x
თრობა

თრობა

“ვერ დავიძინე იმ ღამეს.ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე_არაფერმა არ მიშველა"


ვერ დავიძინე იმ ღამეს, სავსე მთვარე ხუთავდა ქალაქს.ასტროლოგებიც, ბევრს ვერაფერ კარგს წინასწარმეტყველებდნენ. ლუდი დავლიე და სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავედი.ნაბახუსევ სახეს, გრილ ჰაერს ვუშვერდი და ნაფაზს-ნაფაზსზე ვექაჩებოდი.უკან, ტელეფონის ზარმა შემომაბრუნა:

- ძმისგულო, მაგარი შუშნიაკი მაქვს.

- ღვინო დალიე, გამოგიყვანს...


- ვითომ?

- ცადე

- დეიდა ზინკამ ნიმესილი შემომიტანა და მისი ხელით დამალევინა ელექსორი, სადარბაზოში მთვრალი რომ შემნიშნა.

- ვაა, ნახე, ზინკა, რა დუშკაა.ხვალ მწარე შოკოლადს ამოვუტან, ვიცი რომ ძალიან უყვარს...

- რაღა, ხვალ, შეჩემმა, თეთრი ღამეები თენდება უკვე...

- არც შენ ჩამომრჩი და ფუჟენის კვამლში დაკაფჩონებული, ბოდლერს მიკითხავდი ფრანგულად.

- (იცინის) ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა. ჩემი ქუჩის კნაიპედან, დაცვის ბიჭმა გამომაგდო და კუდამოძუებული მგელივით ამოვედი შინ.

- ახია, რას გამორბოდი, გდებულიყავი ჩემთან.

- ლონდრას ვერ ვუღალატებდი, კართან მელოდა წკმუტუნით.

- ამომიარეთ.კარს ღიას ვტოვებ, იქნება ცოტა ჩამთვლიმოს.

- კარგი, ძმა, დროებით...

- მგონი ამ ღამეს ვერ დავიძინებ, ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა.თოფჩიკა თავისთვის ბუტბუტებდა და სავარძელში მთვლემარე აქა-იქ ხვრინავდა მეორე დილამდე.

- “ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ არ იქცევიან ბოლოს." დეიდა ზინკამ დანანებით წარმოთქვა და ოთახის გადაადგილებას მოჰყვა, დამწუხრებული სახით...

- ვაიმე, თოფჩიკ, რა მოგივიდა, ძმაკაც?!- ასე ადრიანად არ უნდა წასულიყავი, შე-ჩეე-ემ-აა...

ლონდრა, პატრონთან ერთად აყმუვლდა და ნელ-ტფილ ცხედარს გამალებული ლოკავდა.- ვერ დავიძინე იმ ღამეს.ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა.თავისთვის ბუტბუტებდა ლოთიკა.ლონდრამ ყმუილით აიკლო სასაფლაოს ტერიტორია, სკამზე წაქცეული პატრონი რომ დაინახა.მესაფლავე, ახალ გაციებულ ცხედართან, საფლავის გათხრას მოჰყვა და მიცვალებული წესისამებრ გააპატიოსნა.მშიერ-მწყურვალი ლონდრა, გათენებამდე და დაღამებამდე იქ იჯდა. მესაფლავის მოწოდებულ პურს, პირს არ აკარებდა.დეიდა ზინკა კი შეშინებული ბოდავდა:- ნუთუ, თაგვების წამალი დავალევინეო და ალცაიმერი მოხუცი, სახეს უმოწყალოდ იხოკდა.ბარმენიც დაძაბული მყშაობდა იმ კვირას:- არ უნდა მიმეტანა ორმაგი გადამთვრალზეო.როცა მესაფლავემ ეს ამბავი მომითხრო:- ვერ დავიძინე იმ ღამეს.ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა, გულში ტკივილები მჩხვლეტდა...

- ექიმი ზურაბი, დღეს რატომ არ გამოცხადდა სამსახურში?- იჭვნარევი იკითხა დოქტორმა.- ახლავე გადავრეკავ, პატივცემულო.- ვერ დავიძინე იმ ღამით.ტანთ ჩავიცვი და გზატკეცილზე გავედი მანქანით.კნაიპეში შევედი, ლუდი დავლიე, ღვინო დავლიე- არაფერმა არ მიშველა...


ჯორჯიანა

თბილისი/საქართველო

0
202
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0