x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101234
  • ვიდეო:346557
  • სურათი:465113
რკინადეფიციტური ანემია
image


რკინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანის ორგანიზმში . ის წარმოადგენს ასეულობით ცილოვანი მოლეკულისა და ფერმენტის აუცილებელ კომპონენტს .ჰემოგლობინი და მიოგლობინი არის რკინის შემცველი პროტეინები, რომლებიც ჩართულნი არიან ჟანგბადის ტრანსპორტირებასა და შენახვაში .ჰემოგლობინის სასიცოცხლო ფუნქცია არის ჟანგბადის ტრანსპორტირება ფილტვებიდან მთელ ორგანიზმში, ხოლო მიოგლობინს აქვს ჟანგბადის კუნთებში შეტანისა და მცირე ხნით შენახვის ფუნქცია, რომ გამოიყენოს კუნთების მუშაობის დროს . რკინა ასევე მონაწილეობს დნმ-ს სინთეზში .


რკინადეფიციტური ანემია არის ანემია, რომელიც განპირობებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცირებით, რის შედეგადაც ირღვევა ჰემოგლობინის სინთეზი და მცირდება მისი კონცენტრაცია თითოეულ ერითროციტში . რკინა დეფიციტური ანემია ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა ბალანსი მიღებულსა და დახარჯულ რკინას შორის.


გამოყოფენ რკინის დეფიციტის 2 ფორმას :


1.რკინის ფარული დეფიციტი - ხასიათდება რკინის მარაგისა და სატრანპორტო რკინის შემცირებით, ნორმალური ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებლებით.


2.რკინადეფიციტური ანემია - ხასიათდება ყველა მეტაბოლური ფონდის შემცირებით, ასევე ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობის შემცირებით.


რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზებია : 1.სისხლდენა ( მენსტრუალური სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავიდან, ბუასილის კვანძებიდან )2. რკინის შეწოვის დაქვეითება ( კოლიტი, ჰიპო- ან ანაციდური გასტრიტი ) 3. რკინის გაძლიერებული ხარჯვა ( ორსულობა, ძლიერი ფსიქიკური და გონებრივი დატვირთვა ) 4. არასრულფასოვანი კვება .


მცირე ასაკის ბავშვებში, ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებში რკინის დეფიციტის რისკი უფრო მღალია სწრაფი ზრდის პროცესისა და რკინასადმი გაზრდილი მოთხოვნილების გამო.რკინის დეფიციტის შედეგად მკვეთრად ქვეითდება შრომის უნარი მოზრდილებში. ასევე მოქმედებს უარყოფითად მეხსიერებასა და სწავლის უნარის დაქვეითებას. რკინის დეფიციტი იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ხელს უწყობს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებით ავადობის მაღალი სიხშირე .


რკინის მიღების დღიური საჭიროება საშუალოდ ნორმაში შეაგენს მოზრდილებისთვის - 8მგ, მამაკაცებში 18მგ, ქალებში უფრო მეტი, ხოლო ორსულებში 27მგ. რკინით მდიდარი პროდუქტებია : ხილი, თევზი, ხორცი, ბოსტნეული, რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი და ა.შ. სასურველია, პირველი 12 თვის განმავლობაში ბავშვი გყავდეთ ძუძუთი კვებაზე, 4-7 თვიდან კი დაიწყოთ რკინით მდიდარი საკვების მიღება . ორი ან სამი ამგვარი კვება დღეში აკმაყოფილებს ამ ასკაში რკინასადმი მოთხოვნილებას. ქალებს მამაკაცებზე ორჯერ მეტი რკინა ესაჭიროებათ ქალის ორგანიზმში მენსტრუალური სისხლდენისა და ორსულობის გამო რკინის გაცილებით მეტი ინტენსივობით კარგავს. შედეგად, რკინადეფიციტური ანემია უმეტესად მდედრობით სქესს უვითარდება.


რკინის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს 2 სინდრომით : ანემიური და სიდეროპენიული.


ანემური სინდრომი - განპირობებულია ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცირებით და წარმოდგენილია შემდეგი სიმპტომებით : თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გულისცემის გახშირება, ძილიანობა, ჰაერის უკმარისობა და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება . გამოხატული ანემიის დროს ხშირდება სტენოკარდიული შეტევები, ვითარდება იშემიური დაავადებების გამწვავება. ხშირად დაავადება ნელად ვითარდება .


სიდეროპენიული სიდრომი - ჰიპოსიდეროზი დაკავშირებულია რკინის ქსოვილოვან დეფიციტთან . გამოყოფენ ორგანოების 4 ჯგუფს, რომლებშიც ჰიპოსიდეროზი მაქსიმალურად არის გამოხატული : 1. კანი და ლორწოვანი გარსები 2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი 3. ნერვული სისტემა 4. სისხლძარღვოვანი სისტემა . ქვეითდება ასევე უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლები . ავადმყოფები ადვილად ავადდებიან ინფექციური და ვირუსული დაავადებებით. დამახასიათებელია ლორწოვანისა და კანის სიფერმკრთალე, კანს აქვს მოყვითალო ცვილის ფერი მხოლოდ პირის ირგლივ. შარდის შეუკავებლობა სიცილის, ხველის დროს, ზოგჯერ ასევე ღამის შარდის შეუკავებლბა .


ხშირად ანემია სრულად შეუმჩნევლად, ყოველგვარი გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს.ასეთ შემთხვევაში ანემიის არსებობა მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზში ირკვევა.


ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა 120-160 გ/ლ-ია. მაჩვენებელი 120 გ/ლ - ზე, აუ 72 ერთეულზე დაბალია, ეს უკვე ანემიაა. დაავადების მსუბუქი ფორმის არსებობისას ჰემოგლობინის რაოდენობა 90-110გ/ლ, ხოლო მაჩვენებლის დაცემა 80გ/ლ-ზე ქვემოთ მძიმე ანემიაზე მიუთითებს .


რკინის დეფიციტის მკურნალობა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ასაკი, ზოგადი ორგანიზმის მდგომარეობა და რკინის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი .რკინის დეფიციტის დროს ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რკინის პრეპარატები და გარკვეული დროის შემდეგ ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის განმეორებითი ტესტირება . თუ რკინადეფიციტური ანემია გამოწვეულია საკვების საშუალებით რკინის მცირე რაოდენობის მიღებით, ამ შემთხვევაში რკინით მდიდარი პროდუქტების მიღება არის საჭირო.რკინის პრეპარატეის მიღებისას რკინის შემცველობა ორგანიზმში, როგორც წესი, მკურნალობის მესამე კვირას მატულობს, ნორმას კი მეცხრე-მეათე კვირაზე აღწევს . ადამიანი თავს უკეთ გრძნობს, თუმცაღა მკურნალობის შეწყვეტა დაუშვებელია . მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი . რკინადეფიციტური ანემია ადეკვატური და დროული თერაპიის შედეგად იოლად იკურნება.


რდა - ს პიველი ადგილი უკავია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს ას შორის. რდა დაავადებულთა რიცხვი 1, 8 მილიარდს შეადგენს.

0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:არმინე კუშიან
არმინე კუშიან
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0