x
მეტი
  • 04.07.2020
  • სტატია:101242
  • ვიდეო:346562
  • სურათი:465135
რატომ უნდა აშენდეს ჰესები საქართველოში? რა პოტენციალი აქვს მას საქართველოსთვის?
image
რატომ უნდა აშენდეს ჰესები საქართველოში? რა პოტენციალი აქვს მას საქართველოსთვის?

  • ჰესების შენება ეფექტური საშუალებაა წყალდიდობების წინააღმდეგ. წყალმოვარდნის ალბათობა 10%-დან მცირდება 1% -მდე და საფუძველია დიდი ზარალის თავიდან აცილების. მაგალითად 2010 წელს ჩინეთში მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა ჰიდროელექტროსადგურმა სამი ხეობის კაშხალმა ბოლო 130 წლის მანძილზე უდიდეს წყალდიდობას გაუძლო (70 000 კუბური მეტრი წამში). ამ პერიოდში კაშხლიდან მხოლოდ 40 000 კუბური მ/წმ წყალი გადაედინებოდა, ხოლო დანარჩენი წყალსაცავში აკუმულირდებოდა. ამით ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და მრავალმილიარდიანი ზარალი თავიდან იქნა აცილებული. ყოველწლიურად იზრდება კატაკლიზმები მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, რომელიც ყოველწლიურად 200 მილიონ ზარალს ნახულობს ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად.
  • ჰესების შენება საფუძველია დაახლოებით 20 მილიარდამდე ინვესტიციის მოზიდვაზე საქართველოში.
  • საფუძველია მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად.
  • ჰიდროენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციიის (IHA) ინფორმაციით, ჰიდროენერგია მსოფლიოში არსებული ენერგოწყაროებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუფთა რესურსია. მას 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის გენერაციაზე ნახშირორჟანგის (CO2) ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ემისია აქვს. ასოციაციის კვლევის შედეგების თანახმად, ქვანახშირის ნაცვლად ჰიდრორესურსის გამოყენება ყოველწლიურად ჰაერის 4 მილიარდი ტონა სათბურის აირებით დაბინძურებას გამორიცხავს და ატმოსფეროში გაფრქვეულ გლობალურ ემისიებს 10%-ით ამცირებს. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს სითბური აირების ემისია ვაკონტროლოთ და მიზნობრივ მაჩვენებელს არ გადავაჭარბოთ.
  • იაფი, ხელმისაწვდომი, სუფთა ენერგიაა, განსხვავებით ქარის და მზის ენერგიისგან, რაც ამჟამად უმეტესად ინსტალირებულია საქართველოში მცირე მიკროსადგურების სახით, სტაბილურობით გამოირჩევა 24 საათის განმავლობაში.
  • ჰესების შენება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც უსაფრთხოების კუთხით, ასევე ეკონომიკური კუთხით.
  • უახლოეს მომავალში ელექტრო მანქანები ჩაანაცვლებს ბენზენზე მომუშავე მანქანებს, რაც კიდევ უფრო აუცილებელს ხდის ელექტროენერგიის საჭიროებას. დაახლოებით 7-10 წლის პერსპექტივაში.
  • იაფი ჰიდროენერგია მთავარი არგუმენტია ინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდათ და ეკონომიკის გასაზრდელად. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ჩვენთან ელექტროენერგიის ფასი.

  • ჩვენ აუცილებლად უნდა ავითვისოთ ჩვენი ჰიდრო პოტენციალი. რატომ და რა პოტენიალი აქვს მას? მაგალითისთვის მოვიყვან, რომ სწორედ ჰიდროპეტენციალი იყო ის აუცილებელი წყარო, რომელიც ათვისებული იქნა ნორვეგიის და შვეიცარიის მიერ ათეული წლების წინ, მათი ჰიდროპოტენციალის 70%-მდე და მათ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე დიდი გავლენა იქონია. მათ მიერ პოტენციალის ათვისება დღესაც შეუქცევადია. სწორედ ჰესები იყო ის ბაზისი, საფუძველი, რომელმაც ათეულ წლების განმავლობაში მათი ქვეყნების ეკონომიკა და ხალხთა კეთილდღეობა უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. რატომ? ჩვენ გარშემო არსებული ნივთების 90%-ის შექმნას ენერგია სჭირდება. მის გარეშე ქვის ხანაში ვიქნებით. სწორედ ენერგიაზე დამოკიდებულებაა ერთ-ერთი მიზეზი დიდი სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების და გავლენების გადანაწილების ენერგიის გარეშე ვერაფერს შევქმნით, ვერანაირ პროდუქციას, საწარმოებს დიდი ენერგია სჭირდება, დეფიციტის შემთხვევაში არ შეიქმნება სამუშაო ადგილები, შეფერხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდა. გვინდა კი ესეთი სცენარი?


    თანამედროვე ტექნოლოგიებით აშენებული ჰესები 10 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და ასეთ შემთხვევაში მინიმუმამდეა დაყვანილი მოსახლეობის დაზიანების საფრთხე. წარსულში ჰესების მშენებლობასთან მიმართებაში მხოლოდ ეკონომიკურ მიდგომას განიხილავდნენ, დღეს ეს მიდგომა შეცვლილია და გარემოსდაცვითი მიდგომა დაემატა. საქართველოს ეკონომიკურად გამართლებული ჰიდრო პოტენციალი 40 ტერავატსაათია. ამჟამად 13.3 ტერავატ/სთ ენერგიას მოვიხმართ. 2019 წელს ელექტროენერგიის იმპორტში 78 მილიონი ლარი გადავიხადეთ, ამ პოტენციალის ფონზე. უახლოეს წლებში ელექტროენერგიის მოხმარება ზრდის ტენდენციით ხასითდება, წლიურად 5%-იანი ზრდა გვაქვს და უახლოეს 10 წელში 22 ტერავატ-საათზე ავალთ მოხმარებით და იმპორტზე დამოკიდებულება კიდევ გაგვეზრდება. კიდევ უნდა შევიძინოთ ელექტროენერგია მომავალში და ასეული მილიონები უნდა გავუშვათ სხვა ქვეყნაში? რუსეთში? როცა მილიარდობით ინვესტიციის საფუძველია (დაახლოებით 20 მილიადრამდე) აქ ჰესების შენება, იქმნება მუდმივი სამუშაო ადგილები, არ ვიქნებით დამოკიდებული სხვა ქვეყანაზე და რაც მთავარია საფუძველია ჩვენი ქვეყანაში ეკონომიკის და კეთილდღეობის სწრაფი ზრდის. (ვის დაავაწყდა ჩაბნელებული და გაყინული თბილისი რუსეთის მიერ, არც ისე დიდი ხნის უკან იყო).


    ასეთი პროექტის შემთხვევაში, გვაქვს მომავალში პოტენციალი 20 ტერავატ-საათი ელექტროენერგია ევროპას მივაწოდოთ შავი ზღვის ქვეშ თუ ელექტროგადამცემ ხაზს გავიყვანთ (საშვილიშვილო საქმეა, როგორც ეკონომიკური ასევე უსაფრთხოების კუთხით, 3 მილიარდე ჯდება დაახლოებით, როგორც აფასებენ).



    ჩვენდა სასიხარულოდ ჰიდრო პოტენციალი ჩვენთვის უახლოეს წლებში ნავთობპროდუქტებს ჩაანაცვლებს, იმდენად დიდი მოთხოვნა უჩნდება ევროპას, (მას შემდეგ ჩვენც) ელექტრომანქანებზე მასიურად გადასვლის გამო. 800 ტერავატ-სთ ენერგიაზე უჩნდება მოთხოვნა ახლო მომავალში ევროპას, სადაც ჩვენს პოტენციურ 20 ტერავატ-სთ ელექტროენერგიაზე მოთხოვნას უპრობლემოდ აითვისებს. ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რა ეტაპზეც იყო ათეული წლების წინ შვეიცარია, ნორვეგია. არ იქცა იქ ჰესების შენება ტრაგედიად, პირიქით ხალხთა კეთილდღეობის საფუძველი გახდა. ჰესების მშენებლობის ეტაპი უნდა გავიაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის, საერთო კეთილდღეობის სწრაფი ზრდისთვის.


    მე ვთვლი რომ მავნებლობაა იმ პოტენციალის არგამოყენებაა რომელიც გვაქვს და მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ვაძლევს უფლებას მანიპულირების, რომ ჩაგვაბნელა და გაგვყინა ის არ იყო საკმარისი? (2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი 40%-ით გაიზარდა) ეკონომიკური განვითარების პოტენციალს რომ ვკარგავთ, არც ესაა საკმარისი არგუმენტი?, ასეულ მილიონს რომ უცხოეთში ვუშვებთ და ვალუტას ვაუფასურებთ და ინფლაციას ვზრდით, არც ესაა საკმარისი?



    2020 წლის პირველ კვარტალში, როდესაც ინდუსტრია მეტ-ნაკლებად გაჩერებული იყო, საქართველო მაინც ენერგო დეფიციტური ქვეყანა იყო, იმ ფონზე როცა მხოლოდ ჰიდრო რესურსების დაახლოებით 20%-მდე გვაქვს ათვისებული.


    იაფი ჰიდროენერგია მთავარი არგუმენტია ინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდათ და ეკონომიკის გასაზრდელად. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ჩვენთან ელექტროენერგიის ფასი.


    რასაკვირველია ჰიდროენერგეტიკას აქვს გვერდითი ნეგატიური გავლენა ბუნებაზე. გავშალოთ უფრო ფართოდ ეს თემა, ანალიზისთვის. ჰიდროელექტროსადგურებს ჯერჯერობით აქტიურ კონკურენციას მხოლოდ ბირთვული სადგურები და თბოსადგურები უწევენ. რიგ მიზეზთა გამო საქართველოში ბირთვული სადგურის მშენებლობა ჯერ ალბათ ვერ მოხერხდება. ჩერნობილი არც არავის დავიწყებია, არც უახლოეს გასულ პერიოდში იაპონიაში მოხმდარი კატასტროფა ატომურ რეაქტორზე, პირიქით ტენდენციაა მსოფლიოში ბირთვული რეაქტორების დახურვის, მაგალითად გერმანიამ დახურა ატომური ელექტროსადგური. რაც შეეხება მზის ენერგიას, ამჟამად მზის მიკროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე საქართველოში უმნიშვნელოა, 2.5 მეგავატი დაახლოებით. პერსპექტივა მზის ენერგიის, სავარაუდოდ 5-10 წლის პერსპექტივაში იქნება მასიურად ფასის კლების პარალელურად და ენერგიის შემნახველი ტექნოლოგიების დახვეწის და გაიფაების ხარჯზე. აშშ-დან ილონ მასკს თუ მოვიწვევთ მზის გიგაფაქტორის აქ ასაშენებლად, იმაზეც დავფიქრდეთ, რომ მისი მხრიდან იქნება მზაობა 5 მილიარდი ინვესტიცია ჩადოს საქართველოში 1 მზის ელექტროსადგურში? რა მოთხოვნაც გვიჩნდება ენერგიაზე უახლოეს წლებში. ჩემი აზრით რთულია, თუ შეუძლებელი არა, გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტების ფონზე და არც ისე მცირე სხვა მიზეზებზე, რომელზეც ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ ზოგადად.
    შედარებისთვის გვრჩება თბოსადგურები:
    თბოსადგურები ბუნებრივ აირზე მუშაობს, 1 კვ/სთ ენერგიის გამოსამუშავებლად ის ატმოსფეროში გამოყოფს დაახლოებით 0, 2 კგ ნახშირორჟანგს. მაგალითად
    ონში დაგეგმილი ჰესის სიმძლავრე 200 მეგავატია, ანუ 200 000 კვ/სთ - ანუ თბოსადგური, რომელიც გამოიმუშავებს იგივე მოცულობის ენერგიას, საათში ატმოსფეროში გამოყოფს 200 000 * 0.2 = 40 ტონა CO2 ს . ეს წელიწადში 350 400 ტონის ტოლია.
    როგორც ვიცით ნახშირორჟანგისგან ჰაერის გასუფთავებას მცენარეები ახდენენ. 1 ჰ შერეული ტყე, სადაც დაახლოებით 300 ძირამდე საშუალო ხეა წელიწადში შთანთქავს დაახლ. 17 ტონა ნახშირორჟანგს, ანუ ზემოთ დათვლილი რაოდენობის ნახშირორჟანგისგან ჰაერის გაწმენდას დაჭირდება 20 600 ჰექტარი ტყის მასივი. ეს დაახლოებით 6.2 მილიონი საშუალო ზომის ხეა.
    გამოდის რომ, შედარებისთვის, ონში ჰესის აშენება 6.2 მილიონი ხის დარგვის ტოლფასია. გასაგებია, რომ ამ მასშტაბის მშენებლობა გარემოზე გარვეულ ზემოქმედებას მოახდენს, ამას ვერ გავექცევით, მაგრამ ენერგია გვჭირდება და რაღაც გზით ის აუცილებლად უნდა მივიღოთ. თბოსადგურების შენება ამცირებს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას, (გაზს მეზობელი სახელმწიფოებისგან ვიძენთ) გარდა იმისა რომ გარემოზე დიდი უარყოფითი ზემოქმედება აქვს.


    ჩვენ რომ მდიდარი, მაღალი ტექნოლოგიების მფლობელი და ძლიერი არმიის-სპეცსამსახურების სახელმწიფო ვიყოთ, ბუნების მეტ ფრაგმენტს შევინახავდით ხელუხლებად და მეტს ვიფიქრებდით ეკოლოგიაზე. უნდა ვიცოდეთ რომ ეკონომიკა-ჰიდროენერგეტიკა თუ არ განვავითარეთ, ეკოლოგიას მეტი ზარალი მიადგება. რაჭა და სვანეთი მთლიანად გაიჩეხება იმიტომ რომ მოსახლეობის გამოკვების სხვა საშუალება არ იქნება. ტურიზმი რომ ეკონომიკისთვის სტრატეგიული რესურსი არ არის ეს დღეს ყველამ დაინახა. ამიტომ ჰიდროსადგურები უნდა ავაშენოთ იმისთვის რომ ბუნება და ეკოლოგია გადავარჩინოთ.


    თუ არ მოხერხდა რამოდენიმე მსხვილი წყალსაცავიანი ჰესის მშენებლობა საქართველოში, გაგვიჭირდება პიკური საათების დროს და წყალმარჩხი სეზონის დროს გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება ენერგიაზე. ქვეყნის განვითარების პარალელურად იზრდება ენერგიის მოხმარება, მაგალითად გერმანია 3-ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარს საშუალოდ, ვიდრე საქართველო. როგორც აღვნიშნე ყოველწლიურად 5%-ით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში და ენერგიის გენერაცია უნდა დაეწიოს მოთხოვნას.


    1
    418
    1-ს მოსწონს
    ავტორი:გოგიტა ხურცია
    გოგიტა ხურცია
    418
      
    20 ივნისი, 2:24
    კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

    0 1 1