x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„სხვები ჩემზე გაცილებით დიდები არიან, მაგრამ აქამდე სულ პატარები იმარჯვებდნენ“ – რა გეგმები აქვს 18 წლის ლიკა ესაიაშვილს „მასტერშეფში“
image


„მასტერშეფის“ მესამე სეზონში ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ ჟიურიმ 10-ის ნაცვლად საუკეთესო 12-ეული შეარჩია. მათ შორის ყველაზე პატარა და სხვებთან შედარებით გამოუცდელი 18 წლის ლიკა ესაიაშვილი აღმოჩნდა, თუმცა ასაკს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ წინსაფარიც მოეპოვებინა და სხვა 11 კონკურსანტთან ერთად მასტერშეფის ტიტულისთვის დაეწყო ბრძოლა.


როგორც ლიკამ ჩვენთან აღნიშნა, მზარეულის პროფესიის არჩევამდე არც ისე მარტივი გზა გაიარა. წაიკითხეთ ვრცლად ინტერვიუში.


რა არის კულინარია შენთვის და როდის გაგიჩნდა ინტერესი?



კულინარია არის საქმე, რომელსაც მინდა, რომ მთელი ცხოვრება მივუძღვნა.


ინტერესი საკმაოდ პატარა ასაკიდანვე გამიჩნდა. სახლში რომ ვუყურებდი, როგორ აკეთებდნენ დედა და ბებიები, მეც მომწონდა და მაინტერესებდა. თანდათანობით რაღაცების სწავლა დავიწყე და უფრო გამიტაცა კულინარიამ. საბოლოოდ, კულინარიის აკადემიაში ჩავაბარე.


image


რა წინააღმდეგობები შეგხვდა, სანამ მზარეული გახდებოდი?


იყო გარკვეული სირთულეები ნათესავების, მეზობლების მხრიდან. წინააღმდეგობას ვერ დავარქმევ, უფრო აზრს გამოთქვამდნენ ჩემს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებაში ამას ხელი არ შეუშლია, უბრალოდ, მათი უარყოფითი აზრები ჩემს ხასიათზე მოქმედებდა.


ფიქრობდნენ, რომ მზარეულის პროფესია „შენი შესაფერისი არ იყო“?


დიახ, ჯერ კიდევ 5 წლის წინ ასე ფიქრობდნენ - მთელი კულინარია ხინკლის მოხვევა და ხაჭაპურის ცხობა ეგონათ. საბედნიეროდ, ახლა უფრო გამოსწორდა მდგომარეობა. ეს პროექტიც ხომ მაგას ემსახურება - რომ მზარეულის პროფესიისადმი უარყოფითი მიდგომა შეიცვალოს.


image


ამიტომაც ხომ არ გადაწყვიტე „მასტერშეფში“ მონაწილეობის მიღება? „იმ ხალხის“ გადასარწმუნებლად...


ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება; შანსი, რომ მეტად განვვითარდე და ბევრი რამ ვისწავლო.


12-ეულის მონაწილეებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ხარ. როგორ ფიქრობ, ეს უარყოფითი ფაქტორი იქნება, თუ პირიქით?


ნამდვილად დიდი კონკურენციაა, სხვა კონკურსანტები ჩემზე გაცილებით დიდები და გამოცდილები არიან. რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ მაინც ყველაფერი უნარებზეა დამოკიდებული. თანაც ყველას გვახსოვს პირველი და მეორე სეზონის გამარჯვებულები, რომლებიც ასევე ყველაზე ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ასაკს მათთვის ხელი არ შეუშლია.


image


ყველაზე მეტად რომელი კუთხის სამზარეულო გიტაცებს?


ყველაზე მეტად მეგრული. ასევე, ძალიან საინტერესოა სვანური და აჭარული სამზარეულო. მით უმეტეს, რომ დედა ქობულეთიდან არის.


შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?


ჩემი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ძმა, რომელიც ნამდვილი გურმანია და რჩევებსაც ხშირად მაძლევს.

0
193
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0