x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101236
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
ზიგმუნდ ფროიდი და "ანნა ო.”-ს შემთხვევა

ვენა – 1887 წლის 28 დეკემბერი. ფროიდი წერს ბერლინში ექიმ-ოთოლარინგოლოგს ვილჰელმ ფრისს, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც იგი ყველაფერს უყვებოდა, ხანდახან პოტენციასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც კი ჩიოდა მასთან. ფლისი დიდხანს იყო მისი ალტერ ეგო. ხოლო შემდეგ მტერი გახდა. ფრისისთვის მიწერილი თითქმის სამასი წერილიდან, მეორეში ფროიდი წერს: “მე გამიტაცა ჰიპნოზმა და მივაღწიე მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებებს” – ეს იყო ექსპერიმენტების პერიოდი.

თუმცა ჰიპნოზი არ არის მხოლოდ მკურნალობის მეთოდი – ეს იყო სარკმელი, რომლითაც ფროიდი სწვდებოდა ფსიქე-ს საიდუმლოებით მოცულ სფეროებს. მის პაციენტებს მეხსირების სიღრმეებიდან ამოჰქონდათ განცდები, რომელთა გახსენებაც არ შეეძლოთ ფხიზელ მდგომარეობაში. ისტერიის გამოვლინებები, რომლებსაც აკვირდებოდა ფროიდი – კატალეფსია, აუხსნელი ტკივილები, უეცარი ჩავარდნები მეხსიერებაში – ელოდნენ ახსნა-განმარტებას.

ანნა, რომელიც ბრეიერთან მკურნალობდა, რეგულარულად ვარდებოდა ავტოჰიპნოტურ ტრანსში და მისი მარჯვენა ხელი პარალიზებული ხდებოდა. მას სავსებით ავიწყდებოდა მშობლიური ენა და მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა. როდესაც ბრეიერმა ანნა ჰიპნოზურ ძილში გადაიყვანა, ქალმა გაიხსენა, თუ რითი დაიწყო მისი ავადმყოფობა.
გოგონას ჩაეძინა მძიმედ ავადმყოფი მამის სასთუმალთან. და უცბად შეშინებული წამოხტა – მას მოეჩვენა, რომ კედელზე მიცოცავს შავი გველი. ანნა მის გაგდებას ცდილობდა, მაგრამ დამბლადაცემული ხელი უსუსურად ჩამოეკიდა. იგი ცდილობდა ლოცვა წაეკითხა, მაგრამ ერთადერთი, რისი წალუღლუღებაც მან შეძლო, იყო ინგლისური საბავშვო ლექსი. უყვებოდა რა ამ ყველაფერს ბრეიერს, ანნა ისევ გადავიდა ტრავმულ განცდებში. და მოხდა საოცარი რამ: მისი ხელი “გამოცოცხლდა”, და ანნა ისევ ალაპარაკდა გერმანულ ენაზე! ფროიდმა და ბრეიერმა მსგავსი შემთხვევების ძებნა დაიწყეს და იპოვნეს კიდეც.
მაგალითად, ეპილეფსიით დაავადებული გოგონას პირველი შეტევა დაუკავშირდა შიშს, რომელიც მან განიცადა, როდესაც უპატრონო ძაღლი გამოეკიდა. ხოლო ერთ პაციენტს ქრონიკული ტკივილები დაეწყო მენჯ-ბარძაყის სახსარში, როდესაც დაინახა, თუ როგორ დატკაცუნებით გაუსწორეს მის ძმას სახსარი.

image

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0