x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
შხა­პის მი­ღე­ბის დროს თუ ორი წუ­თით შე­ამ­ცი­რებთ თვე­ში 600 ლიტრ წყალს და­ზო­გავთ - ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების შემცირებას გვასწავლის
image


კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მძი­მე ტვირ­თად აწევს, რა­ზეც ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტის საგ­რძნობ­ლად დიდი ნა­წი­ლი იხარ­ჯე­ბა. ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა კი ის დარ­გია, რო­მე­ლიც გვას­წავ­ლის, თუ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ისე, რომ ნაკ­ლე­ბი ენერ­გო­რე­სურ­სი და­ი­ხარ­ჯოს და გა­და­სა­ხა­დი შემ­ცირ­დეს.

ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის ცენ­ტრის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ექ­სპერ­ტი ლი­ა­ნა ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ენერ­გი­ი­ის და­ზოგ­ვის­კენ მოგ­ვი­წო­დებს და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვებს გვაძლევს.


image



- ხში­რად ჩვე­ნი კომ­პი­უ­ტე­რი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩარ­თუ­ლია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი მთელ დროს მო­ნი­ტორ­თან ატა­რებს. სის­ტე­მუ­რი ბლო­კის ხში­რი გა­მორ­თვა კომ­პი­უ­ტე­რის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლია, მაგ­რამ "ძი­ლის რე­ჟიმ­ში" გა­დაყ­ვა­ნა არ და­ა­ზი­ა­ნებს - სა­მა­გი­ე­როდ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას ამ რე­ჟიმ­ში 10-ჯერ შეგ­ვიმ­ცი­რებს.



    • კომ­პი­უ­ტე­რის მოხ­მა­რე­ბი­სას ჩარ­თეთ მოკ­ლე დრო­ის პე­რი­ო­დის­თვის (10 ან 15 წუთი) ჩა­ძი­ნე­ბის ფუნ­ქცია (SLEEP), ეკ­რა­ნის შე­ნახ­ვის (SCREEN SAVER) ფუნ­ქცი­ის ნაც­ვლად;
    • როცა არ სარ­გებ­ლობთ კომ­პი­უ­ტე­რით 10 ან 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­მორ­თეთ მო­ნი­ტო­რი (ეკ­რა­ნი), რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მეტ ენერ­გი­ას მო­იხ­მარს;
    • და­ა­რე­გუ­ლი­რეთ მო­ნი­ტო­რის სიმ­კვეთ­რე ან გა­მორ­თეთ ის. მო­ნი­ტო­რის სიმ­კვეთ­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბით მუ­შა­ო­ბა უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს არა მარ­ტო მხედ­ვე­ლო­ბა­ზე, არა­მედ ჩვენს ჯი­ბე­ზეც;
    • ეცა­დეთ, კომ­პი­უ­ტე­რის მო­ნი­ტო­რი გა­ნა­თე­ბულ ად­გი­ლას მო­ა­თავ­სოთ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, კონ­ტრას­ტი და სიმ­კვეთ­რე და­ბალ დო­ნე­ზე და­ა­ყე­ნოთ და ამით ელექტრო­მოხ­მა­რე­ბა 5%-ით შე­ამ­ცი­როთ;
    • CD/DVD დის­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას მკვეთ­რად იზ­რდე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა. და­ა­კო­პი­რეთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ აუ­დიო/ვი­დეო ფა­ი­ლე­ბი თქვე­ნი კომ­პი­უ­ტე­რის მყა­რი დის­კი­დან;

image


- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მა­ცი­ვა­რიც და ტე­ლე­ვი­ზო­რის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­იხ­მარს...


- თუ ოთახ­ში, სა­დაც მა­ცი­ვა­რი დგას, ტემ­პე­რა­ტუ­რა აღ­წევს 30 გრა­დუსს, მა­ცივ­რის მიერ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა ორ­მაგ­დე­ბა. პრო­დუქ­ტე­ბის შე­სა­ნა­ხად საკ­მა­რი­სია და­ა­ყე­ნოთ მა­ცივ­რის თერ­მოს­ტა­ტი +60 გრა­დუს­ზე, ხოლო სა­ყი­ნუ­ლის -18 გრა­დუს­ზე. ნუ მო­ა­თავ­სებთ ცხელ კერ­ძებს მა­ცი­ვარ­ში და არ და­ტო­ვოთ მისი კარი ღია.


მა­ცი­ვარ­ში არც თავ­ღია წყლის ჭურ­ჭლი­სა და გაჭ­რი­ლი წვნი­ა­ნი ხი­ლის შე­ნახ­ვაა სა­სურ­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან ჭარ­ბი ნეს­ტი­ა­ნო­ბა მა­ცივ­რის აორ­თქლე­ბის სის­ტე­მის ნორ­მა­ლურ მუ­შა­ო­ბას აფერ­ხებს და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას ზრდის.


რაც შე­ე­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზორს, მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო ენერ­გი­ის 15%-ს (ე.წ. ვამ­პი­რუ­ლი ენერ­გია) მო­იხ­მარს. ამი­ტომ ნუ გა­მორ­თავთ ტე­ლე­ვი­ზორს მხო­ლოდ სა­მარ­თა­ვი პულ­ტი­დან, გა­მორ­თეთ ქსე­ლი­დან. სა­სურ­ვე­ლია რამ­დე­ნი­მე მო­წყო­ბი­ლო­ბის ერთ ელექტრო­წყა­რო­ში ჩარ­თვა (ტე­ლე­ვი­ზო­რი, მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი, ვი­დეო, DVD, ციფ­რუ­ლი დე­კო­დე­რი, ან­ტე­ნის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბე­ლი). ამით გა­მორ­თავთ ყვე­ლა მას­ზე შე­ერ­თე­ბულ მო­წყო­ბი­ლო­ბას ერ­თდრო­უ­ლად და და­ზო­გავთ ენერ­გი­ას.


ნუ და­ტო­ვებთ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის, ფო­ტო­ა­პა­რა­ტის, პლე­ე­რის, ნო­უტ­ბუ­კის და სხვა მსგავ­სი აპა­რა­ტუ­რის დამ­ტენ მო­წყო­ბი­ლო­ბას ქსელ­ში ჩარ­თულს და­ტენ­ვის შემ­დეგ. ამ დროს დამ­ტე­ნი მა­ინც მო­იხ­მარს ელექტრო­ე­ნერ­გი­ას, რო­მე­ლიც იხარ­ჯე­ბა არა და­ტენ­ვა­ზე, არა­მედ გა­ხუ­რე­ბა­ზე


რო­გორ დავ­ზო­გოთ წყლის მოხ­მა­რე­ბის ხარ­ჯე­ბი?



    • გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტის გა­სალ­ღო­ბად ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ მოშ­ვე­ბულ წყალს. პრო­დუქ­ტი გა­და­ი­ტა­ნეთ სა­ყი­ნუ­ლე­დან სა­მა­ცივ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში - ეს გალ­ღო­ბის უსაფრ­თხო და წყლის დამ­ზო­გი ეფექ­ტი­ა­ნი მე­თო­დია;

image


    • ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის გა­რე­ცხვის შემ­დეგ, დარ­ჩე­ნი­ლი წყა­ლი შე­აგ­რო­ვეთ და ოთა­ხის ყვა­ვი­ლე­ბი მორ­წყეთ;
    • ნუ მო­უშ­ვებთ წყალს ქვა­ბის გა­რე­ცხვი­სას, ჯერ და­ალ­ბეთ;
    • შხა­პის მი­ღე­ბის დრო ერთი ან ორი წუ­თით შე­ამ­ცი­რეთ და ამით თვე­ში 600 ლიტრ წყალს და­ზო­გავთ;
    • შეც­ვა­ლეთ საშ­ხა­პის თავი მო­დერ­ნი­ზე­ბულ მო­დელ­ზე, რო­მე­ლიც წყალს ეკო­ნო­მი­უ­რად ხარ­ჯავს და ამით თვე­ში 3000 ლიტრ (3 მ3) წყალს და­ზო­გავთ;
    • კბი­ლე­ბის გა­ხეხ­ვი­სას და­კე­ტეთ წყლის ონ­კა­ნი, ეს თვე­ში 100 ლიტრ წყალს და­გა­ზო­გი­ნებთ;
    • მა­მა­კა­ცებ­მა პარსვის დროს სა­სურ­ვე­ლია და­კე­ტონ წყლის ონ­კა­ნი, ასე თვე­ში 1200 ლიტრ წყალს და­ზო­გავთ;
    • ად­რე­ულ წლებ­ში გა­მოშ­ვე­ბულ უნი­ტა­ზებს დიდი მო­ცუ­ლო­ბის "ბა­ჩო­კი" ჰქონ­და, შე­ამ­ცი­რეთ თი­თო­ე­უ­ლი ჩა­რე­ცხვის წყლის რა­ო­დე­ნო­ბა, "ბა­ჩო­კის" მო­ცუ­ლო­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე (ჩა­აგ­დეთ "ბა­ჩოკ­ში" წყალ­ზე მძი­მე, რა­ი­მე სა­გა­ნი)


ეს რჩე­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მო­ად­გე­ბათ მათ, ვინც წყლის გა­და­სა­ხადს მრი­ცხვე­ლის მი­ხედ­ვით იხ­დის.


რო­გორ დავ­ზო­გოთ ენერ­გია გათ­ბო­ბა/კონ­დენ­სი­რე­ბა­ზე? განაგრძეთ კითხვა <<<





0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0