x
მეტი
  • 09.07.2020
  • სტატია:101330
  • ვიდეო:346632
  • სურათი:465247
ქვეყნები, რომლებიც ტურისტებისთვის კარს ივნისიდან აღებენ: იტალია, კვიპროსი და სხვა
კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმზე კატასტროფული ზემოქმედება მოახდინა: ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს, ხოლო ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს. ათასობით ადამიანმა გაურკვევლობის გრძნობა განიცადა და არ იციან, ამ წელს დასვენებას შეძლებენ თუ არა.

ამბობენ, რომ ზოგიერთი ქვეყანა შეზღუდვებს მოხსნის. მთავრობა თანდათანობით ტურიზმის განახლებას და უახლოეს დროში საზღვრების გახსნას გეგმავს.

აი, რომელ ქვეყნებში შეძლებენ ტურისტები გამგზავრებას უკვე ივნისში.

image


პორტუგალია

პორტუგალია ტურისტებისთვის საზღვრებს უკვე 15 ივნისიდან გახსნის. როგორც იტყობინებიან, აეროპორტებში სამედიცინო შემოწმება განხორციელდება.

სანაპიროებზე გასვლა 6 ივნისიდან ნებადართული იქნება მაშინ, როცა როგორც ელოდებიან ალგარვის სასტუმროების 75% თვის ბოლოს გაიხსნება.

image

იტალია

იტალია 3 ივნისიდან სიამოვნებით მიიღებს ტურისტებს ევროკავშირიდან, ანდორადან, მონაკოდან, ისლანდიიდან, ნორვეგიიდან, შვეიცარიიდან, ლიხტენშტაინიდან, სან-მარინოდან და ვატიკანიდან.

კარანტინის დაცვა აუცილებელი არაა, თუ დამსვენებელი იტალიაში ჩასვლამდე 14 დღით ადრე ინფექციის მაღალი დონის მქონე ქვეყნებში (მაგ., აშშ) არ მოგზაურობდა.


სენტ-ლუსია

სენტ-ლუსია კარიბის ზღვაში მდებარეობს და ტურისტებისთვის კვლავ 4 ივნისიდან გაიხსნება. აქ, იტალიისგან განსხვავებით მკაცრი წესები იმოქმედებს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე შეამცირონ.

თქვენ COVID-19-ზე უარყოფითი რეაქციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა გქონდეთ, რომ მშვიდად იმოგზაუროთ. ფრენის დროს და აეროპორტში აუცილებლად ნიღაბი უნდა გეკეთოთ.

სასტუმროებში ჭამის დროს სტუმრებს ტემპერატურას გაუზომავენ, ხოლო მომსახურე პერსონალს ტემპერატურას ყოველი სმენის დაწყების და დასრულების შემდეგ გაუზომავენ.

გარდა ამისა, იმოქმედებს სოციალური დისტანცია და ხელების რეგულარული დაბანა. ამჟამად ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე.

image

კვიპროსი

კვიპროსი 9 ივნისიდან საზღვრებს გახსნის 13 ქვეყნისთვის, სადაც COVID-19-ს დაბალი დონეა.

ამ ქვეყნის (რომელსაც მიეკუთვნება საბერძნეთი, ნორვეგია, ავსტრია, ისრაელი, დანია და გერმანია) ტურისტებს სამედიცინო შემოწმება და კარანტინის რეჟიმის დაცვა არ დასჭირდებათ.

ტურისტები შვეიცარიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ხორვატიიდან და ესტონეთიდან ქვეყანაში დაშვებული იქნებიან, მაგრამ მათ სამედიცინო საბუთი და COVID-19-ზე უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინონ, ან ტესტი პირდაპირ კვიპროსში შესვლის დროს გაიკეთონ.

image

ისლანდია

ისლანდია ტურისტებისთვის საზღვრებს 15 ივნისიდან გახსნის.

თითოეული ადამიანი ქვეყანაში შემოსვლისთანავე, აეროპორტში ტესტს ჩაიტარებს. თუ შედეგი უარყოფითი იქნება, მოგზაური ისლანდიაში შესვლას შეძლებს. თუ ტესტი დადებითია, 2 კვირის კარანტინში გატარება მოუწევს.

image

არუბა

არუბაში ტურისტების შემოსვლის ზუსტი თარიღი დადგენილი არაა, მაგრამ იმედოვნებენ, რომ საზღვრების გახსნას 15 ივნისიდან 1 ივლისის პერიოდში შეძლებენ.

მთავრობამ არუბას ჯანმრთელობის და კეთილდღეობის კოდექსი შეიმუშავა, რომელთა დაცვით პერსონალის და კლიენტების კორონავირუსისგან დაცვას შეძლებენ.

image

ვირჯინიის კუნძულები, აშშ

აშშ-ს ვირჯინიის კუნძულები ტურისტებს 1 ივნისიდან მიიღებს. ამ დროისთვის ქვეყანაში მაცხოვრებლების და სტუმრების უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი მუშავდება და საგანგებო მდგომარეობა 11 ივლისამდე იმოქმედებს.

image

მექსიკა

მექსიკის ზოგიერთი რეგიონი ტურისტებს 8 ივნისიდან მიიღებს.

ინიციატივის ფარგლებში, რომელიც 15 ივნისიდან გაეშვება, კანკუნი სტუმრებს უფასო ნომრებს და კვებას სთავაზობს, რომ ხალხი საკუთარ კურორტებზე მიიზიდონ.

სასტუმროები ტურისტებს სთავაზობენ ყოველ 2 დაჯავშნილ ღამეზე 2 უფასო ღამეს ან 2 უფროსის შემთხვევაში 2 ბავშვისთვის სასტუმროში უფასოდ ყოფნას.

image

ასევე დაგაინტერესებთ:

მოგზაურ-ბლოგერი ნებისმიერ ქვეყანაში იაფად მოგზაურობის საიდუმლოს გიზიარებთ

image

ხელის პირსახოცს არ შეეხოთ. სასტუმროს საიდუმლოებები, რომელთა შესახებ უნდა იცოდეთ

image

100 იდეა მოგზაურობისთვის, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოთ

image

მოგზაურობაში მაცივრის მაგნიტი წაიღეთ! სასტუმროში დაგჭირდებათ

image

როგორ გვატყუებენ სასტუმროებში, სადაც „ყველაფერი შედის“ - მზარეულის აღიარება

image

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
151