x
მეტი
  • 03.07.2020
  • სტატია:101237
  • ვიდეო:346559
  • სურათი:465116
ნიკოლ ფაშინიანი - რადგან პრემიერ-მინისტრი ვარ, სპეცრაზმი უნდა გამოვიყვანო და ხალხი უნდა ვცემო, რომ წესრიგი დამყარდეს?

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა შესაძლო რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ წესების დაცვის უზრუნველყოფა მოხდეს.

„ფეისბუქ ლაივის“ დროს ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს დაძლევა მოხერხდა, თუმცა „თავისუფლების ჩვენივე წინააღმდეგ გამოყენება დავიწყეთ“.

მისივე თქმით, ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას კორონავირუსთან ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„რადგან პრემიერ-მინისტრი ვარ, სპეცრაზმი უნდა გამოვიყვანო და ხალხი უნდა ვცემო, რომ წესრიგი დამყარდეს? როგორ შემიძლია ასე მოვექცე საკუთარ ხალხს?“, - აღნიშნა ფაშიანიანმა მიმართვაში.

image

0
191
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0