x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101237
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
ანას ბაღის გადასარჩენად

თბილისში, ვარკეთილში მოსახლეობა „ანას ბაღის“ დასაცავად ორ თვეზე მეტია ყოველდღიურ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავს. ადგილობრივი მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივებს სკვერის მიმდებარე ტერიტორიასთან გაშლილი აქვთ კარავიც.

10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.

12 იანვარს თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადაimage
, რომ მშენებლობა „ანას ბაღს“ არ ეხება და მსგავსი განცხადებები მოსახლეობის მხრიდან არის სპეკულაცია. ასევე, მისი თქმით, „ანას ბაღს” დაემატება 500 კვ. მ. ტერიტორია და ინვესტორმა აიღო ვალდებულება, რომ კეთილმოაწყობს „ანას ბაღს“.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ინვესტორთან, ინვესტორი დათანხმდა, რომ „ანას ბაღი”, რომელსაც 300 კვადრატი უკავია, გადასცეს მას 200 კვადრატი და ასევე გამგეობა დაუმატებს 300 კვადრატულს. გარდა ამისა, ინვესტორი ასევე დათანხმდა, რომ თავიდან-ბოლომდე კეთილმოაწყობს „ანას ბაღს” და მოუვლის. შესაბამისად, „ანას ბაღის” დაზიანება კი არ ხდება, პირიქით, გადიდდება და გალამაზდება”, – განაცხადა ელოშვილმა.


0
101
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0