x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101237
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465113
თურქეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი ბინალი ჩამქოზი საქართველოშია

დაბადებული ერზრუმში 1983 წელს, ბინალი ჩამქოზი იყო 16-წლიან პატიმარობაში, მაგრამ მისი სასჯელი უზენაესი სასამართლომ არ დაამტკიცა, ამიტომ 78 პროცენტიანი ინვალიდი, ბინალი ჩამგოზი ციხიდან გაათავისუფლეს, ადვოკატის აისუნ ფაკო სანმეზის ძალისხმევით. მას სასჯელი მოეხსნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბინალი ჩამქოზი, რომელიც იარაღით დაშავდა 2008 წელს წელისგან პარალიზებული დარჩა. თურქეთში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფება "ჯაჭვის" ლიდერი თავისუფალია და საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ბინალი ჩამქოზი, ჩვენს ქვეყანაში 2019 წლის აგვისტოში შემოვიდა. როგორ მოხვდა თურქული მხარის მიერ ძებნილი პირი საქართველოში არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ მას საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთავს. პირისთვის კი, რომელიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილება, ყველაზე მარტივი გზა საქართველოში უკანონოდ შემოსასვლელად, თურქეთი-მარადიდის საზღვარია.

image
ჩამქოზისა და მის დაჯგუფებას ბრალად იზმირის ვიცე-მერის აფეთქება და მკვლელობის მცდელობა ედება.
თურქული მედიის ინფორმაციით, ჩამქოზიმ ეს აფეთქება საქართველოდან დაგეგმა, 12 იანვარს მისი დაჯგუფების წევრებმა იზმირის ვიცე-მერის მკვლელობა სცადეს და სავარაუდოდ, ამის შემდეგ თურქ სამართალდამცველებს საქართველოში გამოექცნენ. ხუთი თვის მანძილზე, ბათუმის ცენტრში ორ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.


0
499
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0