x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101236
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი
image

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ჰიპოთირეოზი ეწოდება, ფუნქციის სიჭარბეს კი ჰიპერთირეოზი.არის შემთხვევები, როდესაც სტრუქტურის ცვლილებების მიუხედავათ ფარისებრი ჯირკვალი ინარჩუნებს ნორმალურ ფუნქციონირებას-ეუთირეოიდული ჩიყვი.ჩიყვი ფარისებრი ჯირვლის გადიდებას ეწოდება და იგი შეიძლება იყოს:


ენდემური - იოდის დეფიციტით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, რომელიც ძირითადად იმ რეგიონებში გვხვდება, სადაც სასმელ წყალში, ნიადაგსა და საკვებში იოდის ნაკლებობაა.


დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი - გრეივის დაავადება.პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვლი გადიდებულია და საჭიროზე მეტი რაოდენობის ჰორმონები გამოიმუშავდება.



დიფუზური - ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ერთგვაროვნად არის გადიდებული და თუ პაციენტს არ რენიშნება ჰორმონული დარღვევა, მაშინ როგორც წესი არ საჭიროებს მკურნალობა.


კვანძოვანი - როდესაც ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია მასში კვანძის გაჩენის გამო.კვანძი სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება იყოს როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი.


დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვი ცნობილია, როგორც გრეივსის დაავადება.არის აუტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება თირეოიდული ჰორმონის პათოლოგიური მომატებით და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით.დაავადება პირველად აღიწერა მე-19 საუკუნის შუაში, 1825 წელს კალებ პარის მიერ, 1835 წელს რობერტ გრეივსის მიერ, ხოლო 1840 წელს კარლ ფონ ბაზედოვის მიერ.გრევსის დაავადება აღინიშნება მოსახლეობის დაახლოებით 0, 5%-ში.იგი 7, 5ჯერ მეტად ქალებშია გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებში.ხშირად იგი 40-60 წლამდე ასაკის შუალედში მერყეობს.

დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა სარწმუნოა გენეტიკური და გარემო ფაქტორების კომპინიაციური მოქმედება.დაავადების განვიტარების რისკი მაღალია სუბიექტებში, რომლებსაც აქვთ სხვა აუტოიმუნური დაავადებები, მაგალითად : შაქრიანი დიაბეტი ტიპი ერთი და რევმატოიდული ართრიტი.

რადგან გრევსის დაავადება აუტოიმუნური დაავადებაა, საკმაოდ ხშირად გვიან ასაკში ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები შესაძლოა გახდეს იმუნური უჯრედების მიერ ანტისხეულების წარმოქმნის მიზეზი, რომელიც მიმართულია ვირუსის ან ბაქტერიის გასანადგურებლად, მაგრამ პრობლემას ქმნის ის, რომ ამ პათოგენების ანდიგენები ჰგავს ადამიანის თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის რეცეპტორის ეპიტობს, შესაბამისად ანტისხეულები, რომლების გამომუშავდება პათოგენის საწინააღმდეგოდ უკავშირდებიან ასევე ჰორმონის რეცეპტორს.

ასევე შესაძლებელია სტრესი გახდეს აუტოიმუნური პასუხის გამწვავების მიზეზი, რაც საფუძვლად უდევს გრეივსის დაავადებას.


გრეივსის დაავადების სიმპტომები გამოწვეულია ჰიპერთირეოიდიზმის პირდაპირი და არაპირდა[ირი ეფექტით, გამონაკლისს წარმოადგენს ოფთალმოპათია, ჩიყვი და მიქსედემა, რომლებიც გამოწვეულია აუტოიმუნური პროცესიტ.

ჰიპერთირეოიდიზმის ძირითადი სიმპტომებია:

უძილობა, ხელების ტრემორი, ჰიპერაქტიურობა, თმის ცვენა, ჯარბი ოფლიანობა, ქავილი, წონის კლება გაზრდილ მადის ფონზე, დიარეა, ხშირი დეფეკაცია, გულისცემის შეგრძნება, კუნთების სისუსტე, კანის ტენიანობა.

სხვა ნიშნების ნახვა შესაძლოა ფიზიკური გასინჯვისას:ხშირად საშუალოდ დიფუზურად გადიდებული ფარისებრი ჯირვალი, ქუთუთოს დაწევა, ჯარბი ცრემლდენა, გულის არითმიები, როგორიცაა სინუსური ტაქიკარდია, წინაგულოვანი ფიბრილაცია, ნაადრები პარკუჭოვანი შეკუმშვები და ჰიპერტენზია.მათ, ვისაც ჰიპერთირეოდიზმი აქვთ შესაძლოა ჰქონდეტ ხასიათის და ქცევის ცვლილებები, რომლებიც მოიცავს: მანიას, ფსიქოზს, მოუსვენრობას, დეპრესიას.


გრევსის დაავადების დიაგნოზი დგინდება პირველ რიგში კლინიკური სურათით, დამახასიათებელი ნიშნებიდან ორი სამართლიანია გრევსის დაავადების დიაგნოსტიკისთვის:ოფთალმოპათია და პრეტიბიალური მიქსედემა.როდესაც ჩიყვი არის გადიდებული, იგი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.მაგრამ მცირე ზომის ჩიყვი აღმოჩნდება მხოლოდ ფიზიკური გასინჯვისას.ზოგჯერ ჩიყვის აღმოჩენა კლინიკურად შეუძლებელია და მისი დანახვა ხდება მხოლოდ ულტრაბგერითი გამოკვლევისას.

სხვა გამოსაყენებელი ლაბარატორიული საშუალება გრევსის დაავადებისა მოიცავ თიროიდ-მასტიმულირებელ ჰორმნის და ცილა-შეკავშირებული იოდის განსაზღვრას.თიროიდ-მასტიმულირებელი ანტისხეულების აღმოჩენა ხდება სერიოლოგიურად.


დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვის დიფერენციალური დიაგნოზი საჭიროა ისეთ დაავადებებთან, რომლებიც თირეოტოქსიკიკოზის სინდრომით მიმდინარეობს, ან ისეთ დაავადებებთან, რომლებიც მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით, ასევე სხვა იმ ენდოკრინულ და არა ენდოკრინულ დაავადებებთან, რომლებიც მიმდინარეობს ფარისებრი ჯირკვლის გადიდების გარეშე, მაგრამ ამა ტუ იმ კლინიკური ნიშნების გამო ემსგავსება თირეოტოქსიკოზს, გარდა ამისა ასევე იმ დაავადებებსა და მდგომარეობებთან, რომლებსაც ახასიათებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.


დიფუზური-ტოქსიკური ჩიყვს მკურნალობენ მედიკამენტებით, ქირურგიულად და რადიოაქტიურად იოდით.ყველაზე ხშირად მედიკამენტურ მკურნალობას მიმართავენ, ძალზე ეფექტურია ეს მეთოდი.

დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვის კონსერვატიული მკურნალობის მიზნით საქართველოში მერკაზოლილს, თიროზოლს სა ზოგიერთი სხვა პრეპარატს იყენებენ.


0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:რუზანა სარკისიან
რუზანა სარკისიან
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0