x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101237
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
ორთოდონტია - ბრეკეტები
image
ორთოდონტია - სტომატოლოგიის დარგი, შეისწავლის ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების ეტიოლოგიას, მკურნალობას და პროფილაქტიკას .ორთოდონტიული მკურნალობის ძირითადი ამოცანაა ყბა-კბილთა სისტემის ფორმის გაუმჯობესება, კბილების ან კბილთა მწკრივის გადანაცვლება . სწორი თანკბილვა არა მარტო სილამაზეა, არამედ პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკაცაა.ადამიანების 80% მეტს აქვთ კბილთა დგომისა და თანკბილვის პათოლოგია .



არის უამრავი მიზეზი თუ რატომ უნდა გავისწოროთ კბილები.


1.არასწორ თანკბილვას მივყავართ საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიამდე მისი ნისნებია თავის ტკივილები. ტკაცუნი პირის გაღების დროს და საღეჭი კუნთების ტკივილი. 2.არასწორი თანკბილვა ერთ-ერთი მიზეზია კუჭ-ნაწლავს დაავადებების განვითარების. 3.დახრილი კბილები და კბილთა მწკრივში მჭიდროთ მდგომი კბილები არ იძლევა კბილების კარგად წმენდის საშუალებას, შედეგად ჩნდება ნადები, ვითარდება კარიესი საქმე შეიძლება კბილების დაკარგამდე მივიდეს. 4.ღეჟვითი ფუნქციის დარღვევა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, თუ არ ხდება მისი სათანადო დატვირთვა ღეჭვითი ძალით, ირგლივ მდებარე ქსოვილში იწყება სისხლის მიკროცირკულაციის დარვევა, ძლოვანი ქსოვილის კვების მოშლის გამო მისი განლევა ხდება და კბილი იწყებს მორყევას და ა.შ.


ბრეკეტ-სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება :


1. კონსტრუქციით შეიძლება იყოს - ლიგატურული და თვითლიგარებადი


2. ფიქსაციის მიხედვით - ვესტიბულური და ლინგვალური


3. მასალის მიხედვით - მეტალის, პლასტმასის, კერამიკის


4. არსებობს მოუხსნელი და მოსახსნელი აპარატები.


ორთოდონტული მკურნალობისთვის არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი . თანკბილვის გასწორება თანამედროვე ტექნოლოგიებით ნებისმიერ ასაკში ხორციელდება . მკურალობის კურსი დაახლოებით 1-2 წლამდე მერყეობს, მაგრამ შესაძლებელია უფრო დიდხანაც იყოს, ეს პათოლოგიის სიმძიმეზეა დამოკიდებული . თუ ბრეკეტტ-სისტემა პაციენტს ორივე ყბაზე უკეთდება და სწორდება თანბილვა, მკურნალობის დრო წელიწადნახევარიადან ორ წელიწადნახევრამდე გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ გარვეული კბილების გადანაცვლება უნდა მოხდეს, შეიძლება ბრეკეტების ტარება 3-6 თვე დასჭირდეს პაციენტს . მკურნალობის პერიოდში პაციენტებისთვის კონსულტაციებზე რეგულარულად სიარულია აუცილებელი . ბრეკეტი - ეს სპეციალური სისტემაა რომელიც კბილებზე მაგრდება და მექანიკური ზემოქმედებით მათ სწორ მიმართულებას აძლევს . იმისათვის, რომ კარგი შედეგი გვქონდეს პირველ რიგში სწორი დიაგნოსტიკაა საწირო, რაც ყბის ანაბეჭდის აღებასა და პანომარული ფოტო - სურათების გადაღებას გულისხმობს . ამის შემდეგ ექიმი ორთოდონტი არჩევს ბრეკეტების საჭირო სახეობას.



1. მეტალის ბრეკეტები - არსებობს ვესტიბულარული, რომელიც მაგრდება კბილის გარეთა ზედაპირზე და ლინგვალური, რომელიც ფიქსირდება კბილებზე ენის მხრიდან. მეტალის ბრეკეტები გამოირჩევიან ეფექტურობით, სიმყარით, ანტიალერგულობითა და მისაღები ფასით . მეტალის ბრეკეტების მოვლა მარტივია, რეკომენდებულია კბილების ხეხვა ყოველი საკვების მიღების შემდეგ.


2.კერამიკული ბრეკეტები - კერამიკულ ბრეკეტ სისტემები მიეკუთვნება ვესტიბულარული ტიპის ბრეკეტებს. სიმტკიცის მიხედვით კერამიკული ბრეკეტები უფრო გამძლეა ვიდრე საფირის, თუმცა ჩამორჩებიან მეტალის ბრეკეტებს. კერამეკული ბრეკეტები მახასიათებლებითა და ფასით ძალიან ჰგავს მეტალის ბრეკეტებს, თუმცა ამ სახის ბრეკეტ - სისტემას აქვს უპირატესობა, რაც ესთეტიურად უკეთეს სურათში მდგომარეობს. ბრეკეტები შეირჩევა კბილის ბუნებრივი ფერის მიხედვით და ანტიალერგიულია.


3. საფირის ბრეკეტები - საფირის ბრეკეტები მზადდება ხელოვნურად გამოზრდილი საფირებისაგან, რომელიც უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის და პრაქტიკულად არ იწვევს ალერგიას. საფირის ბრეკეტები ითვლება ყველაზე ესთეტიურად ვესტიბულარულ ბრეკეტებში, როგორც ძვირფას ქვებს მათაც აქვთ დღის შუქის არეკვლის და გარდატეხის უნარი . ისისნი უფრო გამჭირვალე ბრეკეტებია, ვიდრე კერამიკული. მაგრამ საფირი და კერამიკული ბრეკეტები ძალიან გვანან ერთმანეთს ფუნქციონალური მაჩვენებლებით. სხვა ვესტიბულურ ბრეკეტებთან შედარებით საფირის ბრეკეტები ყველაზე ძვირია .


თანკბილვის ანომალიების მკურნალობა ხდება ძირითადად ორი მეთოდით : მოსახსნელი და მოუხსნელი აპარატებით. მოსახსნელი აპარატი წარმოადგენს პლასტმასის ფირფიტას მეტალის რკალით, ხოლო მოუხსნელი ბრეკეტ სისტემებია . ბრეკეტები გამაგრებული თითოეული კბილის ზედაპირზე და ერთმანეთთან მავთულითაა დაკავშირებული . ორივე შემთხვევაში კბილებზე ზეწოლის საშუალებით ხდება მათი გადანაცვლება სასურველ მიმართულებით.


ბრეკეტების ხანგრძლივი ტარების შემდეგ, მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება რეტეინერებით.

რეტეინერი- სპეციალური კონსტრუქციაა, რომლის საშუალებითაც ბრეკეტების მოხსნის შემდეგ ხდება კბილების მდებარეობის შენარჩუნება. მკურნალობის დროს ხდება კბილების გადაადგილება საჭირო მიმართულებით, ამ პროცესს ახლავს ძვლოვანი ქსოვილის, სისხლძარღვთა სისტემის და იოგების ცვილებები. როგორც კი იხსნება ბრეკეტი, ზეწოლა კბილთა რკალზე ქრება, ამან კი შესაძლოა გამოიწვიოს კბილების დაბრუნება არასწორ პოზიციაში . ამის თავიდან ასაცილებლად ექიმი კრეკეტების მოხსნის შემდეგ აფიქსირებს რეტეინერს, რომელიც თავის მხრივ არ ამოძრავებს კბილებს და აფიქსირებს სწორ მოზიციაში. რეტეინერების ტარება დიდ დისკომფორტს არ უქმნის. პაციენტი მალე ეჩვევა კონსტრუქციას .



0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0