x
მეტი
  • 09.07.2020
  • სტატია:101330
  • ვიდეო:346632
  • სურათი:465247
„მე არ ვარ ნეონი“ – 2019 წლის ბესტსელერის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე რომანი უკვე გამოიცა
image


„მე არ ვარ ნე­ო­ნი“ – ეს ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის ახა­ლი წიგ­ნია. 2019 წლის ბესტსე­ლე­რის „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბის” ავ­ტო­რის მე­ო­რე რო­მა­ნის შე­ძე­ნა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია.


თუ გა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა იცხოვ­რო ისე, რომ ქვეყ­ნად არა­ვის უყ­ვარ­დე, მა­შინ ეს წიგ­ნი უნდა წა­ი­კი­თხო. წიგნ­ში არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც იშ­ვი­ა­თად ჰყვე­ბი­ან, არის გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჰყავთ მთხრო­ბე­ლი, და კი­დევ არის ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­გო­ნილს ჰგავს.


„მე არ ვარ ნე­ო­ნი“ – ეს წიგ­ნის და­სა­ხე­ლე­ბაა. ხოლო იმას, ვინ არის ნე­ო­ნი თუ რა არის ნე­ო­ნი – ამას წიგ­ნი­დან შე­ი­ტყობთ. ავ­ტორს სურს გვი­თხრას, რომ ყვე­ლა ჩვენ­გან­შია ნე­ო­ნი, მთა­ვა­რია, მას გაბრ­წყი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, რო­გორც ეს წიგ­ნის მთა­ვარ­მა პერ­სო­ნაჟ­მა შეძ­ლო, ამაღ­ლე­ბის აღ­მარ­თის გავ­ლით. ვარ­სკვლა­ვე­ბი კი იმი­ტომ ანა­თე­ბენ, რომ მათ­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნე­ო­ნია.



„ამ­ბა­ვი ნამ­დვი­ლია და ჩემ­თვის, ავ­ტო­რის­თვი­საც, იმ­დე­ნად სუ­ლის შემ­ძვრე­ლი იყო მისი მოს­მე­ნა, რომ მა­შინ­ვე გა­დავ­წვი­ტე წიგ­ნად მექ­ცია და მი­მე­ტა­ნა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვის­შიც რა­ღაც დო­ზით მა­ინც არ­სე­ბობს ნე­ო­ნი, “ – გვიყ­ვე­ბა ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი.


image


„შე­ვე­ცა­დე ნე­ო­ნის დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რია, ცო­ტა­თი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თერ­თო­ბე­ბით გა­მე­ფე­რა­დე­ბი­ნა. ვფიქ­რობ, ეს წიგ­ნი არ არის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც ცხოვ­რე­ბის ფე­რა­დი სათ­ვა­ლი­დან ყუ­რე­ბა უყ­ვარს. წიგ­ნი ერ­თგვა­რი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­აა. უფრო სწო­რად რომ ვთქვათ, ბოლო რამ­დე­ნი­მე ათწლე­ულ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ტო­რია. „მე არ ვარ ნე­ო­ნი“ არის მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ დრო ბუ­მე­რან­გია და სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობს კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად გვიბ­რუ­ნებს იმას, რაც გა­ვე­ცით წარ­სულ­ში. ეს არის ამ­ბა­ვი იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ჩვენ­მა წარ­სულ­მა შეც­დო­მებ­მა შექ­მნას ჩვე­ნი სა­ში­ნე­ლი მო­მა­ვა­ლი და რომ ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი იკარ­გე­ბა, რა­საც გავ­ცემთ და სა­პა­სუ­ხოდ ყო­ველ­თვის ვი­ღებთ, კარ­გს ან ცუდს. სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­დე­საც ჩვენს შეც­დო­მებს გა­ვი­აზ­რებთ, შე­იძ­ლე­ბა, ძა­ლი­ან გვი­ან იყოს. უბ­რა­ლოდ, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ან­შია ნე­ო­ნი, მთა­ვა­რია, მას გაბრ­წყი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ. მკი­თხვე­ლი გა­იც­ნობს არა მხო­ლოდ ნე­ონს და კა­ტოს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ამ­ჟა­მინ­დელ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას; და­ი­ნა­ხავს დღეს არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თბებს, რო­გორ მარ­თავს ან­გა­რე­ბა არა მხო­ლოდ სა­სიყ­ვა­რუ­ლო, არა­მედ მე­გობ­რულ და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დე­დაშ­ვი­ლურ ურ­თერ­თბებ­საც კი. მინ­და, რომ მკი­თხველ­მა წიგ­ნის და­ხურ­ვის შემ­დეგ მშვი­დად თქვას „მე არ ვარ ნე­ო­ნი“ ან თუ ოდ­ნავ მა­ინც ექ­ნე­ბა გან­ცდა, რომ ნე­ო­ნია, შე­ე­ცა­დოს და ამაღ­ლე­ბის აღ­მარ­თზე ას­ვლას შე­უდ­გეს, “ – ასე ახა­სი­ა­თებს რო­მანს ავ­ტო­რი.


რო­მა­ნი გა­მო­სა­ცე­მად გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ მო­ამ­ზა­და. წიგ­ნის დი­ზა­ი­ნე­რე­ბი ანა მა­ჩა­ი­ძე და მა­რი­ტა ჯა­ნა­შია არი­ან, რე­დაქ­ტო­რი კი – ლია თო­ფუ­რია. ლია თო­ფუ­რია აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის ამ რო­მან­ზე მუ­შა­ო­ბა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო.


„სამ­ყა­რო­სა­ვით ძველ და მა­რა­დი­ულ თე­მას, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის ჭი­დილს ეძღვნე­ბა ახალ­გაზ­რდა, სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რის _ ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის რო­მა­ნი „მე არ ვარ ნე­ო­ნი“. ცნო­ბი­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში თა­ნაბ­რად არ­სე­ბობს ორი­ვე სა­წყი­სი _ კე­თი­ლი­სა და ბო­რო­ტი­სა, და აქ სწო­რედ საქ­მე გვაქვს ადა­მი­ა­ნის სულ­ში მიმ­დი­ნა­რე და­უნ­დო­ბელ ბრძო­ლას­თან ამ ორ ძა­ლას შო­რის, ცოდ­ვა­სა და სი­ნა­ნულს შო­რის. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან ცო­ცხლად არის და­ხა­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან უც­ნა­უ­რი ბე­დის­წე­რით გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბე­ბი; და პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნდა, მთა­ვა­რი გმი­რი. უკი­დუ­რე­სი ეგო­ცენ­ტრიზ­მით შე­პყრო­ბილ ამ არ­სე­ბა­ში მხო­ლოდ დიდი უბე­დუ­რე­ბა და დიდი გრძნო­ბა აღ­ვი­ძებს ადა­მი­ანს, და ხდე­ბა ერთ შე­ხედ­ვით წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ _ სრუ­ლი გარ­დაქ­მნა... ვურ­ჩევ წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ახალ­გაზ­რდა მკი­თხვე­ლებს, წა­ი­კი­თხონ „მე არ ვარ ნე­ო­ნი“, “ – აღ­ნიშ­ნავს რე­დაქ­ტო­რი ლია თო­ფუ­რია.


წიგ­ნის შე­ძე­ნა „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია.

0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0