთელი ჩემი ქვეყანა, განსაკუთრებით, გაჭირვებული ადამიანები. სითბო და სიხარული შემოვა თქვენს ოჯახებში. ბარაქასა და სიკეთეს არ მოაკლებს უფალი თითოეულ ქართველს. ეს არის წინასწარმეტყველება, რომელიც ასი პროცენტით ასრულდება.

ვიმეორებ: ქართველები ვიყავით, ვართ და ვიქნებით! ყველა დიდი კატაკლიზმი, რაც კი იბობოქრებს დედამიწაზე, ასცდება საქართველოს. დიახ, ეს არ არის ზღაპარი, ეს რეალობაა.
საქართველო ერთი დიდი ტაძარია, რომელშიც ადამიანებს ხიფათი არ ელით, რომელსაც შეგიძლიათ თავები შეაფაროთ. შადიმანები და უწმინდურები იქ ვერ მოხვდებიან.
ჩემი საქართველო გადარჩება! გადარჩება ჩემი ხალხი! ამინ!!!
2009 წელი, 2 დეკემბერი
ვხედავ, მომავალში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები მაინც არ დათბება. ევროპამ არ იცის, როგორ მოიქცეს, პატარა საქართველო ძვალივით ყელზე ადგათ, რუსებს კი ჩუმად მაინც უძვრებიან. მათი აზრით, დრო ყველაფრის მკურნალია. ცდებით, ბატონებო. ძალიან კარგად იცით, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი იმიჯისთვის, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულებები შეასრულოს, ანუ დატოვოს საქართველო.
დღეს მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი ტყუის საქართველოსთან იმის გამო, რასაც ქართულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამაჩაბლოში – სჩადიან, რათა მიწები ჩამოგვართვან. აფსუები, როგორც ერი, ნელ-ნელა რომ იკარგება, ესეც იციან.
ის, რომ ოსები ვერ იცხოვრებენ სამაჩაბლოში, რომ ინგუშები ომს გაუმართავენ ჩრდილოეთ ოსეთს, ანუ წინ რომ დიდი ომები ელით, ეს წლების წინ ვიწინასწარმეტყველე, რაც ასრულდება ასი პროცენტით.
მაგრამ დღეს, ისევ ვიმეორებ, შიდაქართული პოლიტიკა ნულის ტოლია. ხალხი მშიერია, ხალხი გაღიზიანებულია, მთავარი კი ის არის, რომ ხალხს არ სჯერა პოლიტიკოსებისა. ყველამ დაკარგა ნდობა. მათი ლაპარაკი, მათი პოლიტიკა არაფერს ეყრდნობა. უკვე ისეთ საკითხებზე საუბრობენ, რომ მათი მოსმენა და ცქერა არავის სურს. ისინი ისეთ ქულებს იწერენ, რასაც ხალხი ზურგს შეაქცევს. ვიმეორებ: მათი მოსმენა არავის სურს. ყველამ იცის, რომ ოპოზიცია არაფრის გამკეთებელია. იგივე ადამიანები, იგივე სახეები და მთავარი: იგივე გაზეპირებული, ვითომ პოლიტიკურად მომგებიანი ფრაზები; ისევ ენერგიული, ისტერიული გამოსვლები, რათა ხალხი, მათი ჭკუით, გამოფხიზლდეს.
ვაი თქვენ! ჩემს ხალხს დიდი ხანია ღვიძავს. თუ ვინმეა გამოსაფხიზლებელი, ეს თქვენ ხართ, ეს თქვენ გძინავთ. ამიტომ ფრთხილად!
თქვენი იაფფასიანი პოლიტიკური გამოსვლებითა და ფრაზებით ვეღარ მოატყუებთ საზოგადოებას. გირჩევთ, ფირფიტა შეცვალოთ. ყველანი ხედავთ, რომ ჩიხში ემწყვდევით. ხალხს აღარც ნატოში შესვლა აინტერესებს და აღარც რუსეთი. როგორ იარსებონ? როგორ იშოვონ პურის ფული? – აი მათი საფიქრალი და მართლებიც არიან. რომელ სამშობლოს სიყვარულსა და თავდადებას სთხოვთ მშიერ ხალხს? ყველაფერს კი ის ღუპავს, რომ არ არის ერთსულოვნება და ვერც მიღწევენ ამას. არც ხალხისა რცხვენიათ, მაგრამ ვხედავ, ძალიან ახლოსაა ის დრო, როცა ქართულ პოლიტიკაში ჩნდება მეცნიერთა პარტია. შეიცნოთ ისინი, ძალიან ადვილია, იმიტომ, რომ მათ გარდა არც არავინ აღარ იქნება უკვე პოლიტიკურ არენაზე.
დღეს მთავრობაში დიდი ცვლილებები იქნება – ისევ მინისტრების ცვლა, მაგრამ ხალხისთვის ესეც წარსულის გამეორებაა. მოკლედ, დრო გაჩერდა, შიდაპოლიტიკა ახალი ინტრიგებით ივსება და ყველა ზღვარს სცდება. საქართველოსთვის კი ყველაზე მთავარია ნატოში ინტეგრაცია, საკუთარი მიწების დაცვა, ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება, რუსული აგრესიის თავიდან აცილება და ა.შ. და ა.შ. რაც დღეს ხალხს სულაც არ აინტერესებს. ისინი გაზეთებსაც აღარ კითხულობენ. ამიტომ ბევრი გაზეთი დაიხურება – გაკოტრდება დიდი გაზეთები. ერთი და იგივე მობეზრდა ხალხს – ლაქლაქი და მეტი არაფერი. ვხედავ, უიმედობა უფრო და უფრო ღვივდება ადამიანებში, მათ უმოქმედობა აგიჟებთ.
ერთი რამ უშველის ჩემს ერს: სწორად შეაფასონ საქართველოს პოლიტიკის მდგომარეობა. ხალხო, არასწორი ანალიზი გზას გირევთ და უსასრულო დეპრესიაში გისვრით, რომლიდანაც ვეღარ გამოდიხართ. იაზროვნეთ, ადამიანებო, და სწორი მიმართულება მიეცით თქვენს გადაწყვეტილებებს, თორემ რაც გაქვთ, იმასაც დაკარგავთ...
მე ვიწინასწარმეტყველე ადრე, რომ ჩემი გაზეთი – „ქართველი წინასწარმეტყველი – ლელა კაკულია“ – ერთადერთია, რომელშიც სიმართლე წერია; დიახ, სიმართლე, რაც მერე ასი პროცენტით სრულდება. მართალია, დიდი ბრძოლა გამოგვიცხადეს, მაგრამ წაგებულები თვითონ დარჩნენ. ყველაფერი თანმიმდევრულად სრულდება და ამ ფაქტს ვერავინ გაექცევა. ხოლო ვინც უხეშად შეეხო უფლის სიტყვას – ახალ სიტყვას, კი ხედავთ, როგორც ისჯებიან. მათ კოსმოსი კიდევ მეტად დასჯის და ნებას არავის მისცემს, რომ ამ კაცუნებმა წინასწარმეტყველება (თავიანთი ჭკუით) გააბათილონ.
ჩემი გაზეთი – ეს არის უდიდესი ენერგია, იმედი, რომელიც დაგანახებთ სწორ გზას, სიკეთესა და სითბოს შემოიტანს თქვენს ოჯახებში. ამას ვხედავ და ვამბობ გულით, ვინაიდან მე მიყვარს ჩემი საქართველო, მე მიყვარს ჩემი დატანჯული ქართველები. ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, ამისთვის მე – ლელა კაკულიამ – ბევრი რამ დავთმე. დიახ, ჩემი ერის სიყვარულისთვის ბევრი დამიპირისპირდა, მაგრამ ისინი დამარცხდნენ ისე, რომ ჯერ კიდევ კარგად ვერ გაუაზრებიათ, რას ებრძოდნენ. როცა გაიაზრებენ, მაშინ უკვე ძალიან გვიან იქნება.
ხალხს ახალი სიტყვა წყურია წყალივით და ისინი მიიღებენ მას – გაბრწყინებულ, თავისუფალ საქართველოს, ქვეყანას, რომელიც მხოლოდ ქართველებისაა და სხვა არავისი. ზნე, წესი, აზროვნება, დედა ენა – ყველაფერი ქართული რჩება (არც არსად წასულა). ამას ვერაფერი წაშლის. გაიგეთ, ქართველებო, ჩვენ ვიყავით და ვიქნებით მუდამ, ჩვენ მოვესწრებით გაბრწყინებულ, ძლიერ საქართველოს. ეს ჯერ კიდევ 25 წლის წინ –1981-1984 წლებში ვიხილე და ვიწინასწარმეტყველე. თანდათან ყველაფერი სრულდება.
იცოდეთ, თითოეული ქართველის ოჯახში ხვავი და ბარაქა დაისადგურებს. აღარ იქნება შიმშილი და არც ცრემლები თქვენს სახეებზე.
მერწმუნეთ, ეს სიმართლეა და ამას არა მარტო თქვენ, არამედ მთელი მსოფლიო იხილავს, ვინაიდან მე მრავალ სახელმწიფოზე ვწინასწარმეტყველებ და, რა თქმა უნდა, მათთვისაც ძალზე საინტერსოა ეს.
მალე გამოვა წიგნი – ძალზე მნიშვნელოვანი. ეს არის მთლიანი ენერგია და სასწაული, რომელიც იარსებებს მუდამ, საუკუნეების განმავლობაში; წიგნი, რომელიც მოგაცილებთ ყველა გაჭირვებასა და უიმედობას; წიგნი, რომელიც სიცოცხლეს გაჩუქებთ, მძიმე წუთებში დიდ ძალას გაგრძნობინებთ და რომლითაც ყოველგვარ წინაღობას დაძლევთ. ადამიანო, როცა წიგნს ხელში აიღებ, უმალ მიხვდები ამას. ეს არის სრული სიმართლე. სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს. ეს ასეა და მორჩა!
წინასწარმეტყველება ძალიან სათუთი თემაა და იცოდეთ, ვინც ჩვენთან ითამაშა, წააგო! რასაც ვამბობ, სრული სიმართლეა. არ გამოვრიცხავ და ვიტყვი, რომ შეიძლება ბევრმა ვერც შეიძინოს ეს წიგნი. იგი მხოლოდ განათლებული, სუფთა სულის მქონე ადამიანების ხელში მოხვდება. რასაც ახლა ვამბობ, ეს არის წინასწარმეტყველება წიგნთან დაკავშირებით.
მოდის დრო, როცა მსოფლიოს ძალიან ბევრი კითხვა ექნება და მათ მხოლოდ ჩემი წიგნი – ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია უპასუხებს. დაიმახსოვრეთ: მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია პასუხი გავცეთ ყველას ყველაფერზე!
ჩემო საყვარელო ქართველებო, მე გეტყვით, რასაც ვხედავ. 1992 წლის 18 დეკემბრის წინასწარმეტყველებაში ვწერ, რომ ნატო გვაიარაღებს, ძლიერდება ქართული ჯარი, საქართველოს ტერიტორია დაცულია, იდგმება რაკეტები და ა.შ. იქვე ვიწინასწარმეტყველე, რომ ქართველი არ დაემსგავსება ევროპელსა და ამერიკელს. ქართულ კულტურას, ზნეს, წესებსა და ჩვეულებებს, რითაც ვართ განთქმულნი, კი არ ვკარგავთ, არამედ ვიბრუნებთ. ქართველი არ გადაშენდება! ვინარჩუნებთ ქართულ სახეს. ნატოში შევალთ თუ იმის იქით, მაინც არაფერს ვკარგავთ, არაფერს!
ნელ-ნელა, ჩემო საყვარელო ქართველებო, ყველაფერი დაიხვეწება და დალაგდება, დასუფთავდება ჩვენი ქვეყანა. ის რიტმი კი, რასაც ჰქვია დემოკრატიული განვითარება, არ უნდა დავკარგოთ არც ევროპასთან და არც ამერიკასთან მიმართებაში. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის. ნუ იკითხავთ, ჩვენ მოვესწრებითო? გეტყვით, რომ ბევრ სიკეთეს მოესწრებით. გიჭირთ, იცის უფალმა, მაგრამ ეს ბეწვის ხიდი გასავლელია და ამ ხიდს მთელი საქართველო გაივლის კოსმოსის დახმარებით.
ვხედავ, რომ საკუთარი მიწები სოფლებში არ უნდა მიატოვოთ. უფრო მეტიც, არ უნდა გაყიდოთ! იმიტომ, რომ ვხედავ, თქვენი მიწა გადაგარჩენთ მომავალში. არ გაყიდოთ!
დაცარიელებული სოფლები, ადრეც აღვნიშნე, რომ ისევ გაივსება ხალხით. იცოდეთ, როგორც ნათქვამია, სოფელი ძლიერია. მიწა გამოგკვებავთ, მიწა შეგინახავთ. როგორც ჩვენი მამა-პაპანი შრომობდა და ამუშავებდა მას, ისე იშრომეთ და ნახავთ, როგორ მოსავალსაც მოიმკით. მთავარია, არ იზარმაცოთ!
ნუ მისცემთ სხვებს თქვენს მიწებზე გამდიდრების საშუალებას. იშრომეთ თვითონ და შექმენით თვითონ. ვინ არიან ჩინელები? ვინ არიან თურქები და სხვანი? მოუარეთ თქვენს მიწებს და შეუნახეთ ის შვილებს. ძალიან კარგად ხვდებით, რასაც ვამბობ. მომავალში ასეც მოხდება, ვხედავ, ამინ!
(გაგრძელება იქნება)
image
1
1180
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1180
  
2020, 14 ივნისი, 11:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1