x
პირის ღრუს ტუბერკულოზი
ტუბერკულოზი არის ქრონიკული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს "ტუბერკულოზის მიკობაქტერია" . ტუბერკულოზის მიკობაქტერია გამზლეა გარემო ფაქტორების, ქიმიური და ფიზიკური გავლენის მიმართ. გარემოში ისინი სიცოცხლისუნარიანობას ინარჩუნებენ მრავალი თვის განმავლობაში, განსაკუთრებით ნოტიო და ბნელ ოთახებში.

ამჟამად, ტუბერკულოზის ოთხი ზირითადი ტიპი გამოყოფილია, რომლებსაც შეუზლიათ გამოიწვიონ ადამიანებისა და თბილსისხლიანი ცხოველების დაავადებები-ადამიანის, მსხვილფეხარქოსანი საქონლის, ფრინველების და თაგვის.

ადამიანი მგრზნობიარეა ზირიტადად მიკობაქტერიის ტუბერკულოზის პირველი ტიპის მიმართ.ტუბერკულოზის გამომწვევი გამოიყოფა არამხოლოდ პაციენტის ნახველით, არამედ შარდით, განავლით.ჩირქითაც.ზოგიერთშემთხვევაში, დასნებოვნება შეიზლება მოხდეს ტუბერკულოზით დაავადებული ცხოველისგან, პირველრიგში პირუტყვისგან.

ტუბერკულოზით დასნებოვნება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: ავადმყოფის მიერ გამოყოფილი მიკობაქტერიების რაოდენობა, კონტაქტის ხანგრზლივობა და ხასიათი, ინდივიდუალური პროფილაქტიკური წესების დაცვა, ჯამრთელობის მდგომარეობა, ორგანიზმის დაცვითი რეაქციების მდგომარეობადა ა.შ., ანტისანიტარული საოჯახო ჩვევები(საერთო ჭურჭლის, კბილის ჯაგრისისნგამოყენება და სხვა პირადი ჰიგიენის საშუალებები) წვლილი შეიტანეს ტუბერკულოზის ინფექციის გავრცელებაში.


ტუბერკულოზი პირის ღრუში-იშვიათი დაავადებაა, რადგან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი შედარებით ნაკლებათ მგრძნობიარეა ტუბერკულოზის მიკობაქტერიის მიმართ (შეინიშნება ზრდასრული პაციენტების 0, 3%-ში, რომლებსაც აქვთ ფილტვის აქტიური ტუბერკულოზი.პირველადი ტუბერკულოზი (პირველადი ტუბერკულპზური კომპლექსი)პრაქტიკულად არ გვხვდება მოზრდილების პირის ღრუში.ფილტვის ან კანის ტუბერკულოზის შედეგად პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტუბერკულოზი(მეორეული) ზირითადად გვხვდებაორი Fორმით-1.ტუბერკულოზურიმგლურა; 2.მილიარულ-წყლულოვანი ტუბერკულოზი. შედარებითიშვიათად გვხვდება სკლოფუროდერმა.

პირის ღრუს ტუბერკულოზის კლინიკური ფორმები

1.პირის ღრუს ლირწოვანის ტუბერკულოზი:

-ენის ტუბერკულოზი

-ღრზილის ტუბერკულოზი

-ტუჩების და ლოყების ლორწოვანი გარსის ტუბერკულოზი

-მაფარი და რბილი სასის ტუბერკულოზი.

პირის ღრუს ლორწოვანის ტუბერკულოზის ზირითადი კლინიკური და მორფოლოგიური ფორმები არისბინფილტრაციული და წყლულოვანი.

ტუბერკულოზური ინფილტრატის ფერი მერყეობა წითელი ფერიდან(მწვავე ფორმები), ფერმკრთალამდე(ფიბროზული ფენების თანდასწრებით).

ტუბერკულოზურ წყლულებს აქვთ პატარა ბზარების შესახედაობა, ზოგჯერ ჩაზირულია და არ ჩანს პირის ღრის ლორწოვანისნაკეცებში, ან ფართო ზედაპირი აქვთ წყლულებს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება რუხი=მოყვითალო ფერის მილიარული(მცირეკეროვანი)გამონაყარით.

ტკივილი პირის ღრუს ტუბერკულოზური დაზიანების სხვა და სხვა ფირმის დროს არ არის ზალიან გამოხატული, დამოკიდებულია პროცესის ლოკალიზაციაზე და ვლინდება როგორც დამოუკიდებლად და საკვების მიღების დროს.

პირის ღრუს ტუბერკულოზის სიმპტომებისა განსხვავებულია და დამოკიდებულია პროცესის სიმძიმეზე, ბუნებაზე, ფორმაზე და ადგილმდებარეობაზე.კლინიკურად დამახასიათებელია ორგანიზმის მრავალიზოგადი ფუნქციის დარღვევა, ტუბერკულოზური ინტიქსიკაციისთვისდამახასიათებელი ნიშნები დაადგილობრივი სიმპტომები, მათ შორის ფილტვების დაზიანების გამოვლინებები და პირის ღრუს ლორწოვანიგარსის ტუბერკულოზის სურათი.

მწვავე სტადიაზე სესაძლებელია თან დაერთოს არასპეციფიური ანთება, რომელიც გამოწვეულია სოკოების "კანდიდას" გვარით.იშვიათად, შემთხვევათა 1-10%-ში წყლულები გვხვდება, რომლებიც გადაგვარდება ლუპუსკარცინომაში.

ყველაზე ხშირი ლო;ალიზაციაა ტუბერკულოზური მგლურის პირის ღრიში-ზედა ტუჩი, ღრძილები და ზედა ყბის აჯვეოლური ქედი, მაგარი და რბილი სასა. დაზიანების პირველადი ელემენტია ტუბრკულოზური ხორკლი-ლუპომა-რბილი წუთელი ან ყვითელ-წითელი, დიამეტრით 1-3მმ.

ტუბერკულოზური ხორკლები განლაგებულია ჯგიფირად.პერიფერიულად იზრდებიან, ხოლო ცენტრში სკდებიან, რაც იწვევს წყლულების გაჩენას რბილი, ოდნავ მტკივნეული შეშუპებული კიდეებით. დაზიანების კერას აქვს ზედაპირული წყლულის შესახედაობა, დაფარულია წითელი ან წითელ-ყვითელისუფთა ან მოყვითალო ნადებით, სისხლმდენი პაპი;ომატოზებით.კბილთაშორისი ალვეოლური ქედების ძლოვანი ქსივილი განადგურებულია, კბილები ირყევა, რაც იწვევს კბილის ამოვარდნას და დაკარგვას. დაზიანებული ტუჩი შეშუპებულია, ზომაში იზრდება.სისხლ-ჩირქოვანი ქერქებით ოფარება, რომელთა მოცილების შემდეგ წყლულები ჩნდება.ტუჩებზე აღინუშნება მტკივნეული ნახეთქები.

ტუბერკულოზურიმგლურისათვის დამახასიათებელია ვაშლის ჟელეს სიმპტომი და სიმჯი ზონდით.კანზე ან წითელ ყაეთანზე ზეწოლისას სასაგნე მინით, დაზიანებული ქსოვილი ფერმკრთალდება, მიყვითალო-მოყავისფრო კვანძების სახით მოჩანს ლუპომები, რომლებიც ფერის მიხედვითვაშლის ჟელეს მსგავსია.ღილაკიანი ზონდის მიჭერისას ის ადვილად ვარდება ლუპომაში(სინჯი ზონდით, პოსპელოვის ფენო, ენი)

პაციებტის ზოგადი მდგომარეობა მკვეთრად იცბლება:წონაში კლება, ოფლიანობისმომატება, სუნთქვის უკმარისობა, ცხელება და ჰიპერსალივაცია.რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებულია.პირკეს რეაქცია უმეტეს შემთხვევაში დადებითია.წყლულებში კოხების ბაცილები გვხვდება ძალიან იშვიათად, თუნდაც განმეორებითი გამოკვლევებით. ხსნგრძლივი მიმდინარეობისას ვითარდება გლუვი გა[რიალებულუ ნაწიბურებიდაზიანების ადგილზე.ტუჩზე ლოკალიზაციისას დეფორმირდება ტუჩი, რაც იწვევს მეტყველების დამახინჯებას.

მკურნალობის გარეშე პროცესი განისაზღვრელი ვადით გრძელდება;ნაწიბურების ადგილზე შეიძლრბა გამოჩნდეს ახალი თუბერკულოზური ხორკლები.ლუპომოს კერები პირის ღრუში ხშირად გართულებულია მეორადი ინფექციით(კოკი, კანდიდოზი). ლუპომის წყლულების გაავთვისებიანებაპირის ღრუში ან ტუჩებზე გვხვდება შემთხვევების 1-10%-ში.

წყლულოვანი თუბერკულოზი ვითარდება პირისღრუს ლორწოვამზე მეორედად, ინფექციის ღია კერიდან, ყველაზე ხშირად ფილტვებიდან, კოხის ბაცილების აუტოინტოქსიკაციის შედეგად.

ასეთ ადამიანებში პათოგენის მიმართ რეაქტიულობა მცირდება.

ტუბერკულოზის მიკობაქტერია, რომელიც გამოიყოფა მნიშვნელოვანი რაოდენობით ნახველთან, შეაღწევს დაზიანებული ლორწოვანის გარსში, ვითარდება ტიპიური ტუბერკულოზური ხირკლი, რომლის დაშლის შემდეგ კერის ცენტრშივითრდება წყლული.წყლულების ტიპიური ლოკალიზაცია არის ლოყების ლორწოვანი გარსი, ენის ზურგი და გვერდითი ზედაპირები, რბილი სასა.წყლულების რაოდენობა, ჩვეულრბრივ, ერთოდან სამამდეა.წყლული, ჩვეულებრივ ზედაპირული ხასიათისაა, აქვს არათანაბარი, რბილი კიდეები, მტკივნეულობა.დაფარულია მოყვითალო-ნაცრისფერი ნადებით.მიმდებარე ქსოვილები შეშუპებულია, ზოგჯერ მცირე ზომის აბსცესებიგვხვდება წყლულის გარსემო-ე.წ. ტრელიმარცვალი. რეგიონალური ლიმფური კვანძები თავდაპირველად სეიძლება არ იყოს გადიდებული, მოგვიანებით დიდდებიან, მკვრივდებიან.პალპაცია მტკივნეული.

სამწუხაროდ, პაციენტებს, რომლებსაც ფილთვების ტუბერკულოზის მძიმე ფორმები აქვთ, ზოგჯერ არ იციან მათი დაავადების სესახებ.წყლულების გაჩენა პირის რრუს ლორწოვანზე აიძულებს მათ სტომატოლოგთან მისვლას.ასეთ სემთხვევაში, სტომატოლოგების მთავარი ამოცანაა სწორი დიაგნოზის გაკეთება ან შემოთავაზება დაუყოვნებლივ პაციენტის გამოკვლევა და მკურნალობა ფტიზიატრთან.

მკურნალობის ძირითადი მეთოდია შტანდარტული ტუბსაწინაარმდეგო ქიმიოთერაპია.

დამხმარე მეთოდი:ადგილობრივი მკურნალობა;

ტრავმული ფაქტორის მოცილება;

კბილებისა და პარადონტიტის მკურნალობა;

წყლულებისანტისეპტიკური დამუშავება;

პირის ღრუსსანაცია;

აპლიკაციები;

პირის აბაზანები.



0
121
შეფასება არ არის
ავტორი:მარია პავლიაშვილი
მარია პავლიაშვილი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0