x
მეტი
  • 09.07.2020
  • სტატია:101330
  • ვიდეო:346632
  • სურათი:465247
ინდოეთის ოკეანის ქვეშ ტექტონიკურმა ფირფიტამ გადაადგილება დაიწყო
image



ახალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ინდოეთის ოკეანის ქვეშ მდებარე ტექტონიკური ფირფიტა მომავალში ორად გაიყოფა, მაგრამ ამას უსაზღვრო დრო სჭირდება. შესაძლოა, ამ პერიოდში ერთი ცივილიზაცია მეორეთი შეიცვალოს.



მეცნიერების აზრით, ტექტონიკური ფირფიტა იშლება ლოკოკინების სიჩქარით წელიწადში 1.7 მილიმეტრით. გამოდის, რომ დაახლოებით მილიონი წლის შემდეგ პლატფორმები ერთმანეთს 1.7 კილომეტრით დაშორდებიან. ამის შესახებ გამოქვეყნდა "LiveScience"- ის პუბლიკაციაში.



შედარებისთვის, სან ანდრეას ღრმული(კალიფორნია) წელიწადში დაახლოებით 1.8 სანტიმეტრით მოძრაობს.




დაშორება ხდება ისე, ნელა და ღრმად წყლის ქვეშ, რომ მეცნიერებმა ვერ დაადგინეს ამ პროცესის დასაწყისი. ის წარმოიქმნა ინდოეთის ოკეანეში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მეცნიერებისთვის მოულოდნელ ადგილზე. მიწისძვრები არ მომხდარა იმ ადგილებში, სადაც ერთი ტექტონიკური ფირფიტა მეორის ქვეშ მდებარეობს.



image



2015 და 2016 წლებში მეცნიერთა გუნდმა საგულდაგულოდ შეისწავლა მდინარე უორტონიის აუზში არსებული ნაპრალების ადგილმდებარეობა.მათ ეხოკლოკაციის გამოყენებით შეადგინეს გეოგრაფიული რუკა. აქ მკვლევარებმა აღმოაჩინეს არსებული ნაპრალის მტკიცებულება. ასეთი ნაპრალებს იწვევს მიწისძვრა, როდესაც ტექტონიკური ფირფიტები ერთმანეთის ჰორიზონტალურად გადადიან.



მეცნიერებმა დიდი ხანია იციან, რომ დედამიწის ზედაპირი მუდმივად მოძრაობს - ტექტონიკური ფირფიტები ცივლიან თავიანთ პოზიციას. მათი განცალკევების პროცესები შეიძლება მილიონობით წლის განმავლობაში გაგრძელდეს.


დედამიწაზე ასეთი ნაპრალები საკმაოდ ბევრი აღმოაჩინეს. მაგალითად, ახლახან ციმბირის გეოლოგებმა განაცხადეს, რომ 20 მილიონ წელიწადში ევრაზია გაიყოფა ორად. გაყოფა მოხდება დედამიწის უდიდესი მტკნარი ტბის გასწვრივ, ანუ ბაიკალის ტბის გასწვრივ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაიკალის ტბა მომავალში ოკეანედ გადაიქცევა.



თუმცა, იმ დროისთვის, შესაძლებელია, რომ ჩვენს პლანეტაზე არაერთი ცივილიზაცია შეიცვალოს. ის ცივილიზაცია, რომელიც ამ პროცესს შეესწრება ვერც კი მიხვდება, რომ კაცობრიობამ ეს განხეთქილება მილიონობი წლის წინათ განჭვრიტა.

0
1224
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0