x
image
ქეთი1988
,,სექსი დიდ ქალაქში'' 20 პოპულარული ქალური ფრაზა სერიალიდან

პოპულარული სერიალი 4 მეგობრის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, თითოეული სიუჟეტი ზოგადად ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, და რა გასაკვირია, რომ მასში ყველა ქალმა იპოვა თავისი რაღაც ნაწილი.

image


  • იმისათვის, რომ იდეალური მამაკაცი ოპოვოთ, ის თვითონ უნდა გააჩინოთ.''


  • “-შევხედე მას და მივხვდი, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი, ამიტომ სკანდალი მოვუწყვე და გავაგდე.
- ლოგიკურია.''



  • თქვამიყვარხარ'' ადვილია, სირთულეები შემდეგ იწყება.''


  • “ - მე შეყვარებული მყავს.
- დამშვიდდით, მე მხოლოდ ის ვიკითხე სკამი თავისუფალია თუ არა''



  • მამაკაცს უნდა ჰქონდეს იმის გამბედაობა, პირდაპირ უთხრას რომ მისი დანახვა აღარ უნდა.''


  • საბოლოოდ კომპიუტერები ფუჭდება, ხალხი კვდება, ურთიერთობები იმსხვრევა... ყველაზე კარგი, რაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ ღრმად ამოსუნთქვა და გადატვირთვაა.''

image


  • მე არ მწამს ელექტრონული ფოსტის. ძველ ტრადიციებს უფრო ვემხრობი, ვრეკავ და შემდეგ ყურმილს ვაგდებ.''


  • როდესაც ქალს უყვარს, ღალატის შესახებ უყვება, იმიტომ რომ უნდა გულწრფელი იყოს, მამაკაცი კი არასოდეს პატიობს, იმიტომ რომ მასაც უყვარს.''


  • რა თქმა უნდა კარგია, როდესაც საყვარელი ადამიანი გყავს, მაგრამ რა კარგია როცა დაქალთან ერთად კინოთეატრში მიდიხარ''


  • “-გინდა თქვა, რომ არასოდეს გექნება კავშირი მამაკაცთან, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს?
- კი, თუ ეს პრინცი უილიამი არ არის.''



  • არ მახსოვს როგორ გამოიყურება ის. ასე ხდება, როდესაც ვიღაც ძალიან მოგწონს, მხოლოდ ის ემოციები გახსოვს.''


  • “30 წელს ზევით მარტოობაზე უარესი 20 წლის ასაკში მარტო ყოფნაა.''


  • მშურს ქალების, რომლებსაც შეუძლიათ თქვანძვირფასო, ყველაფერი ძალიან კარგად გვქონდა, ბევრი რამე მომეცი, ბედნიერი იყავი სხვასთან'', მაგრამ მე სულ სხვანაირად წამომცდება ხოლმეარაფერი გამოვიდა, ჯანდაბაშიც წასულხარ.''


  • სხვისი აზრი საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. არავინ იცის დახურულ კარს მიღმა რა ხდება.''


  • “- პირადად მე, ძალიან მეშინია სიმაღლის.
- მე კი არა, ჩემს ქუსლებს ხომ ხედავთ?''

image


  • სამყარო ჩვენთან ყოველთვის სამართლიანი არ არის, თუმცა მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვს.''


  • ჯანდაბაშიც წასულა სიყვარული, როდესაც არსებობს სუში და ჩხირები.''


  • გასათხოვარი ქალისთვის ადვილი არაა ცხოვრების გზის გაყოლა. ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა აარჩიოთ ფეხსაცმელი, ისინი ხომ გვეხმარებიან ეს გრძელი გზა რომ შევამოკლოთ.''


  • დამღუპველ ვნებას თავი რომ დააღწიოთ, უფრო დამღუპველ ვნებას უნდა მიადგეთ.''


  • ქალები ზიან და ფიქრობენ რა მოხდა, რატომ არ გამოვიდა ისევ და ისევ. მამაკაცები კი უბრალოდ ამბობენმშვენიერია'' და ახალ ქალებს იჩენენ.''
0
209
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0