x
მეტი
  • 09.07.2020
  • სტატია:101330
  • ვიდეო:346632
  • სურათი:465247
დედოფლისწყაროს რაიონში გველმა ორი ადამიანი დაკბინა
image



დედოფლისწყაროს რაიონში, როგორც მოსახლეობა აცხადებს, შეინიშნება ქვეწარმავლების დიდი რაოდენობა. ამ დღეებში რაიონში მოხდა ორი გველით დაგესვლის შემთხვევა:ერთი სოფელ სამთაწყაროში და ერთიც ოლეს საძოვარზე მდებარე ფერმაში.



როგორც დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დედოფლისწყაროს საავადმყოფოს "MRJNS"-ის მიმართულების ხელმძღვანელი იამზე ბაღაშვილი აცხადებს: "3 ივნისს შემოყვანილი იქნა გველით დაკბენილი ორი ადამიანი, ერთი იყო ბოდბის მაცხოვრებელი, მიხეილ მანგოშვილი, რომლიც მუშაობდა ოლეს ფერმაში, ეს მამაკაცი არის შუახნის, მას შედარებით მსუბუქი ფორმით გამოეხატებოდა ტოკსიკური მდგომარეობა, ის დღემდე ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა და გაეწერა სრულიად ჯანმრთელი.



მეორე იყო სოფელ სამთაწყაროს მკვიდრი, 60 წლის ომარ ფაჩხატაშვილი, მას, როგორც თვითონ აღნიშნა, მინდორში ბალახის თიბვის დროს უკბინა გიურზამ ბარძაყის ქვედა მესამედში. მას გაუკეთდა გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ავადმყოფი გაგზავნილი იქნა თბილისის"შპს" წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალფროფილიან კლინიკაში."




სოფელ სამთაწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ ფუტკარაძე აცხადებს, რომ სოფელ სამთაწყაროში ქვეწარმავალი ყოველ წელს არის. რაც შეეხება დაზარალებულს, მან აღნიშნა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.


0
953
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0