x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ყოველთვის მნიშვნელოვანია გუნდური სულისკვეთება" - "რუსთავი 2" 26 წლის გახდა
image


რუსთავი 2” 26 წლის ხდება. არხი ამ დღეს ახალი პროგრამებით, მიზნებითა და გეგმებით ხვდება, რის შესახებაც “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორი პაატა სალია გვესაუბრება:


— “რუსთავი 2არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი, პოპულარული და გავლენიანი ტელევიზია, ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენის მონაწილე და მთავარი აქტორი ამ ხნის განმავლობაში.


“რუსთავი 2”-ის ყველაზე ბოლო მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მისი მფლობელის შეცვლა მრავალწლიანი სასამართლო დავის შემდგომ, რაც, ალბათ, საქართველოში პირველი პრეცედენტია, როდესაც მესაკუთრემ ქონება, მედიასაშუალება, დაიბრუნა სასამართლოს გზით და სასამართლოს გადაწყვეტილე- ბა, ასევე მრავალწლიანი განხილვის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ, უმაღლესმა ინსტანციამ ძალაში დატოვა.



შემდგომ მოხდა უკვე ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის აქ მოსვლა, რამაც გარკვეული ცვლილებები განაპირობა — ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ, თუმცა ვთვლით, რომ, საბოლოოდ ამ ცვლილე- ბებმა კიდევ უფრო გააძლიერა `რუსთავი 2~. ეს მოხდა შარშან, როდესაც ახალი მფლობელი დარეგისტრირდა მესაკუთრედ და მე მოვედი როგორც გენერალური დირექტორი. ამ დღიდან დაახლოებით ერთ თვეში საინფორმაციო სამსახურმა, ფაქტობრივად, სრულად დატოვა ტელევიზია, რის გამოც ჩვენ დაახლოებით ერთი თვე “კურიერის” გარეშე ვიყავით. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა ამ ტელევიზიის 25-წლიანი არსებობის განმავლობაში, თუმცა ეს სიძნელეც გადა- ვლახეთ. იმ მომენტში ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ “რუსთავი 2” აღადგენდა მაუწყებლობას და პოპულარობის ხარისხს. მაშინ იყო პირდაპირი განცხადებები, ტელევიზიიდანაც არაერთხელ მოგვისმენია, “რუსთავი 2” უნდა დანგრეულიყო და აღარ უნდა ყოფილიყო საქართველოს საეთერო სივრცეში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით გადაგველახა ეს სიძნელეები.


უპირველესად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ თანამშრომლებს, რომლებმაც არ დატოვეს ტელევიზია და ყველანაირად გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს, ახალ მენე- ჯმენტს და შევძელით მიგვეღწია იმისთვის, რომ ისევ ერთ გუნდად განგვეახლებინა მაუწყებლობა.


გუნდად შეკავშირება არ არის ერთდღიანი პროცესი, ამას გარკვეული დრო სჭირდება და ჩვენ ეს დრო გამოვიარეთ. ამ შეკავშირებაში ძალიან დაგვეხმარა რამდენიმე პროექტი, რომელთა განხორციელება, ფაქტობრივად, ისეთ პირობებში წარმოუდგენელი იყო. ჯერ ერთი, გვიან დაიწყო სატელევიზიო სეზონი _ კრიზისის გამო ჩვენ 25 სექტემბერს დავიწყეთ მაუწყებლობა, ერთთვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ეთერში გავიდა პირველი „კურიერი“.


image


ამის შემდეგ გაგვიჩნდა ამბიციური გეგმები, რომ ჯერ კიდევ კრიზისში არსებულ არხს გაგვეკეთებინა მეგაპროექტი საკუთარი იდეით, ყოველგვარი ფორმატის შეძენის გარეშე. “დიდი სცენა“ არ არის საერთაშორისო ფორმატი, ის „რუსთავი 2“-ის შემოქმედებითი გუნდის იდეაა და მის ირგვლივ შევძელით ძალიან ბე- ვრი შიდა გუნდის გაერთიანება _ ტექნიკური გუნდის, შემოქმედებითი ნაწილის; ახალი ამბების სამსახურიც ძალიან ცდილობდა საზოგადოებისთვის ხშირად მიეწოდებინა ინფორმაცია ამ პროგრამის თაობაზე. ეს პროექტი ძალიან დაეხმარა არხს რეიტინგის გაზრდაში, უპირველესად კი იმაში, რომ მაყურებელმა დაინახა, “რუსთავი 2” ისევ ის “რუსთავი 2”- ია, მას შეუძლია თუნდაც კრიზისულ მდგომარეობაში ახალი პროდუქტების შექმნა და მაყურებლისთვის საინტერესო და საყვარელი გადაცემების შეთავაზება. ეს მორალურად ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ კრიზისიდან გამოსვლისას და შემდგომი განვითარებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ერთ გუნდად შეკრულობა და გუნდური სულისკვეთება. იმ ეტაპზე დასახულ მიზანს მივაღწიეთ, თუმცა ამით არ სრულდება ჩვენი განვითარება. ნამდვილად არა ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ და ვფიქრობ, კიდევ ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველები გავხდეთ. ჩვენი მიზანია “რუსთავი 2” იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია _ ეს არის უპირველესი ამოცანა, რისთვისაც აქ დღედაღამ თავდაუზოგავად მუშაობენ ადამიანები. მათ შორის ისინიც, ვინც წლებია ჩვენთან არიან, ზოგი მათგანი “რუსთავი 2”-ის ლოგოს ხნის არის. ამ ყველაფერში ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვის უპირველესად იმ გუნდს, რომელიც აქ იყო. პირველივე დღეებში ვიგრძენი მათი მხარდაჭერა, კრიზისის დროს თი- თოეული მათგანი მამხნევებდა და გვერდ- ში მედგა _ ჩვენ „რუსთავი 2“ ვართ და “რუსთავი 2”-ს არ ეშინია სირთულეები- სო. არც დღეს არ გვეშინია სირთულეების და ვფიქრობთ, ძალიან მალე ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ამისთვის კონკრეტული გეგმები გვაქვს.


ჩვენ ვაძლიერებთ საინფორმაციოს პოლიტიკურ ნაწილს _ დავამატეთ პოლიტიკური ტოკშოუ, რისი შესაძლებლობაც პირველ ეტაპზე, 2019 წელს არ გვქონდა. ადამიანური რესურსიდან გამომდინარე, რთულია პროფესიონალების პოვნა. ისი- ნი, ძირითადად, გადანაწილებული არიან და კონკურენციაც გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ ამ პატარა ქვეყანაში ერთი დიდი არ- ხის დაყოფის შედეგად, ფაქტობრივად, სამი არხი ფუნქციონირებს, კონკურენცია მნიშვნელოვნად გაზრდილია, გარდა იმ ტელე- ვიზიებისა, რომლებიც არსებობენ ბაზარზე. აქედან გამომდინარე, რთულია კვალიფი- ციური კადრების პოვნა და, რა თქმა უნდა, ჩვენც დრო დაგვჭირდა გუნდის შესაკრავად და პოლიტიკური ტოკშოუს გასაკეთე- ბლად. პოლიტიკურად ცხელი წელი გვექ- ნება, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნე- ბია, შესაბამისად, ჩვენი ბადე, ალბათ, დატ- ვირთული იქნება პოლიტიკით.


დროსთან ერთად არხის პოლიტიკური კურსიც შეიცვალა. ახლა რას ითვალისწინებს თქვენი გეგმა?


—გეთანხმებით. ჩვენ უნდა ვიყოთ მიუკერძოებელი, ყოველგვარი პოლიტიკური თუ ძლიერი ეკონომიკური ჯგუფების გავლენისგან _ თავისუფალი ტელევიზია; ავსახოთ ყველა საინტერესო მოვლენა მაყურებლისთვის და ეს მოვლენა არ უნდა იყოს კონკრეტული კუთხით დანახული, არამედ უნდა ვაჩვენოთ არსებული რეალობაც. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არხის წარმომადგენ- ლებს, ჟურნალისტებს ეკრძალებათ თა- ვიანთი აზრის გამოთქმა, ამისთვის არ- სებობს შესაბამისი ადგილი, გადაცემები და ა.შ. თუმცა ძირითადი მიმართულება არის მიუკერძოებლობა და ფაქტების სწორად ასახვა, ისე, რომ არ მოვექცეთ რომელიმე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტის გავლენაში. ეს არის ძირითა- დი ამოცანა, რომელსაც აქვს რამდენიმე სირთულე: პირველი _ ძალიან რთულია ბალანსის დაცვა და მეორე _ ქართველი მაყურებელი ამგვარ ტელევიზიას გდაჩვეულია. მოსახლეობა პოლარიზებულია _ ზოგს ურჩევნია უყუროს სახელისუფლებო არხებს, ზოგს ხელისუფლების წინააღმდეგ რადიკალურ-ოპოზიციურად განწყობილი არხები მოსწონს. საქართვე- ლოში ასეთი არხების მრავალფეროვნება გვაქვს. ჩვენი ამოცანაა მათგან განსხვავე- ბულები ვიყოთ და მაყურებელს ხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ. ხარისხიან- ში ვგულისხმობ იმას, რომ ინფორმაცია აუცილებლად სანდო უნდა იყოს, რათა როდესაც ჩვენს მოქალაქეებს სიმართლის გაგება მოუნდებათ, გადმორთონ “რუსთავი 2”-ზე და “კურიერისგან” გაიგონ ახალი ინფორმაცია.


გარკვეულწილად, მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო სარედაქციო მიმართულების ცვლილება. ჩვენ არ ვგულისხმობთ, რომ გადავიხრებოდით რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისკენ. თავიდანვე არხის მფლობელის ინტერესი და სურვილი იყო მაქსიმალური კრიტიკულობა ნებისმიერი მიმართულებით, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მიმართ. ყველა კითხვა უნდა დაისვას. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ერთი ტელევიზია ერთი მიმართულებით სვამს კითხვებს, მეორე _ მეორე მიმართულებით. ჩვენ გვსურდა ყველასთვის ყოფილიყო ადგილი, ყველანაირი კრიტიკული შეკითხვისთვის, ამას ვცდილობთ და როგორ გამოგვივა, მაყურებელი და რეიტინგი შეაფასებს.


ყველამ იცის, რომ ქიბარ ხალვაში 2007 წლიდან პოლიტიკურ დევნილო- ბაში იყო. ფაქტობრივად, ის იყო სა- ქართველოდან წასული პირველი ბიზნეს- მენი, რომელსაც გერმანიამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა და სააკაშვილთან, რომელიც ამ ტელევიზიის ფაქტობრივ მფლობელად მოიაზრებოდა, რა თქმა უნდა, დაპირისპირებული იყო და არ ექნებოდა იგივე განწყობები, რაც, ვთქვათ, ამ ტელევიზიის მაშინდელ მენეჯმენტს. მიუხედავად ამისა, ის დაუფარავად აცხადებდა, რომ იძულებით, უხეში ჩარევით არ უნდოდა სარედაქციო პო- ლიტიკის ცვლილება, თავად ჩვენი თანამ- შრომლების მუშაობით, მათთვის ახსნით, რომ ასე ჯობია ყველასთვის, რომ არ ვაკრიტიკოთ მარტო ერთი მხარე, არ ვი- ყოთ ვიღაცის პიარი ან ანტიპიარი; ვაკე- თოთ ქვეყნის საქმე _ ეს იყო მისი გან- წყობა ყოველთვის და ვფიქრობ, ამ გზას ჩვენც მივყვებით, რა გამოგვივა, მაყურე- ბელი შეაფასებს.


გადავიდეთ გასართობ გადაცემებზე. ამ მხრივ რას გეგმავთ?


— ის წარმატებული მეგაპროექტი, რომელიც განვახორციელეთ ისეთ პერიოდში, როდესაც არც ადამიანური რესურსი გვქონდა და ყოველივე ფინანსურადაც რთულად ასაწევი იყო, დროც უჩვეუ- ლო გახლდათ _ ისეთი, როცა არ იწყება ასეთი პროექტები _ თუმცა ამ მხრივ “რუსთავი 2” გარკვეულწილად ინფლუენსერი გამოდგა: მოგვბაძეს სხვა ტელევიზიებმაც. დეკემბერში დავიწყეთ მეგაშოუ “დიდი სცენა“. ახლაც უჩვეულო დროს და უჩვეულო ვითარებაში ვიწყებთ იმავე პროექტს, ანუ `დიდ სცენას~. დავაანონსეთ კიდეც _ 30 მაისს ონლაინკასტინგები დამთავრდა და ვიწყებთ მონაწილეთა შერჩევას. შესაბამისად, ივნისში უკვე ეთერში ვიქნებით, ხოლო ფინალური გა- დაცემა აგვისტოს დასაწყისში გავა. გა- დაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი ივნის- ში შევა ჩვენს ბადეში და უწყვეტად გავა ეთერში მთელი ზაფხულის განმავლობაში.


ე.ი. 26-წლისთავზე უჩვეულო სეზონი გექნებათ?


— ნამდვილად. ეს არა შიდა კრიზისის გამო, რის გამოც შარშან, 2019-ში, უჩვეუ- ლოდ დაიწყო ჩვენი სეზონი, არამედ უკვე მსოფლიო პანდემიის, COVID-19-ის გამო, რამაც, ფაქტობრივად, შეცვალა ჩვენი ცხო- ვრების წესი. დღეს უკვე ამგვარი ღონისძიე- ბები არ გაიმართება დიდ საკონცერტო დარბაზებში, ვინაიდან შეზღუდულია ადა- მიანების თავშეყრა. ამიტომ მაყურებელს სრულიად ახალ ფორმატს შევთავაზებთ _ შოუს. წესები იქნება იგივე. ეს არის მუსიკა- ლური კონკურსი ძალიან ბევრი სიახლით. როგორც მონაწილეებს, ასევე მაყურებელს ექნება შესაძლებლობა აქტიურად იყოს ჩარ- თული ამ პროექტში. ასე რომ, მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება.


გარდა ამისა, ვიწყებთ რამდენიმე ახალ გადაცემას, რომელთა ანონსებიც ივნისის დასაწყისში გავა ჩვენს ეთერში. მთელი ზაფხულის განმავლობაში დატვირთული ბადე გვექნება.


როგორ აღნიშნავთ “რუსთავი 2”-ის დაბადების დღეს?


— იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის ფონზე ბევრი ადამიანის თავ- შეყრა არ შეიძლება, ვფიქრობ, მინიმა- ლისტურად აღვნიშნავთ ჩვენს შენობაში. არიან ადამიანები, რომლებმაც მოგვილოცეს 26-ე დაბადების დღე. ისინი იქნებიან ჩვენს ეთერში, იტრიალებს დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ჰომორგოლები. ჩვენ გვესმის, რომ არ არის დიდი თავშეყრების მოწყობის დრო. ჯერ კიდევ მოგვიწოდებენ ჩვენი ექიმები, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრისაგან, ამიტომ ვიცავთ მათ რეკომენდაციებს. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი იგეგმება; იგეგმება ის, რომ დაბადების დღის შემდგომ ჩვენს ბადეს ახალ-ახალი გადაცემები დაემატება.


R

0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0