x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
და-ძმა
ნიკო და ლიზიკო სახლის უკან კაკალქვეშ ისხდნენ, წენგოიან კაკალს ამტვრევდნენ და გემრიელად შეექცეოდნენ.

უბეები რომ დაიცარიელეს, ნიკომ ქვები მოაგროვა და კაკალს დაუშინა, ლიზიკო კი ასაკრეფად გაიქცა.

-ვაიმე დედა! -უცებ ლიზიკომ თვალზე ხელი იტაცა.

-ქვა ხომ არ მოგხვდა?-შეშფოთდა ნიკო.


-კაკალი დამეცა...

-სუ, ნუ ტირი, მოგირჩება, -მიეფერა ნიკო.

დედამ ლიზიკო ექიმთან წაიყვანა. უკან სლუკუნით მისდევდა ნიკო. ექიმმა გოგონა დააიმედა, საშიში არაფერია, თვალი მალე მოგირჩებაო.

საღამოს და-ძმა ტახტზე ისევ ერთად თამაშობდა.

-ლიზიკო! შენ რომ თვალი გაგფუჭებოდა, ჩემსას გაჩუქებდი, -უთხრა თანაგრძნობით ნიკომ.

-ეგ რამ გაფიქრებინა? როგორ გაგიმეტებდი? აბა, დამაკვირდი: მე თაფლისფერი თვალები მაქვს, შენ კი-ცისფერი!-მიეალერსა ლიზიკო.

-მე მაინც გაჩუქებდი...-წაილუღლუღა ნიკომ.

0
7
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი ოკმელაშვილი
ქეთი ოკმელაშვილი
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0