საზოგადოება წიგნის ვირტუალური ფესტივალი, კიდევ ერთი დღით, 1-ელ ივნისს გრძელდება 2020, 1 ივნისი, 11:29 "თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი", რომელიც წელს ვირტუალურად იმართება, კიდევ ერთი დღით გრძელდება. მკითხველს, სხვდასხავა ჟანრის ლიტერატურის ფასდაკლებით შეძენა 1-ელ ივნისსაც შეეძლება. ვირტუალურ ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა, თუ წიგნის მაღაზია იღებს მონაწილეობას. ყველა მათგანს საკუთარი ვირტუალური სივრცე აქვს, მათ შორის გამომცელობა „პალიტრა L“-საც, რომელიც, ტრადიციულად, ყოველ წელს საუკეთესო წიგნებითა და ფასდაკლებებით არის წარმოდგენილი. ფესტივალი 30 მაისს დაიწყო და 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მკითხველს შესაძლებლობა აქვს, მთელი დღის განმავლობაში, ეწვიოს ვირტუალურ პავილიონებს ვებგვერდებზე: www.biblusi.ge და www.readersland.ge და შეიძინოს სხვდასხვა ჟანრის ლიტერატურა ფასდაკლებით. გამომცელობა “პალიტრა L”- ის საფესტივალო კატალოგების სანახავად, ეწვიეთ ბმულებს, რათა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი წიგნი, ამის შემდეგ კი საიტებიდან გამოიწეროთ: გამომცელობა პალიტრა L -ის კატალოგი ბიბლუსისთვის გამომცელობა პალიტრა L-ის კატალოგი რიდერსლენდისთვის საიტებიდან გამოწერის შემთხვევაში, ისარგებლებთ საკურიერო მომსახურების შემდეგი ტარიფებით: საიტიდან www.readersland.ge: თბილისი
რეგიონები
საიტიდან www.biblusi.ge: თბილისი
რეგიონი
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა ყოველწლიურად მატულობს. წელს 22-ე ფესტივალი კი განსხვავებული ფორმატით, ონლაინსივრცეში იმართება. 20 შეფასება არ არის
|