x
რატომ ვართ მშიშრები,რატომ გვეშინია?

imageრატომ გვეშინია? საინტერესო კითხვაა, ეგ კი არა ბევრს ამ კითხვის დასმისაც კი ეშინია.ზოგიერთი კი თავის შიშსა და შფოთვას მალავს.სწორედ ასეთ ადამიანებს უწოდებენ მშიშარას.საერთოდ, უამრავი ცოცხალი არსება არსებობს და ყველამათგანს საკუთარი შიში გააჩნია.თუ ვინმე გეტყვით, რომ მე, არ ვარ მშიშარა არაფრის არ მეშინია, უშიშარი ვარ.არ დაიჯეროთ, გატყუებთ გულში ის, ფიქრობს რომ სხვის თვალში სუსტი არ გამოჩნდეს არადა სისუსტე სინამდვილეში ტყუილია და იმ შფოთვის დამალვა რაც მართლა სისუსტეა.არ არსებობს ისეთი ვინმე, ვისაც რაღაცის არ ეშინია, ვისაც არა აქვს საკუთარი სისუსტეები, მინუსები ან პლიუსები.ამის გარეშე ადამიანი ერთი უინტერესო არსება იქნებოდა.არ დამალო შენი ცუდი თუ სუსტი მხარე და მხოლოდ არ გამოაჩინო ძლიერი ეს არასწორი ქმედებაა.ცხოვრებაში ერთხელ მაინც დადგება ის მომენტი როცა მოგიწევს ისაუბრო შენივე დამალულ სისუსტეებზე ამიტომ სანამ შესაფერისი დროა იქამდე გამოაჩინე ეს ყოველივე თორემ შემდეგ ეს შენზე ცუდად იმოქმედებს და გაგირთულებს ყოველდღოურობას, ან ხინჯად დაგამახსოვრდება ეგ დღე.ვინც ფიქრობს, რომ მშიშარა ადამიანი არ უნდა იყოს, ის არასწორად მსჯელობს რადგან შიში არის ის ერთ-ერთი გრძნობა რომელოც ავსებს სულს.სიყვარული, ალერსი, ღალატი, სევდა, შფოთვა, მარტოობა, შიში და სხვადასხვა სისუსტეები და ის გრძნობათა გაერთიანება რომელოც სულიერ რკალს ქმნის და შესაბამისად ამ ჯაჭვის ერთი პატარა ნაწილი, რომ გავწყვიტოთ სულ მთლად დაიშლება, აღარ ექნება ის ფორმა რაც ადრე ჰქონდა.ვისწავლოთ, შიშის კონტროლი, შფოთვას არ ავყვეთ საკუთარ თავს ვუთხრათ, რომ არ შეგვეშინდეს და რომ ძლიერნი ვართ...ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის გამოსავალი მოტივაცია მივცეთ საკუთარ თავს და სხვას, რომ გაგვივლის და გაივლის ყოველივე ცუდი და არა ის ტყუილი, რომ შიში ან სისუსტე არ არსებობს...შიში ყველგან თან დაგყვება, როგორც სხვა გრძნობებს ვაკონტროლებთ ისე უნდა ვაკონტროლოთ მომაკვდავი გრძნობები რომელიც ადამიანს შინაგანად ანგრევს.მათთან ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, თუ არ შეეგუები ამ ყოველივეს, მაშინ გაგიჭირდება თან ძალიან.ჩაისუნთქე, ამოისუნთქე თვალები დახუჭე და გამოიგონე შენებური რელაქსაციის მეთოდები ფსიქოლოგიურად ეს შველის გრძნობების კონტროლს.არ შეგეშინდეს არაფრის, ენდე საკუთარ თავს.

0
346
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0