x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
ჰერპეს ზოსტერი
image

ჰერპეს ზოსტერ ვირუსული დაავადებაა, რომელიც აზოანებ ნერვულ სისტემას და კანს.

დაავადების გამოვლენას წინ უსწრებს-ვირუსი “ვარიცელა ზოსტერი''.ხშირად ავადდებიან მამაკაცები 40-70 წლის ასაკში, გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში.

ინკუბაციური პერიოდი არა არის დადგენილი, ხშირად იწყება პროდრომული მოვლენებით- სისუსტე, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, გულისრევა, ცალმხრივი ნევრალგია. დაზიანების არეში ჰიპერემიული და შეშუპებულ კანზე წარმოიქმნება შეჯგუფებული ვეზიკულები, მორფოლოგიური ელემენტები ჩვეულებრივ ლაგდება დაზიანებული ნერვისა და მისი ტოტების გასწვრივ. ვეზიკულების შიგთვსი სწრაფათ იმღვრევა, ვითრდება პუსტულა, რაც იხსნბა, ფორიმირდება ეროზიებით დაფარული ქერქები. მძიმე შემთხევავაში წარმოიქმნება წყლულოვანი და წყლულოვან-უნეკროზული დაზიანება სქელი ჰემორაგიული ქერქებით. დაავადების ხანგრძლივობა დაახლოებით 1-3კვირაა. 2-4%-ში შეიძლება განვითარდეს დაზიანების გენერალიზებული ფორმა ლიმფური კვანძების გადიდებით და გამონაყრის გავრცელებით მთელ ტანზე ძლიერი ტკივილის გარეშე. ეს ფორმა უვითარდება პირებს მძიმე თნმხლები დაავადებებით მაგალითდ: ლიმფომა, ლეიკოზი, შინაგანი ორგანოების სიმსივნე, ასევე მათ ვინც ხანგრძლივად ღებულობს ციტოსრარიკებს, იმუნოდეპრესანტებს, კორტიკოსტეროიდებს.


განგრენოზული ფორმა უვითრდებათ დასუსტებულ პირებს, ხანშისესულებს, შაქრიანი დიაბეტებს, ამ შემთხევვაში წარმოქმნილი განგრენული წყლული ხანგრძლივად არ ხორცდება და ჩვეულებრივ ტოვებს ნაწიბურს. ტკივილი განპირობებულია ნეიროტპული ვირუსით, ამასთნ ტკივილი შეიძლებ დარჩეს ხანგრძლივად გამონაყრის ალაგების შემდეგაც. ეს სინდრომი არის ყრუ, გამჭოლი მწველი, თუ პროცესი ლოკალიზდა თვალის არეში შეიძლება გამონაყარმა დააზიანოს რქოვანა-კონიუქტივიტი, სკლერა. ვირუსმა შეიძლება შეაღწიოს სუბარაქნოიდულ არეში და გამოიწვიოს მენინგოცეფალიტი, მძიმე მიმდინარეობით.

დიაგნოზი დგინდება კლინიკური სურათის საფუძველზე და აუცილებლობის შემთხევაში ვირუსოლოგიური გამოკვლევით. ამისთვის იყენებენ გამოკვლევის ახალ მეთოდს -პოლიმერული ჯაჭვური რეაქცაი.

ჰერპეს ზოსტერის სამურნალოდ გამოიყენება ფამვირი 250მილგრამი 3ჯერ დღეში 7დღე, ან ვალტრექსი 0, 5 2ჯერ დღეში 5დღე. ასევე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებს: მეტაციკლინი, რონდომიცინი, ტეტრაციკლინი. შეშუპების მოსახსნელად სალიცილატები, დიაკარბი. მიკროსისხლძარღვოვანი დარღვევების კორექციისათის კურანტილი. განგლიობლოკატორები- განგლერონი, ანტივირუსული გამა-გლობულიბი, ვიტ B1, B12, ფიზიოთერაპია დიათერმია, ინფრაწითელი ლაზერი.

0
156
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0