x
image
მანჩო 777
ყველაზე სასტიკი, უცნაური და გიჟური რეალითი - შოუები მსოფლიოში (+შესაბამისი ვიდეოები)
რეალითი-შოუები, რომლებშიც ადამიანები სხვადასხვა უცნაური მეთოდებით იბრძვიან ფულადი ჯილდოებისა და პოპულარობის მოსაპოვებლად, უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტელევიზიების მთავარი სანახაობრივი გადაცემები გახდა. ზოგიერთი მათგანი ნამდვილად იწვევს ადამიანის განცვიფრებას და მათ თამამად შეიძლება ვუწოდოთ "უცნაური და საშიში". გაგიკვირდებათ, მაგრამ მონოპოლია ასეთი გიჟური შოუებისა აშშ-ს სულაც არ ეკუთვნის, როგორც ეს ბევრ ჩვენგანს ჰგონია.




image



მაშ ასე, წარმოგიდგენთ ყველაზე უცნაური, გიჟური და სასტიკი რეალითი-შოუების ჩამონათვალს.



1. Man Vs. Beast






ოუს Man Vs. Beast (ინგლისურიდან ითარგმნება როგორც "ადამიანი ცხოველების წინააღმდეგ") არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინათ მხეცი და ადამიანი და ენახათ, თუ ვინ გაიმარჯვებდა სიმამაცის და მოხერხებულობის ამ გამოცდაში. თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს არცთუ ისე კარგი იდეა იყო.

შოუს რამდენჯერმე უჩივლეს სასამართლოში ცხოველთა უფლებების დამცველმა საზოგადოებებმა მათდამი სასტიკი მოპყრობის გამო. შოუს მსვლელობის დროს იყო ტურები, რომლის დროსაც ინდური სპილო ეჯიბრებოდა ორმოც კურდღელს სამგზავრო თვითმფრინავის ადგილიდან დაძვრაში, სუმოს მოჭიდავე ეჯიბრებოდა ორანგუტანგს ბაგირის გადაწევაში, ასევე შოუ მოიცავდა ადამიანსა და ველურ დათვს შორის შეჯიბრებას, თუ რომელი უფრო მეტ საჭმელს შეჭამდა.



2.Dadagirl






Dadagirl-ეს ინდური ტელევიქტორინაა, რომლის მონაწილეებსაც გამუდმებით ამცირებდნენ, აშინებდნენ და აყენებდნენ შეურაცხყოფას ფულის მოგების მცდელობის დროს. 2008 წელს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც გადაღებული იყო ნაწყვეტი ამ შოუდან. შოუს ერთ-ერთ მონაწილე გოგონას გადაცემის წამყვანი ჯერ შეუარცხყოფას აყენებს, შემდეგ კი სილას აწნავს სახეში. მონაწილემ წამყვანს საპასუხო დარტმა მიაყენა, რის შემდეგაც მას თავს მამაკაცების მთელი ხროვა დაესხა, რომლებიც მას საშინლად სცემდნენ (ეს ვიდეო ამჟამად წაშლილია იუთუბიდან და არ იძებნება).

შემდგომში შოუს ამ მონაწილემ საჩივარი შეიტანა სასამათლოში, სადაც შოუს პროდიუსერებს უჩიოდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის პროგრამით გათვალისწინებული იყო მონაწილეების მიმართ უხეში მოპყრობა, მან განაცხადა, რომ არავის მისცემდა უფლებას მისთვის პირდაპირ ეთერში ეცემათ.



3.Armed & Famous





შოუ Armed & Famous (ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც "შეიარაღებულნი და ცნობილნი") 2007 წლიდან მოყოლებული ახდენდა დემონსტრირებას, თუ როგორ სწავლობდნენ ცნობილი ადამიანები გამხდარიყვნენ კარგი პოლიციელები. შოუს მონაწილეებს შორის იყვნენ ლი ტოია ჯეკსონი, ერიკ ესტრადა, ჯეკ ოსბორნი და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი. წინასწარი მომზადების შემდეგ ეს ადამიანები პოლიციელებთან ერთად ახდენდნენ ქალაქის ქუჩების პატრულირებას. რაღა თქმა უნდა, მათ ხშირად უწევდათ დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნა. შოუს ჩვენება შეიზღუდა მას შემდეგ, რაც ერთმა ქალბატონმა სასამართლოში უჩივლა მის ავტორებს. ქალი ამტკიცებდა, რომ მის სახლში უკანონოდ შეიჭრა რამდენიმე პოლიციელი, ლი ტოია ჯეკსონი და ჯეკ ოსბორნი. დამეთანხმებით, რომ ასეთი რამ ყოველდღიურად არ ხდება ხოლმე.



4. Who’s Your Daddy?






შოუ Who’s Your Daddy? ("ვინ არის შენი მამა?") გადიოდა არხზე Fox და მასში მონაწილეობას ღებულობდნენ ნაშვილები ბავშვები, რომლებიც შოუს მსვლელობის დროს ეძებდნენ თავის ნამდვილ მშობლებს. ეს საკმაოდ რთული საქმე იყო, რადგან გადაცემაში მონაწილეობდა 8 ცრუ-მამა, რომელთაგან თითოეული ცდილობდა ბავშვის დარწმუნებას, რომ სწორედ ის იყო მისი ნამდვილი მამა. თუ ბავშვი ცრუ-მამას აირჩევდა, მაშინ ეს "მამიკო" საკმაოდ დიდ თანხას იგებდა.

საერთო ჯამში ძნელია მოიფიქრო ამაზე უაზრო და სასტიკი შოუ. ბოლოსდაბოლოს, 2004 წელს შოუ მოხსნეს ეთერიდან, რაც დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ რეალითი-შოუების ფანატებსაც კი აევსოთ მოთმინების ფიალა ამ სასტიკი სულმდაბლობის ყურებით.



5. There’s Something About Miriam




ბრიტანული შოუ There’s Something About Miriam ("ცოტა რამ მირიამის შესახებ") მხოლოდ ერთხელ გავიდა ეთერში და ჰქონდა ძალიან მოულოდნელი დასასრული. შოუს მსვლელობის დროს ექვსი მამაკაცი იბრძოდა ერთი ქალის-მირიამის გულის დასაპყრობად. გამარჯვებული დიდ თანხას-10 000 ევროს იგებდა. სამი კვირის განმავლობაში ეს მამაკაცები ართობდნენ მირიამს, დადიოდნენ მასთან ერთად პაემნებზე ბარში, კინოში და თეატრში, ეხვეოდნენ და კოცნიდნენ მას.

შოუს ფინალში მირიამმა გამოაცხადა გამარჯვებული და გაამხილა თავისი საიდუმლო: ის ქალი კი არა, მამაკაცი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შოუს მონაწილეები ცდილობდნენ კამერების წინ აუღელვებელნი ყოფილიყვნენ, მათ მაინც ვერ შეიკავეს თავი ამ სასტიკი სიმართლის მოსმენაზე: ერთ მათგანს ცრემლები გადმოსცვივდა, მეორე კი პროდიუსერს ეცა და სილა გააწნა. ბოლოს და ბოლოს, მონაწილეებმა შოუს ხელმძღვანელებს სასამართლოში უჩივლეს, მაგრამ მათ პროცესი წააგეს.



6.Tore






იაპონელები რომ განსაკუთრებით გამოირჩევიან უცნაური და უხამსი რეალითი-შოუებით, ეს ყველასათვის კარგადაა ცნობილი. შოუს Tore ("გადაიჩეხა") მონაწილეებს სხვადასხვა თავსატეხ კითხვებს უსვამდნენ და თუ რომელიმე მათგანი კითხვაზე არასწორად უპასუხებდა, გადაიჩეხებოდა უფსკრულში, რომელიც მისი ფეხების წინ მდებარეობდა. ეს ტელეთამაში მოგვაგონებს სცენას პარალელური რეალობიდან, სადაც ადამიანები იძულებულნი არიან გადარჩენისათვის ბრძოლაში არ დაინდონ ერთმანეთი. როცა სტუდიაში განგაშის ხმა ისმის და მონაწილეს ფეხებქვეშ იატაკი ეცლება, ის ვარდება უფსკრულში, რომლის ფსკერის დანახვა შეუძლებელია. საგულისხმოა, რომ ასეთი შოუ დღის სინათლეს ვერ იხილავდა დასავლურ ტელევიზიებში, რადგან მის წინააღმდეგ საჩივრების მთელი გროვა შევიდოდა.




7. Kid Nation





შოუ Kid Nation ("ბავშვების ქვეყანა") ეკრანზე გამოვიდა 2007 წელს და ზუსტად ერთი სეზონი გრძელდებოდა. შოუს იდეა ასეთი იყო: 40 ბავშვი, 8-დან 15 წლამდე, თავსდებოდა მათთვის სპეციალურად აშენებულ მინი-ქალაქში და ისინი იქ ცხოვრობდნენ მეთვალყურეობის გარეშე რამოდენიმე კვირის განმავლობაში. შოუს მსვლელობის დროს ტრაგიკული არაფერი მომხდარა: ბავშვები ალაგებდნენ, აკეთებდნენ სადილებს, დაკავებული იყვნენ სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობით...

მაგრამ შოუს ხელმძღავანელობის მისამართით ბევრი საჩივარი შევიდა. მათ ადანაშაულებდნენ ბავშვების მიმართ მკაცრ მოპყრობაში, რადგან გადაცემის მსვლელობის დროს რამოდენიმე ბავშვისათვის საჭირო გახდა სამედიცინო დახმარების გაწევა: რამოდენიმე მათგანმა წყლის მაგივრად მათეთრებელი ხსნარი დალია, ორმა გოგონამ სახე დაიწვა სადილის მომზადების დროს, იყო აგრეთვე სხვა წვრილმანი ინციდენტები. ბოლოს საქმეში კრიტიკოსებიც ჩაერთნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ასეთი შოუს ჩატარება სახიფათოა და არასასურველი.



8. Space Cadets





ბრიტანულ შოუში Space Cadets ("სტაჟიორი კოსმონავტები") საზოგადოების სხვადასხვა ფენის 11 წარმომადგენელი ემზადებოდა კოსმოსში გასაფრენად. ორი კვირის განმავლობაში მათ ავარჯიშებდნენ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე, რომლის შემდეგაც ისინი ჩასვეს "შატლში" და გაუშვეს კოსმოსში.

შოუს საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ეს გაფრენა ფიქცია იყო და "კოსმოსური ხომალდი" მხოლოდ და მხოლოდ მის მოდელს წარმოადგენდა, რომელიც ტელესტუდიაში მდებარეობდა. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, რომ შოუს მონაწილეებს თავი ნამდვილად კოსმოსში ეგრძნოთ. "დედამიწის ორბიტიდან დაბრუნებისას" ისინი მოთავსებული იქნენ დასაშვებ მოდულში, რათა რეალობა უფრო მძაფრად შეეგრძნოთ. შემდეგ ეს "მოდული" ნაწილებად დაიშალა და შოუს მონაწილეები ახარხარებული აუდიტორიის წინაშე აღმოჩნდნენ. იმედგაცრუებული და გაწბილებული შოუს მონაწილეებიდან ერთ-ერთმა ამ დროს თქვა: "ჩვენ კოსმონავტები კი არა, სახედრები ვართ". სამწუხაროა, მაგრამ არის ამ სიტყვებში სიმართლის ნატამალი.


და ბოლოს ბონუსი: ვიდეო, რომელზეც ასახულია საინტერესო მომენტები ყველაზე სულელური და ამაზრზენი იაპონური შოუებიდან.




0
629
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0