სხვა შხაპის მიღების დროს თუ ორი წუთით შეამცირებთ თვეში 600 ლიტრ წყალს დაზოგავთ - ენერგოეფექტურობის ექსპერტი კომუნალური ხარჯების შემცირებას გვასწავლის 2020, 1 ივნისი, 12:55 კომუნალური გადასახადები მოსახლეობას განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში მძიმე ტვირთად აწევს, რაზეც ოჯახის ბიუჯეტის საგრძნობლად დიდი ნაწილი იხარჯება. ენერგოეფექტურობა კი ის დარგია, რომელიც გვასწავლის, თუ რა ღონისძიებების გატარება შეიძლება მაქსიმალურად კომფორტული პირობების შესანარჩუნებლად ისე, რომ ნაკლები ენერგორესურსი დაიხარჯოს და გადასახადი შემცირდეს. ენერგოეფექტურობის ცენტრის კომუნიკაციის ექსპერტი ლიანა ღარიბაშვილი ენერგიიის დაზოგვისკენ მოგვიწოდებს და ამ მიმართულებით სასარგებლო რჩევებს გვაძლევს. - ხშირად ჩვენი კომპიუტერი 24 საათის განმავლობაში ჩართულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომხმარებელი მთელ დროს მონიტორთან ატარებს. სისტემური ბლოკის ხშირი გამორთვა კომპიუტერისთვის არასასურველია, მაგრამ "ძილის რეჟიმში" გადაყვანა არ დააზიანებს - სამაგიეროდ, ელექტროენერგიის მოხმარებას ამ რეჟიმში 10-ჯერ შეგვიმცირებს.
- როგორც ცნობილია, ელექტროენერგიას მაცივარიც და ტელევიზორის დიდი რაოდენობით მოიხმარს... - თუ ოთახში, სადაც მაცივარი დგას, ტემპერატურა აღწევს 30 გრადუსს, მაცივრის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება ორმაგდება. პროდუქტების შესანახად საკმარისია დააყენოთ მაცივრის თერმოსტატი +60 გრადუსზე, ხოლო საყინულის -18 გრადუსზე. ნუ მოათავსებთ ცხელ კერძებს მაცივარში და არ დატოვოთ მისი კარი ღია. მაცივარში არც თავღია წყლის ჭურჭლისა და გაჭრილი წვნიანი ხილის შენახვაა სასურველი, ვინაიდან ჭარბი ნესტიანობა მაცივრის აორთქლების სისტემის ნორმალურ მუშაობას აფერხებს და ელექტროენერგიის მოხმარებას ზრდის. რაც შეეხება ტელევიზორს, მოლოდინის რეჟიმში მუშაობისთვის საჭირო ენერგიის 15%-ს (ე.წ. ვამპირული ენერგია) მოიხმარს. ამიტომ ნუ გამორთავთ ტელევიზორს მხოლოდ სამართავი პულტიდან, გამორთეთ ქსელიდან. სასურველია რამდენიმე მოწყობილობის ერთ ელექტროწყაროში ჩართვა (ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, ვიდეო, DVD, ციფრული დეკოდერი, ანტენის გამაძლიერებელი). ამით გამორთავთ ყველა მასზე შეერთებულ მოწყობილობას ერთდროულად და დაზოგავთ ენერგიას. ნუ დატოვებთ მობილური ტელეფონის, ფოტოაპარატის, პლეერის, ნოუტბუკის და სხვა მსგავსი აპარატურის დამტენ მოწყობილობას ქსელში ჩართულს დატენვის შემდეგ. ამ დროს დამტენი მაინც მოიხმარს ელექტროენერგიას, რომელიც იხარჯება არა დატენვაზე, არამედ გახურებაზე როგორ დავზოგოთ წყლის მოხმარების ხარჯები?
ეს რჩევები განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვინც წყლის გადასახადს მრიცხველის მიხედვით იხდის. როგორ დავზოგოთ ენერგია გათბობა/კონდენსირებაზე? განაგრძეთ კითხვა <<< 35 2-ს მოსწონს
|