x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
სახალისო მითი კახელების საფირმო კერძზე – ხაშლამაზე
image


არც მთლად ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კოლხას აღმოსავლეთით, დიაოხის ტერიორიაზე და კერძოდ ამ ჟამინდელ კახეთში, ერთი გლეხი თურმე ხარ-გუთნით მიწას ამუშავებდა. საბრალო, რამოდენიმე დღის ნაჯაფარ უძინარი ყოფილა და გუთანზე ჩამოსძინებია.


მეხრეს გარეშე მიშვებული ხარი, თურმე ერთსა და იმავე ნახნავზე ტრიალებდა და ტრიალებდა. ნელნელა ჩასულა სიღრმეში და ბოლოს მიწა გამსკდარა. გლეხიც და ხარიც ქვესკნელში ჩავარდნილან ჰადესის სამფლობელოში.


კახელი გლეხი ბეწვზე გადარჩენილა რომ ადუღებულ ქვაბში არ ჩავარდნილიყო. სამწუხაროდ ხარი შიგ ჩავარდნილა. ამას ადასტურებს ჰომეროსის პოემიდან ამონარიდი:



"გასკდა მიწა და ჩაცვივდნენ,
ქვესკნელს გლეხი და ხარი,
ხარი ცხელ წყალი ჩავარდა,
გლეხმა კი იღძო მხარი"


ამ ხმაურზედ ჰადესი მისულა კახელ გლეხთან და უკითხავს აქ როგორ მოხვდიო? გლეხს არ უნდოდა ეღიარებინა რომ დაღლილს ჩაეძინა და მოატყუა:
- ხაშლამის მოხარშვა მინდოდა და ცეცხლის ანთება დემეზარა, ვიფიქრე ჩავალ და ჰადესთან მოვხარშამო.

- ხაშლამა რაღააო? - უკითხავს გაოცებულ ქვესკნელის ღმერთს;
- ემსააჩი გაგასინჯებ, ოღონდ მაიტა შენ გაიქე, ცეზარას გვირგვინიდან სამი-ოთხი ფოთოლი დაფნა გამააძრე, ორი თავი ხახვი, ოთხი თავი ნიორი და ბლომათ მარილი მაიტაო.
ჰადესსაც უმალ შეუსრულებია მისი დანაბარები.


დასხდნენ თურმე და კაი მამა-პაპური პური ჭამეჲ. ჰადესს უთქვამს,
- შენ იგეთი ღვთიური რამე მაჭამე, ზევსმა მოკლას ჩემ ყველაყაჲ თუ აქ დაგტოვოო. აურაცხელი ოქრო–ვერცხლით დაუჯილდოვებია გლეხი და გამოუშვია უკან.


სოფლად დაბრუნებულს ყველაფერი მოუყოლია კახელებისთვის. მას აქეთ ყოველ გარდაცვლილს კახელები ხაშლამით ისტუმრებდნენ იმ იმედით რომ იქნებ ჰადესმა უკან გამოუშვასო. ასე დამკვიდრდა ხაშლამის ტრადიცია.

1
413
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
413
  
11 ივლისი, 21:55
ხაშლამა ვეგეტარიანელებმა რომ გასინჯეს კარგი მცენარეაოოო
0 1 1